თბილისის ფსიქოგეოგრაფია

naked city
გიფიქრიათ როგორია თქვენი მარშრუტი დღის განმავლობაში? ხშირად უხვევთ რუტინულ გზას სახლს - სამსახურსა - თუ სასწავლებელს შორის? უმიზნო ხეტიალში აღმოგიჩენიათ თუ არა ახალი ქალაქი რომელშიც დიდი ხანია უკვე ცხოვრებთ? 
 
ბრიტანელმა მწერალმა და მთარგმნელმა ნათანიელ მაკ ბრაიდმა, ურბან რეაქტორის ბიბლიოთეკაში ქალაქის ფსიქოგეორგაფიაზე ისაუბრა. როგორ გაგრძნობინებს თავს ქალაქის სივრცეები და როგორ განგაწყობენ შენ მისი სხვადასხვა ნაწილები? ამ კითხვაზე პასუხის ძიება ნახევარი საუკუნის წინ ევროპელმა ავანგარდისტებმა “სიტუაციონისტ ინტერნაციონალისტებმა” დაიწყეს. 
 
სიტუაციონისტებს სჯეროდათ, რომ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება ქალაქში საოცრად ღარიბია და ის რუტინითა და ჩვევებით არის განპირობებული. მათ პარიზელი სტუდენტის ერთი თვის სამოძრაო მარშრუტი გამოიკვლიეს. აღმოჩნდა რომ სტუდენტი მთელი თვის განმავლობაში მხოლოდ სამ ობიექტს შორის მოძრაობდა : სახლი, კოლეჯი და მუსიკის მასწავლებლის სახლი, რომლიდანაც მას თითქმის არ გადაუხვევია. მაშინ სიტუაციონისტებმა ჯგუფურად დაიწყეს უმიზნო ხეტიალი ქალაქში და მისი “ამბიენტების” ანუ სადაც გული გამიწევს იქით წასვლის პრინციპით ქალაქის აღმოჩენა დაისახეს მიზნად.
 
 
 
ნათანიელ მაკ ბრაიდმა ფსიქოგეორგაფია გუდიაშვილის მოედნის გარშემო ბოლოს განვითარებულ მოვლენებს დაუკავშირა. მერიისა თუ არქიტექტორების მიერ შემოთავაზებულ გუდიაშვილის რეკონსტრუქციის მაკეტებზე კომპიუტერული მოდელებია წარმოდგენილი. 
 
 
პოსტ ვარდების რევოლუციის არქიტექტურის შეფასება ნათანიელმა გვიანი საბჭოთა არქიტექტურის ორი ნიმუშის - ცენტრალური კომიტეტისა და სატელევიზიო ანძის მაგალითზე განიხილა. 
 
მისი აზრით ეს ორი ნიმუში პირდაპირ გამოხატავს თავიანთ ბუნებას და ფუნქციას. ცეკას შენობა შუასაუკუნეების ციხესიმაგრეს გავს, რაც ააშკარავებს კომუნისტური პარტიის მიერ მოსახლეობისგან თავის დაცვის მცდელობას 80-იან წლებში, როცა ის ააშენა. 
“ანძის ვიზუალური მეტაფორა უფრო ნათელია და ღამე კარგად ჩანს.  ეს არ არის მხოლოდ გიგანტური ფალოსი, ის ეაკულაციის პროცესში მყოფი ფალოსია, რომელიც ავრცელებს თუ შეგვიძლია ვთქვათ რომ “ანთხევს” ინფორმაციას მთელს ქალაქში. ანძა დომინირებს გარემოზე.” - ამბობს მაკ ბრაიდი.
 
თბილისის პოსტსაბჭოური არქიტექტურის მთავარი დამახასიათებელ ელემენტად ნათანიელ მაკ ბარიდი მათ გამჭვირვალობას მიიჩნევს. 
 
 

დატოვე კომენტარი

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.