|
|
|
ბლოგის უახლესი ჩანაწერები |
უპატრონო ქალაქირამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთი ცხელი წერტილიდან სიუჟეტს უჩვენებდნენ. ქალი, საკუთარი სახლის ნანგრევებთან იდგა და ამბობდა -"აქამდე სულ მეგონა, რომ ომი არის ის, რაც ხდება სხვაგან, რაც მე არასდროს შემეხება. ვფიქრობდი, რომ ომი მხოლოდ ტელევიზორში არსებობს". მაშინ, როდესაც ლამის ჩაცმულს მეძინა, თვითმფრინავის ხმის გაგონებაზე ჰაერში ვიყურებოდი, ვცდილობდი ამომეცნო, სამხედროა, სამგზავრო თუ საერთოდ ჰუმანიტარული; ჩემს უცხოელ მეგობრებს ყოველდღე ვუგზავნიდი ომის ამსახველ ფოტოებს, სხვადასხვა საიტების მისამართებს და პეტიციაზე ხელმოსაწერ დოკუმენტებს; მთელ დღეებს ცხინვალზე, რეზერვისტებზე, სააკაშვილზე, დევნილებზე საუბარში ვატარებდი და ტელევიზორში, დაბომბილ ქალაქებს ვუყურებდი - მეგონა, მართლა მეგონა, რომ მე, უკვე ვიცოდი, რა არის ომი.
|
რუბრიკები| გირჩევთ | დისკუსია | ესეი | ინტერვიუ | | ისტორიები | კომენტარები | მიმოხილვა | | რეპორტაჟი | საავტორო | სვეტი | | სპეცპროექტი | წერილები | ძიება |
დატოვე კომენტარი