“იმელის” შენობა საბჭოთა მემკვიდრეა, გუდიაშვილის ბაღი თავისი შენობათა ანსამბლით კი მე-19 საუკუნის დანატოვარი. პირველი მათგანი უკვე გაიყიდა, ბაღის მიდამოებში არსებული შენობები კომერციალიზაციის პირას არის. დღეს, ორივე მათგანს უყურადღებობის გამო ნგრევის დიდი საფრთხე აქვს.
ლევან აკინი შვედეთში მომუშავე, წარმოშობით ქართველი კინორეჟისორია. სტოკჰოლმის კინოწრეებში უკვე კარგად ცნობილ და პოპულარულ ახალგაზრდა რეჟისორს საქართველოში აქამდე პრაქტიკულად არ იცნობდნენ. მისი პროფესიული საქმიანობის შესახებ ქართველმა კინომოყვარულებმა სულ ცოტა ხნის წინ, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიგეს, როცა ლევანმა აქ მისი ერთერთი ფილმი ჩამოიტანა.
ზუსტად 21 წლის წინ, 1990 წლის სამი ოქტომბრის ღამეს ბერლინში ამერიკის მიერ საჩუქრად გადაცემულმა თავისუფლების ზარმა დარეკა. ათეული წლების მანძილზე ეს ხმა ქალაქის მაცხოვრებლებისთვის ასე სასიამოვნო არასდროს ყოფილა: ბერლინში გერმანიის გაერთიანებას აღნიშნავდნენ.
- რა უნდა გითხრა უსინათლო მოხუცმა ქალმა? ახლანდელ დროს არ ჰგავდა ძველი დრო, ასე დალხინებულად ვერ ვცხოვრობდით მაშინ. თუ კი რამ ჭირი და დაუნდობელი გამოჩნდებოდა, - ყველაფერი საცოდავ ქალს დაეძგერებოდა. რაც მახსოვს და გამახსენდება, - ყველაფერს მოგიყვები.
"ჟამიანობა" (იგულისხმება ქოლერის პერიოდი - ლ.გ.) და მზის დაბნელება კარგად მახსოვს. ამას რა დამავიწყებდა. მაშინ კარგა მოზრდილი გოგო ვიყავი.
არ ვიცი რატომ, მაგრამ მუზეუმებში შესვლისას ბავშვობიდანვე მქონდა განცდა, რომ იდუმალებით მოცულ შენობაში დავიარებოდი. შესაძლოა სივრცის, ან, უძველესი ნივთების სუნის გამო. ბავშვობის ასაკიდან დიდი ხანია გამოვედი, თუმცა შენობები, სახელწოდებით "ქართული მუზეუმები" ჩემთვის დიდხანს ექსკურსიამძღოლის მოწყენილ ხმასთან და მუზეუმის დამთვალიერებელთა მცირე ჯგუფთან ასოცირდებოდა.
2008 წლის შემოდგომაზე, აგვისტოს ომიდან სამიოდე თვის შემდეგ, საქართველოში ჩამოსული რუსი ჟურნალისტი და დოკუმენტალისტი იგორ ობოლენსკი, ერთ-ერთ ვახშამზე საქართველოს პატრიარქს ხვდება და მისგან ასეთ სიტყვებს ისმენს: თქვენ ერთ-ერთი ჩაუტეხელი ხიდი ხართ ჩვენს შორის და ყველაფერი უნდა გააკეთოთ, რომ საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობა კვლავ აღდგეს".
ობოლენსკიმ, როგორც თვითონ ამბობს, ამ "საპასუხისმგებლო მისიის" შესრულება წიგნის დაწერით გადაწყვიტა.
თხუთმეტწლიანი ფატვას მიუხედავად, რუშდიმ გასულ წელს უკვე მეოთხედ იქორწინა. როგორც ჩანს, ირანელ ფანატიკოს-მუსულმანთა მუქარებს ეს კაცი აღარაფრად აგდებს და მაშინ, როცა მისი "სატანური სურების" მთარგმნელებს იაპონიაში, შვედეთსა თუ რუსეთში საშინლად უსწორდებიან, რუშდი მშვენიერი პადმა ლაკშმის აყვავებული მკერდის ჩრდილქვეშ "განიგრილებს სულს". ეს ქალი 24 წლითაა უმცროსი სახელგანთქმულ მწერალზე და უკვე თავადაც საკმაოდ გაითქვა სახელი, როგორც ტოპ-მოდელმა, ტელე-კინო ვარსკვლავმა და კულინარიული წიგნების ავტორმა.
"გახსოვს გაბრიელ?... მახსოვს, მახსოვს, რავა არ მახსოვს!..." ასე დავარქმევდი სურათს, რომელიც შარშანწინ გადაიღეს, ჰავანას საერთაშორისო კინოფესტივალის გახსნაზე, 2003 წელს, გაბოსა და მერსედესის გაცნობიდან 58 წლის შემდეგ.
მარკესმა მერსედეს ბარჩე პარდო პირველად 1946 წელს ნახა.
- წაგიკითხავთ სტეფან მეიერი? - ეკითხება ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აუდიტორიაში შეკრებილ მსმენელს დენიელ მენაკერი, - "მწუხრი" მაინც გაგონილი გექნებათ. დარბაზში სტუდენტების უმრავლესობა თანხმობის ნიშნად ხელს იწევს. სტეფან მეიერის "მწუხრი" 2009 წელს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით მერვე ყველაზე კითხვადი წიგნია ამერიკაში, - ხანმოკლე პაუზის შემდეგ - სიმართლე რომ გითხრათ, ის მეშვიდეა, მოვიტყუე მერვეა-თქო რომ ვთქვი. არ მინდა ასე რომ იყოს და იმიტომ".
დენიელ მენაკერი, ჟურნალ "ნიუ-იორკერის" მხატვრული ტექსტების განყოფილების ყოფილი რედაქტორია.
ცოტა დაგვაგვიანდა; ფსიქოანალიზის მამის იუბილე მსოფლიომ 6 მაისს აღნიშნა.
აღნიშნა. თუმცა ფროიდის ქება-დიდებით თავი არსად მოუკლავთ. თვით პროფესორის სამშობლოში, ვენაშიც კი, დღესდღეობით ყველაზე "ძვირადღირებული პროფესიის", ფსიქოანალიზის გამომგონებლის იუბილე ძალიან მოკრძალებულად იზეიმეს - ფსიქოანალიტიკოსები შეიკრიბნენ, ერთი-ორი სიტყვა თქვეს, შესვეს "ბაბუს" სადღეგრძელო და დაიშალნენ.