warning: DOMDocument::loadHTML(): Unexpected end tag : p in Entity, line: 16 in /home/shokoladi/sites/all/themes/shokoladi2010/templates/page.tpl.php on line 37.

სულ სხვა ირანი

ირანი

*სრული ვერსია იხილეთ ცხელი შოკოლადის 63-ე ნომერში

შეიძლება მართლა ძალიან მინდოდა რომ სულ სხვა ირანი აღმომეჩინა და ამიტომაც მომეჩვენა, რომ ეს ქვეყანა საკმაოდ განსხვავდება იმ სტერეოტიპული წარმოდგენებისაგან, რომელიც ჩვენ ირანის შესახებ გაგვაჩნია.

მცდარი შეხედულებები სპარსეთზე, საქართველოში ალბათ მანამდეც არსებობდა, მაგრამ ორასწლოვანმა რუსულმა პროპაგანდამ, განსაკუთრებულად აგრესიული ირანის იმიჯი შექმნა. ასეთი ირანის ხატს, ახლაც (უნებლიეთ), სხვებიც ქმნიან ხოლმე - მაგალითად ამერიკელები, რომლებიც (სხვათა შორის მაშინ) სადამ ჰუსეინს უჭერდნენ მხარს, როცა ერაყმა ირანს ომი გამოუცხადა.

ჩვენს არცთუ შორეულ წინაპრებს კი (სინამდვილეში), არცთუ ისეთი ცუდი წარმოდგენები ჰქონდათ სპარსეთის შესახებ, როგორც ამას საბჭოთა პერიოდის კინო გვინერგავდა. მეტიც, მეჩვიდმეტე საუკუნის ისფაჰანი, ალბათ ისეთივე საოცნებო ქალაქი იყო ქართველებისთვის, როგორც მეოცე საუკუნის მოსკოვი ან დღევანდელი პარიზი თუ ლონდონი. ისეთი ენერგიული ქართველები კი, რომლებსაც საქართველო, როგორც ასპარეზი, უბრალოდ ეპატარავებოდათ, ყოველთვის იქ  მიდიოდნენ, სადაც დიდი სასახლეები ეგულებოდათ. სპარსული სასახლეების ბრწყინვალება კი, ახლაც ისეთი მომნუსხველია, რომ მაშინდელ კომფორმისტ ქართველებს სულ არ გაუჭირდებოდათ არჩევანის გაკეთება. თუმცა სამართლიანობა იმის აღნიშვნასაც მოითხოვს, რომ სპარსელებთან, გარდა არცთუ იშვიათი დაპირისპირებისა, მშვიდობიანი თანაარსებობის პერიოდებიც გვქონდა. ასეთ დროს კი შეუძლებელი იყო ჭკვიან და გემოვნებიან ქართველებს სპარსული კულტურისა და ლიტერატურის გავლენა არ განეცადათ. განსაკუთრებით მაინც გაგვამდიდრა სპარსულმა პოეზიამ, რომლისგანაც ჩვენი ლიტერატურა იმდენად არის დავალებული, რომ ყველა პოეტსა და მწერალს (ვინც ირანში გავიცანით), ხელის ჩამორთმევისას, მადლობაც ვუთხარი.

სტუმარი, ოქტომბერი 28, 2010, 23:42:04

,,Восток дело тонькое, Петруха...,,

Anonymous (შეუმოწმებელი), აგვისტო 25, 2010, 18:05:10

rogorc chans, irani "popularuli" xdeba (presashi mainc), sul axlaxans Jurnal "pirvelshi" cavikitxe amgvarive ganckobis statia iranze da zalian shtambechdavi iyo.

დატოვე კომენტარი

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.