თბილისის მერობის კანდიდატი რომ ვყოფილიყავი, ჩემს საარჩევნო პროგრამაში აუცილებლად შევიტანდი კარპატების მიუვალ მთებში ჩაკარგულ ქალაქ - ტრანსილვანიასთან თბილისის დაძმობილების პროექტს. ამ ორ ქალაქს მთაგორიანი რელიეფისა და იდუმალების გარდა - ერთმანეთის სისხლის სმისაკენ მათი მოქალაქეების დაუოკებელი ლტოლვა აერთიანებს
ეს ბავშვები მაგარი ჩათლახი არსებები არიან. მისცემ სათამაშო ჯარისკაცებს, შეხედავ რამდენიმე წუთში და აღმოაჩენ, რომ პატარა ფუშფუშა, საყვარელი კაცუნებიდან სისხლიან დიქტატორებად გარდასახულან. პატარაობისას, ბუნებრივია, მეც მიყვარდა ჩემზე სუსტი არსებების გვემა; მეც და ჩემ თანატოლებსაც ეზოში, მაგრამ მე - განსაკუთრებით.
ნახევარ წელიწადზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისში გმირთა მოედნისა და თამარაშვილის გამზირის შემაერთებელი მაგისტრალის მშენებლობა დაიწყო, რომელიც მდინარე ვერეს ხეობაში, ხოლო მისი მნიშვნელოვანი ნაწილი - " მზიურის" ტერიტორიაზე გაივლის. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი თავისი შინაარსის თუ ფინანსური მხარის, ან თუნდაც მისი შედეგების მხრივ, უდიდესი მნიშვნელობისაა, მის შესახებ ინფორმაციის აშკარა სიმწირეა.
"ჩვენი დროშა წითელი იქნება მტერი ნაციონალიზმის და ინტერნაციონალიზმის"
დ. ჩიხლაძე
ამ ორიდე თვის წინ უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან ჰაინრიხ ბიოლის ძველ, 1964 წლის ქართულ გამოცემას გადავაწყდი, მაშინვე შევიძინე და დროის გასაყვანად იქვე, ქუჩაში დავიწყე კითხვა. რასაკვირველია, ჩემი საყვარელი ტრადიცია არ დავარღვიე - რომანს გადავახტი და მოთხრობებს ჩავუჯექი.
"მორიგი ქართული ნაგვის სუნი მცემს"! - ცენზურისა და ზედმეტი შელამაზების გარეშე, ერთ-ერთმა მაყურებელმა სწორედ ამ სიტყვებით მოახდინა გიგა აგლაძის ფილმის "გოგონა სლაიდიდან" პრემიერის პროგნოზირება. პირადად მე კინოში (და არც მის გარეთ) მსგავსი არაფერი მიგრძვნია. ერთადერთი, რაც ვიგრძენი, ისიც მწუხარებით, რეჟისორის მარცხის სუნი იყო, მაგრამ დროზე ადრე მაინც არ მიმიტოვებია ფსკერისაკენ მიმავალი გემი.
ახალი სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური რეალობის დადგომასთან ერთად ჩვენ გარშემო ბევრ, დღემდე უცხო პროცესს მიეცა ბიძგი, რომელთა უმრავლესობა პროპორციულ კვალს აჩნევს განაშენიანებულ გარემოს. პროცესების შესაბამისად გაჩნდა ბევრი უცხო ტერმინიც, რომელთაც "ექსპერტთა" ახალგაზრდა თაობა თავმომწონე გამომეტყველებით ამკვიდრებს (უნდა ითქვას, რომ უცხოენოვანი პროფესიული ტერმინების ხშირად უსაფუძვლო გამოყენება მამათა თაობასაც სჩვეოდა).
როგორც ცნობილია, ქართველები ზედმეტად პოლიტიზირებულები ვართ. ოღონდ სიტყვა "პოლიტიკის" კლასიკური გაგებით, არც ისე ადვილი გამოსაცნობია, თუ რას ვგულისხმობთ მის ქართულ ინტერპრეტაციაში.
ცნობილია, რომ ყოველგვარი ესთეტიკა განსაზღვრული იდეოლოგიის გამომხატველია. შესაბამისად, ამა თუ იმ ესთეტიკის მატარებელი საშუალება: ფერი, შრიფტი, ფორმა, ფაქტურა, მთლიანად სივრცის ორგანიზება, ისევე, როგორც ტექსტი, მეტყველების მანერა, მუსიკა, თეატრალური ხელოვნება და ასე შემდეგ, მისი მაფორმირებელი იდეოლოგიის გზავნილს გადმოსცემს.
საქართველოში წიგნებზე ან კარგს ამბობენ, ან საერთოდ არაფერს. ამიტომ ქართული ლიტერატურა ნელ-ნელა კარგად ბალზამირებულ მიცვალებულს ემსგავსება, რომელიც თავის უკანასკნელ და სამუდამო სარეცელში არცთუ ისე ცუდად გამოიყურება.