სამყარო ნერვული პოლიტიკურ/სოციალურ/კულტურულ/სულიერი კრიზისების ზღვარზე - ასე შეიძლება, დავახასიათოთ თბილისის XI საერთაშორისო კინოფესტივალი. ფესტივალის საკონკურსო თუ პარალელურ პროგრამებში წარმოდგენილ ფილმებში შფოთვას, განწირულობისა თუ გამოუვალობის განცდას სხვადასხვა "ეტიმოლოგია" აქვს (რასაკვირველია, სხვადასხვა სახისა და დონის მხატვრული გადაწყვეტაც) - კომუნისტური სისტემის ნგრევა, რომელიც, სინამდვილეში, არც დანგრეულა და აგრესიისა და სისასტიკის კოშმარულ ხილვად იქცა (ს. ლოზნიცას "ჩემი ბედიერება"), რომელსაც მოჰყვა ომი და ემოციებისგან დაცლილი მექანიკური ადამიანები (ვ.