warning: DOMDocument::loadHTML(): Unexpected end tag : p in Entity, line: 17 in /home/shokoladi/sites/all/themes/shokoladi2010/templates/page.tpl.php on line 37.

work in progress

გიორგი ავალიანი

პროექტს ჯერჯერობით არც სათაური აქვს და არც მისი ფორმატია ზუსტად განსაზღვრული. მისი ცალკეული ნაწილები თვის დასაწყისში იწერება და თვის ბოლოს ქვეყნდება. ამით ის კალენდარსაც წააგავს, რომლის ყოველ ფურცელზე ერთი რომელიმე თვეა დასურათებული, ხოლო სურათების ქვეშ კი სხვადასხვა შინაარსის ტექსტებია განლაგებული. ყოველი ტექსტი ცალკეული ფრაგმენტისგან შედგება, რომელთაგანაც ნაწილი შინაარსობრივადაა ერთმანეთზე გადაბმული, ნაწილიც მხოლოდ ასოციაციურად. მაგრამ, კალენდრისგან განსხვავებით, მას პირველი და ბოლო გვერდები არ გააჩნია: ის არც 1 იანვარს იწყება და არც 31 დეკემბერს მთავრდება.

პროექტს არც კონკრეტული მიზანი აქვს: ის მთლიანად ვარიაციაა ერთ ან რამდენიმე თემაზე, რომლის დროსაც დამალული ან ნაკლებადცნობილი მოტივები მჟღავნდება და ზედაპირზე ამოდის. თუკი მაინც რამე მიზანზე შეიძლება ვილაპარაკოთ, ესაა ტრადიციული ისტორიების ნაკლებად ტრადიციული ფორმით მოყოლა, რომლის მეშვეობითაც თხრობის ახალი ფორმები და ენა უნდა გამომუშავდეს უკვე არსებულისა და სტერეოტიპულების დაძლევის თუ პაროდიის ხარჯზე. ასეთი ექსპერიმენტი ზოგჯერ სხვადასხვა, უკვე დამკვიდრებულ და გამყარებულ კონტექსტში შეუთავსებელი თემების სინთეზსა და გამთლიანებას გულისხმობს, რისთვისაც თავად ამ კონტექსტების რღვევა და ახლების შექმნაა საჭირო. ყველაფერი ახალი მონსტრად იბადება და რა მომენტშიც ის თავის მონსტრულობას დაკარგავს, თანდათანობით ტრივიალურ და რეაქციონულ სტერეოტიპად გადაიქცევა, - გამზადებულად რეპროდუქციისა და ეპიგონიისათვის, რომელიც მერე უკვე თავადვე საჭიროებს დამხობასა და სცენიდან ჩამობრძანებას. 

წაიკითხეთ Deus ex vagina ”ცხელი შოკოლადის” იანვრის ნომერში.

დატოვე კომენტარი

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.