პოლიტიკა არ მესმის, არ მაინტერესებს და არ მინდა. მაგრამ ის მაინც სულ მეხება და ცხოვრებას მიფუჭებს. მისგან ხეირი არ მახსოვს, წყენა - უთვალავი.
ახლაც ასე მოხდა.
ჩემს ცხოვრებაში პირველად თავზე ხელი ავიღე, "ინტერკონტინენტალში" შესანიშნავი საგზური ვიყიდე და ეგვიპტეში გავემგზავრე, არც "მასალისთვის", არც სამუშაოდ, არც სათარჯიმნოდ, არამედ დასასვენებლად. ბურჟუაზიის მოკრძალებული ხიბლი და მსგავსები.