ჟან სტარობინსკის ერთი ძალზე საინტერესო წიგნი აქვს, "1789 წელი: გონების ემბლემები". წიგნში საფრანგეთის რევოლუციის თანადროულ ხელოვნებაზეა საუბარი, ხედვაზე და ხედვის ცვლილებაზე, იმაზე, თუ რამდენად რევოლუციურად შეიცვალა სამყაროს აღქმა, სად დაუკავშირდა ერთმანეთს რევოლუცია და ესთეტიკა, იყო თუ არა ეს რევოლუცია წყალგამყოფი, გზაჯვარედინი არა მხოლოდ ევროპის პოლიტიკური ისტორიის, არამედ სტილების ისტორიაშიც? ესაა წიგნი, სადაც ძალიან კარგად მოჩანს მაშინდელი კულტურის დინამიკა და თანამედროვე კულტურის საწყისები.
იმ ადამიანებს, რომლებსაც ქართული კინემატოგრაფის ავანჩავანი აინტერესებთ, ამ ბოლო დროს ხშირად უჩნდებათ კითხვა - ეშველება თუ არა ქართულ კინემატოგრაფს და შეიძლება თუ არა დავიჯეროთ, რომ ქართული კინო კრიზისიდან გამოსვლის მდგომარეობაში იმყოფება. კითხვა საკმაოდ რთულია, უფრო სწორად მოკლე პასუხი არ აქვს.
სადღაც წავიკითხე, წარმატების როგორი სადავო საზომია ნობელის პრემია. მერე ამ თემით ინტერნეტ-საძიებელს რომ მივმართე, აღმოჩნდა, რომ საკითხზე უკვე არაერთი ათეული წელია დავობენ. მეტიც, ანტინობელის და შნობელის პრემიაც კი არსებობს, რომ ამ პრესტიჟული ჯილდოს და მისი იდეის გაბიაბრუება მოახდინოს.
პროექტის პარტნიორია ფარმაცევტული კომპანია "ჯიპისი"
აგვისტოს პირველი რიცხვებიდან მოყოლებული, დასავლური პრესა თვალს არ აშორებდა საქართველოში მიმდინარე პროცესებს. მთელი ამ დროის მანძილზე აუარება სტატია, ისტორიული ნარკვევი, შენიშვნა, მიმართვა თუ ინტერვიუ დაიბეჭდა ჟურნალ-გაზეთებში. პირველ დღეებში ნამდვილი მეხთატეხა ატყდა, პრესა აბობოქრდა და რა უცნაურიც არ უნდა იყოს, რამდენიმე გაზეთში რუსული პოლიტიკის ქომაგებმაც გამოყვეს თავი (მაგ. "გარდიანის" ფურცლებზე).
თეირანიდან ჩემი მეგობარი მეხმიანება და ბოდიშის კილოთი მატყობინებს: "აქ ძალიან ცუდი პრესა გაქვთ. ემჩნევა, რუსეთი მაგრად მუშაობს თქვენ წინააღმდეგ. რამდენიმე სტატიას გამოგიგზავნი და თვითონვე მიხვდები, რასაც ვგულისხმობ!"
რევოლუციიდან ომამდე 2004 წელი. პრეზიდენტი სააკაშვილი თავის პირველ, ვლადიმერ პუტინი კი, თავის მეორე საპრეზიდენტო ვადის ათვლას იწყებს. ურთიერთობის ნორმალიზაციისკენ მიმართული საგანგებო ჟესტი - სააკაშვილი პირველი ვიზიტით ჩადის მოსკოვში პრეზიდენტ პუტინთან.
ეს არის ომი ორ ფრონტზე. რამდენიმე თვის წინ, როდესაც ისრაელში ღაზას მიმართ უკმაყოფილების ახალი ტალღა გორდებოდა, მათ აღიარეს, რომ ჰამასისა და "ტერორის ინფრასტრუქტურის" განადგურება, რაც პოლიციის განყოფილებებს, კერძო სახლებსა და მეჩეთებსაც გულისხმობს, მათი პირდაპირი მოვალეობა იყო.
გასული წლის ოქტომბრის მიწურულს ინგუშეთმა, ჩრდილოეთ კავკასიის ამ პატარა რესპუბლიკამ პოლიტიკური სენსაცია მოახდინა: ხელისუფლებაში ძალოვანთა მოსვლის დროიდან პირველად, კრემლს სამოქალაქო პროტესტის წინაშე უკან დახევა და რესპუბლიკის მეთაურის, ფსბ-ს გენერლის მურად ზიაზიკოვის გადაყენება მოუხდა. ზიაზიკოვის ხელისუფლებაში მოსვლამდე რესპუბლიკის ხელმძღვანელი არმიის გენერალი რუსლან აუშევი იყო, პოპულარული და გაბედული პოლიტიკოსი.
მოსალოდნელი საპროტესტო გამოსვლების მოლოდინში ან მათთვის მზადებაში ვლინდება საკითხი, რომელზეც ჩამოყალიბებული პასუხი ოპოზიციას არ გააჩნია - როგორ მოეპყრობიან გამარჯვებული ოპოზიციონერები სააკაშვილის ხელისუფლების უკვე ყოფილ წევრებს?