„რკინის ლედი“– ბიოგრაფიული ფილმი, რომელიც სავარაუდოდ წლის ერთერთი ჰიტი გახდება, ეკრანებზე დეკემბრის ბოლოს გამოვა. ის ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ მინისტრის, მარგარეტ ტეტჩერის შესახებ მოგვითხრობს. „რკინის ლედის“ როლს მერილ სტრიპი ასრულებს, რაც კიდევ უფრო ზრდის ფილმისადმი დაინტერესებას.
აბა მითხარით, რას აკეთებთ, როცა სამუშაო დღე მთავრდება და გადაღლილი, ოფისის კარს მაგრად მოიჯახუნებთ? სახლში მიდიხართ? ჰო, შეიძლება, მაგრამ ყოველთვის როდი ვარგა ერთი სამსახურიდან მეორეში წასვლა?! დროის კარგად გატარება, მაქსიმალური რელაქსაცია და სიამოვნების მიღებაც ხომ აუცილებელია? როცა ყოველდღიური საქმეები ტვინის სულ ბოლო უჯრედში გადადის და ცენტრალურ ადგილს, დიდი ასოებით სიტყვა დ ა ს ვ ე ნ ე ბ ა იკავებს.
დიდი სიამოვნებით დავთანხმდი, დამეწერა რამე რუბრიკის ქვეშ "იმოგზაურე საქართველოში". დიდი სიამოვნებით იმიტომ, რომ რაც თავი მახსოვს, მართლა აქეთ-იქით დავეხეტები და არათუ კუთხე, საქართველოში ადმინისტრაციული ერთეული არ მეგულება, რომ არ ვიყო ნამყოფი. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ გამიხარდა და თანაც ვიფიქრე, სიამოვნებითაც დავწერ და დიდი ტვინის ჭყლეტაც არ დამჭირდება, რა და როგორ დავწერო-მეთქი.
ივრის ჭალაში იშვიათი ფრინველების სანახავად ავსტრალიიდანაც ჩადიანო, - და გულმა ჩვენც ვეღარ გაგვიძლო. უცხოელების შემოტევის მიზეზი ჭაჭუნას აღკვეთილში ნაპოვნი ბუდე იყო, რომელიც ბექობის არწივს და მის მართვეს ეკუთვნოდა.
სულ რაღაც სამიოდე დღის წინ, "ქორთიარდ მერიოტში", სტუდია "სანოს" და მსახიობ გოგი ხარაბაძის ახალი პროექტის, "29"-ის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი "29" კომპაქტ დისკების მთელი კრებულია, რომელზე მუშაობაც 9 თვის მანძილზე მიმდინარეობდა და რომელიც, დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანის ოჯახში დაიდებს ბინას.
რა უნდა ჰქნა მაშინ, როდესაც ლოს ანჯელესის ყველაზე ელიტურ უბანში ცხოვრობ, ხარ მოზარდი ბევრი, ბევრი თავისუფალი დროით და ფულით ჯიბეებგამოტენილი? ჰო, რა თქმა უნდა, უნდა გაერთო, როგორც შეგიძლია. უბრალოდ, ამ დროს ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ყველაფერი! და მოხდება კიდეც, კალიფორნიის მხურვალე მზის ქვეშ!
"ფორთოხლით უფრო გემრიალია, ეს გააკეთე" ან "ჰო, კოსტავას ლიტ.კაფეში ვარ, გამოდი და ყავას დაგალევინებ, ხომ გინდა ყავა?" - ამგვარი პარალელური ფრაზების მოსასმენად მზად უნდა იყოთ მაშინ, როდესაც რამაზ გემიაშვილს ტელეფონით ესაუბრებით.
იმის გათვალისწინებით, რომ დათბა და ქუჩაში ყოფნა სასიამოვნოა, იმის გამო, რომ ძალიან მდიდრის დამატებით გამდიდრება სულაც არაა აუცილებელი, და ვინაიდან წამითაც არ მჯერა, რომ ძველ ნივთებს ჯადო-მადოები და ცუდი აურა სდევს თან, "ცხელი შოკოლადის" მკითხველს ვურჩევდი: ეწვიეთ...
იცით "საავტორო სტუდიის" არსებობის შესახებ? და მისი გამოცემული CD-ების შესახებ? არა? კარგი, მაშინ ყველაფერს მოგიყვებით. მაგალითად, სხედხართ სახლში, თქვენი შვილი ტვინს გიბურღავთ და ოცნებობთ, რა შეიძლება მოხდეს ისეთი, რომ ეს ბავშვი გაჩუმდეს? გეტყვით რაც. აიღოთ და ჩაურთოთ CD - "ტელეფონით მოყოლილი ამბები", სადაც ჯანი როდარის ზღაპრებია შესული, ანდა "ხუთკუნჭულა და ზღაპრები", რომელიც სულ ცოტა ხანში, წიგნის და CD-ს სახით გამოვა.