საინტერესო ის იქნებოდა, დონ კიხოტი რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მოხვედრილიყო.
ალბათ, ესპანეთის პავილიონში მივიდოდა და იქ ერთგვარი განსჯის შემდეგ არტურო პერეს-რებერტეს რომანების კითხვას შეუდგებოდა. ჩამოჯდებოდა იქვე, ადგილის პოვნა ყოველთვის შეიძლება.
უკვდავება რამე ფორმით - ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე ძველი, თუმცა განუხორციელებელი ოცნებაა. საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ვაგებდით პირამიდებს, ვჩხაპნიდით ჩვენს სახელებს ლოდებსა და ხეებზე, ვცდილობდით, ჩაგვედინა არნახული გმირობა - რათა ჩვენი სახელები ისტორიისთვის მაინც ყოფილიყო უკვდავი. ეს იყო იმორტალიზმის ძველი, პრიმიტიული და არაინტერაქტიული ფორმები.
თბილისი. ვეძინის ქუჩა 17. 1983 წელი. 23 ივნისი. დილის ექვსი საათი. სახლში სამნი ვართ - მე, ჩემი მეუღლე ინგა და დათო. სამივეს გვძინავს. სახლს ორი კიბე აქვს: ერთი ჩვენი და კარის მეზობელი იაშვილების საერთო ბაქანზე ადის, მეორე - ქოჩორაძეების ბაქანზე. ამ კიბეს ჩვენი ფანჯარა გადაჰყურებს. რაღაც მოძრაობაა სწორედ ამ ფანჯარასთან და ეს ხმაური მაღვიძებს. ფანჯრიდან მოჩანს ქოჩორაძეების კიბე და რამდენიმე სერიოზული იერის მამაკაცის სილუეტი ამ კიბეზე.
ღმერთი კარგსა მოავლინებს, აწ ბოროტსა არ დაჰბადებს".
შოთა რუსთაველი
"სუდია - პიდარასტ!" ანუ "პიდარასტების" გენეალოგია
სიტყვა "პიდარასტი", სულ ცოტა, ადრეული სკოლის ასაკიდან მესმოდა და, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, რომ ეს "ცუდი სიტყვა" იყო, რომელიც სახლში ან უფროსების თანდასწრებით არ უნდა მეთქვა, მას მაინც ერთგვარი პათეტიკური, ლამის ამაღლებული ჟღერადობა ჰქონდა ჩემთვის:
მისი დავიწყება შეუძლებელია. შეიძლება მისი სიყვარული, სიძულვილი, პატივისცემა, შეურაცხყოფა, იგნორირება, დაცინვა, განდიდება, გაზვიადება, გაღმერთება, მიწაზე დანარცხება, გასრესა, გაბითურება, განადგურება, მოკლედ, ყველაფერი, რაც კი აზრად მოგივა.
"ჩვენ ვისჯებით იმიტომ, რომ სექსი ვიღაცამ ოდესღაც ცოდვად გამოაცხადა".
მიშელ ფუკო
ღრმადმორწმუნე რუს ფილოსოფოსს ვასილი როზანოვს ასეთი აზრი ეკუთვნის: თუკი სექსი სიყვარულის უმაღლესი ხორციელი გამოხატულებაა, მაშინ რატომღა უნდა გვიკვირდეს ინცესტი? - ის ხომ ადამიანის უკეთილშობილეს ლტოლვას განასახიერებს...
პოლიტიკურ ზონას, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა საბჭოთა ზონას, თავისი არისტოკრატია ჰყავდა: მზარეული, მეკუჭნავე, ბიბლიოთეკარი, ცეცხლფარეში, მეაბანოე, პარიკმახერი, ბარაკის მორიგე, კინომექანიკოსი, კურიერი და ა.შ. ამაზე წერდნენ სოლჟენიცინი, გინზბურგი, შალამოვი და სხვა ავტორები, რომლებიც სასწაულებრივად გადაურჩნენ გულაგს.