|
|
|
|
|
ვიფიქრებ კიდევ ...
მაისი 18, 2012 ავტორი გიორგი ხასაია
ვგრძნობდი, რომ ეს გაზაფხული ისე არ ჩაივლიდა. ლგბტ აქტივისტების მსვლელობის დარბევა ბლოგი იყო, აწი სერიალი დაიწყება. მტრების სიაც გავამდიდრეთ და სმკ-ს /საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია/ ახალი სლოგანიც გამომზეურდა. ეს სლოგანი სპეციალურად, გაზაფხული/ზაფხულის მარაზმების კოლექციისთვის შეიქმნა და ასეთია : "ურტყი პიდარასტებს, გადაარჩინე საქართველო!". ხომ ვიცით რისი ქოვერია, თავს ნუ ვიკატუნებთ. ჩვენი მტრების სიას აზერბაიჯანლები და ბარაკ ობამა შეემატნენ. აზერბაიჯანლები გასაგებია. ობამა იმიტომ, რომ, ჯერ ერთი შავია, მაგრამ ეს არ იკმარა და ამ დღეებში თქვა, რომ მხარს უჭერს ერთსქესიან ქორწინებას. ამიტომ ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მსვლელობაც ობამას დაბრალდა - ერთმა აგრესიით გამორჩეულმა მმკ-ს ჩლენმა განაცხადა, ამათი აქცია ამერიკის პრეზიდენტის განცხადების პირდაპირი გამოძახილიაო. გასაგებია, არჩევნებზე რომნის მისცემს. მომეყურა, თუ თქვენც გაიგონეთ, მმკ-ელები რა ხშირ-ხშირად ახსენებდნენ სიყვარულს? სახის შენარჩუნებაზე დაიწყეს ზრუნვა ვითომ? ასე ჩანს. და თუ ეს ასეა, გამოდის, რომ სმკ -ს დაუღალავმა კრიტიკამ რაღაც შედეგი გამოიღო. თუ მართლა გადავლენ სახის შენარჩუნების რეჟიმში, ეს ნიშნავს, რომ წვალებით, ძნელად, არც ისე მალე, მაგრამ მაინც მივიღებთ შედეგს, როცა ქუჩაში კი არ ცემენ ვინმეს, არამედ ილოცებენ მათთვის. რა შედარებაა. კეისარი + ქრისტე = კეისტე – შემდეგ: კეისტე ყველგანმყოფია, p.s. ანი იყო ექოსკოპიაზე. სურათი მოიტანა - ჩანს 8 კვირის ციცქნა არსება. ვათვალიერებთ ხოლმე. ვცდილობთ გავარჩიოთ სად აქვს თავი, ტანი... იქნებ არც აქვს ჯერ. მაინც ყოველდღე ვათვალიერებთ, სიხარულის მომგვრელია. ძალიან ბევრს ვფიქრობ ამ არსებაზე. ყველაზე მეტად პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ჯერ ხო უნდა ჩამოყალიბდეს, განვითარდეს და ა.შ. და ა.შ. მერე რო დაიბადება და გაიზრდება, როგორღაც ხომ უნდა იცხოვროს ამ გარემოში. აი, ერთ დღესაც პარკში ვარ შვილთან ერთად და შეგვხვდნენ გოგო-ბიჭები. სეირნობენ, როგორც გუშინ, დროშები უჭირავთ, სიმპათიურები არიან, მხიარულები. მათ წინ ეღობება ის მღვდელი, იაპონია რომ ძულს და ხმამაღლა ამბობს: ამას ბავშვები ხედავენ! მე ხელს ვკიდებ ჩემ შვილს და მხიარული გოგო-ბიჭების გვერდით ვდგები. ჩემს შვილს ავუხსნი, რატომ არიან აქ ეს ახალგაზრდები, მაგრამ როგორ ავუხსნა, რატომ გადაეღობა მათ ეს მღვდელი? ვიფიქრებ კიდევ...
* ბლოგში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს რედაქციის შეხედულებებს.
|
რუბრიკები| გირჩევთ | დისკუსია | ესეი | ინტერვიუ | | ისტორიები | კომენტარები | მიმოხილვა | | რეპორტაჟი | საავტორო | სვეტი | | სპეცპროექტი | წერილები | ძიება |
მუსკა ბრახიცერა (შეუმოწმებელი), მაისი 24, 2012, 20:10:06
თუ ჩემი ძმა ხარ, თუ ყველა ვცდებით – ყველა მართლები ვართ. შენს ნაწერში კი "პიდარასტები" დიდი ზიზღი იგრძნობა. ბრმები ვყოფილვართ, შენ ყოფილხარ ერთი თვალხილული, შენ ყოფილხარ უცდომელი და ქრისტე :))))))))))))))))))))))))), ვის დაგვაჯერებ?
დაიკიდე!
დაიკიდე მიწა, დაიკიდე მთვარე,
დაიკიდე მზე
დაიკიდე თავი და შემომიარე
ფეისბუკ – ზე
თუ ჩემი ძმა ხარ. (შეუმოწმებელი), მაისი 24, 2012, 14:03:24
თქვენ ყველანი ცდებით!!! თქვენ! ვინც რელიგიასა თუ ეკლესიას იცავთ! თქვენ! ვინც ლანძღავთ რელიგიასა და ეკლესიას! შენც ცდები ავტორო! თქვენ ვინც იცავთ პიდარასტების გამოსვლას! და თქვენც ვინც გმობთ პიდარასტების გამოსვლას, რამეთუ ორივე წყალს უსხამს პიდარასტობას! თქვენ ვინც გაიზირეთ, სტატუსები შექმენით წყეულ ფეისბუქზე! ნუ დეერიეთ ერთმანეთს, თვალი გაახილეთ, დაიბრუნეთ საღი აზრი - განა ყველაფერი ერთამეთს არ ჰგავს? რამეთუ ყველა მსგავსი "გამოსვლა","აქცია" ერზე მზრუნავი პოლიტიკოსთა პოზიცია თუ ოპოზიცია ერთი...ერთი ხელით იმართება, რომ ეს ყველაფერი თამაშია საზოგადოების მორიგი ლუკმა რომელიც განსახილველად თოფივით გავარდა და ჭირივით მოედო აქოურობას. ხელი რომელიც ყიდის ჩვენ ერს...თქვენც ყიდით! ვისაც აღარ შეგრჩათ თქვენივე საკუთარი საღი აზრი! ეჰჰ ვის რა გავაგებინო? თუ ჩემი ძმა ხარ. ვეფხისტყაოსანს ცეცხლზე წვამდნენ, იმ ერთმა ხელმა ტოლსტოი მოკვეთა.
დავჯექ და ცრემლი ვღვარე
ვჭამე პეშვებით მიწა,
თავს მედგა შავი მთვარე
და უცებ გამეღვიძა.
grucho marx (შეუმოწმებელი), მაისი 19, 2012, 22:27:28
მე მახსოვს,კომუნისტების დროს თუ კი ვინმეს რელიგიურობაზე ქონდა პრეტენზია,გაცილებით ლიბერალური და მეტად სიღრმისეულად აზროვნებდა ამასთან დაკავშირებით.ახლა პირიქით მენი არიან და ზედაპირულლები,თუმცა ავტორს ვურჩევდი "ფრთხილად რელიგიის"მაგივრად,"ფრთხილად ეკლესია" გამოეყენენებინბა სათაურად.
მუსკა ბრახიცერა (შეუმოწმებელი), მაისი 19, 2012, 21:18:19
შორენა, ის კომუნისტები, ანტირელიგიურ პროპაგანდას რომ ეწეოდნენ და ტაძრებს ანგრევდნენ, მსოფლიო ისტორიაში ყველაზე სუფთა გულის კაცები იყვნენ. სასულიერო პირებიდან აგრესიული მოწოდება თუ არ იყო, ქმედება იყო აგრესიული. დიდი იმედი მაქვს, ორ – სამ წელში მღვდლის დაძახილზე ყურს არავინ გააბარტყუნებს.
პატივისცემით მუსკა ბრახიცერა.
ურელიგიო საქართველოში შეხვედრამდე.
შორენა (შეუმოწმებელი), მაისი 19, 2012, 14:39:52
აი დაახლოვებით ასეთ ანტირელიგიურ პროპაგანდას ეწეოდნენ კომუნისტ–ბოლშევიკები. დრეს უმცირესობები და მათი დამცველები ეწევიან. კითხვა თქვენზე მეტად ვის უყვარს და წაიკითხეთ ინტერესისთვის რა ხდებოდა მაშინ, წაკითხულიც გექნებათ – დეტალურად გაიაზრეთ. იგივე კეთდება ოღონდ არა დიქტატურის არამედ თავისუფლების ეგიდით. სასულიერო პირების მხრიდან აგრესიისკენ მოწოდება არ ყოფილა, მითუმეტეს ასეთი ეპითეტებით, როგორც თქვენ ბრძანეთ. მეც შემაშფოთა ზოგიერთი იქ მყოფის შეძახილმა, აგრესია მიუღებელია, მაგრამ მსვლელობა რომ არ შედგა – მიხარია.
ბოლო აბზაცში კარგ ხერხს მიმართეთ, გულისამაჩუყებელია, მაგრამ მე არ ამიჩუყდა. 11 წლის ასაკში ერთერთი ჟურნალისტის საავტორო გადაცემაში ( არ დავასახელებ) ფილმი გაუშვეს, შემთხვევით, გადართვისას მხოლოდ და მხოლოდ ერთ ფრაზას მოვკარი ყური – დღემდე იმ ტრამვას ვერ მოვერიე. 24ის ვარ. ამიტომ უნდა მოვერიდოთ აღვირახსნილობის პროპაგანდას.
დატოვე კომენტარი