|
|
|
ბლოგის უახლესი ჩანაწერები |
სიამაყე, როგორც ადამიანის უფლებაავტორი: პაატა საბელაშვილი
*სრული ვერსია იხილეთ ცხელი შოკოლადის 63-ე ნომერში 1969 წელი მნიშვნელოვანი იყო მთელი რიგი მოვლენების გამო. ეს იყო სამოქალაქო უფლებებისათვის მოძრაობების გაძლიერების წელი. პირველად შედგა "ბოინგ 747"-სა და "კონკორდის" ფრენები; საბჭოელთა თანამგზავრი ვენერასკენ გაფრინდა, ამერიკელებმა კი მთვარეზე დადგეს ფეხი; რიჩარდ ნიქსონმა ლინდონ ჯონსონი შეცვალა ამერიკის პრეზიდენტის პოსტზე; სულეიმან დემირელმა მთავრობა დააკომპლექტა, მუამარ კადაფიმ მონარქია დაამხო ლიბიაში, იასირ არაფატი პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის ლიდერი გახდა, ისლამური კონფერენციის ორგანიზაცია დაფუძნდა, ისრაელში პრემიერის პოსტი პირველად ქალმა დაიკავა; დე გოლის მმართველობა დასრულდა და საფრანგეთს სათავეში პომპიდუ ჩაუდგა, გერმანიის კანცლერი ვილი ბრანტი გახდა, რომელმაც დასავლეთი გერმანიის პოლიტიკა აღმოსავლეთის მიმართ რადიკალურად შეცვალა. სტუდენტების ამბოხი მრავალ ქვეყანას მოედო. ნახევარ მილიონამდე ადამიანმა ვაშინგტონში ვიეტნამის ომი გააპროტესტა; ვუდსტოკის ლეგენდარული ფესტივალი გაიმართა; ჯგუფი "ბითლზ" ბოლოჯერ წარდგა ცოცხალი შესრულებით მსმენელის წინაშე, ელტონ ჯონმა და "ლედ ზეპელინმა" პირველი ალბომები გამოუშვეს; პელემ მე-1000 გოლი გაიტანა; გაკეთდა ხელოვნური გულის პირველი გადანერგვა და ჰაიტიდან ამერიკაში აივ ვირუსმა პირველად შეაღწია; შლეზინგერმა ოსკაროსანი ფილმი "შუაღამის ქოვბოი" გადაიღო. მსახიობი და მომღერალი ჯუდი გარლანდი გარდაიცვალა... გარლანდი ყველა დროის ყველაზე დიდი გეი იკონა იყო. მისმა გარდაცვალებამ ნიუ-იორკის გეი თემს დიდი მწუხარება მოუტანა. მისი გარდაცვალება, ფაქტობრივად, მთავარ იმპულსად იქცა მოვლენებისთვის, რომელთაც დღეს სტოუნვოლის ამბოხის სახელით ვიცნობთ.
|
რუბრიკები| გირჩევთ | დისკუსია | ესეი | ინტერვიუ | | ისტორიები | კომენტარები | მიმოხილვა | | რეპორტაჟი | საავტორო | სვეტი | | სპეცპროექტი | წერილები | ძიება |
დავით ახვლედიანი (შეუმოწმებელი), აგვისტო 6, 2010, 22:19:28
გამარჯობათ! გაცნობებთ რომ ა/წ სექტებრიდან კვირაში სამჯერ პოლონეთის ავიახაზები შეასრულებენ ფრენებეს თბილისი -ვარშავის მიმართულებით. ბილეთის ფასი ორივე მიმართულებით 300 ლარიდან დამატებითი ინფორმაცია იხილეთ
www.lot.com
დატოვე კომენტარი