|
|
|
|
|
შემთხვევა, როგორც რიტუალი და ღიმილის მტვერის გემო
აპრილი 25, 2012 ავტორი დიანა ანფიმიადიშემთხვევის ძალიან მჯერა. უფრო სწორად, შემთხვევითობის კანონზომიერებების. ერთი შეხედვით ლინგვისტურ-სემანტიკური პარადოქსია, მაგრამ მეტის თქმაც შემიძლია - შემთხვევითობა ერთგვარი რიტუალია, წლების მანძილზე შეჩვეული ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო რიტუალი. აი, წარმოიდგინეთ, ჩვეულებრივი კვირის დღე, რომელია ყველაზე ჩვეულებრივი - სამშაბათი - არაფრის დღე, ჩვეულებრივად გითენდება დილის შვიდზე ( უფრო ადრეც თენდება, მაგრამ შენ ამ დროს იღვიძებ.) დილის ჩვეული არეულობა, სახლიდან გულდაწყვეტილი გასვლა - გიო ისევ ძიძასთან დატოვე, ხოდა ა.შ. - სამსახურისკენ გზა, მანქანების ჩვეულებრივი მდინარე, რომელშიც ორჯერ კი არა, ყოველდღე შედიხარ. არაფერი იქნებოდა საინტერესო, რომ არა შემთხვევის ლოდინი, ეს ჩუმი, უცნაური განცდა, რომ რაღაც აუცილებლად შეცვლის ამ დღეს, ყველაფერი იქით მიდის, რომ შემთხევამ გამოანათოს - ამას ჰქვია შემთხვევითობის კანონზომიერება. ასე მოდიან ცხოვრებაში ადამიანები, კერძები, გემოები, წიგნები, ნივთები, გეოგრაფიული პუნქტები, ქუჩის რეკლამები, გაჩერებები, აზრები, რეცეპტები, ადამიანები და წიგნები, წიგნები. მე ძალიან მჯერა ასეთი შემთხვევითობების კანონზომიერებების. ამ დილითაც ერთი ასეთი შემთხვევითობა მსტუმრობს, მას „ ღიმილის მტვერი“ ჰქვია. ქართულად დავით აკრიანმა თარგმნა და ორი ქალის, მარი მეტრაიესა და მარი-მაგდალენ ბრუმანის ჩვეულებრივ დიალოგებს შეიცავს. უფრო სწორად, არაჩვეულებრივს, მეტისმეტად არაჩვეულებრივს. . . მარი მეტრაიე შვეიცარიის მთიან სოფელში მცხოვრები ქალია, საოცარ ისტორიებს ჰყვება ყოველდღიური სასწაულების, რიტუალების, გაჭირვებათა დაძლევის, ძალისა და ძლიერების, ფერიების, ყვავილების, თხისა და ცხვრის ფარების, ცხოვრების, კულინარიის, ყველის, ხმის მიცემის უფლებების, ლიტერატურის და ფილოსოფიის და კიდევ ათასი რამის შესახებ. ათასი რამე თუ გაინტერესებთ, აუცილებლად მოძებნეთ ეს წიგნი, ხოლო ცოტა - ცოტას მე წაგაკითხებთ, ამბებს ამ შესანიშნავი ქალის პირადი კულინარიის, მისი საკუთარი ოთახის, საკუთარი ძალისა და საკუთარი მარტოობის შესახებ, მარტოობის, როგორც რიტუალის - თავისი მკაცრად განსაზღვრული წესებით, შეუცვლელი ადგილებით მაგიდასთან, ჭურჭლის ხარისხითა და დალაგების ტრადიციით, მუსიკითა და სიჩუმით, სიჩუმითა და მუსიკით: „მურაბა? მურაბა ნამდვილად უნდა გვეკეთებინა. კენკროვან ხილს ვაგროვებდით. დღეში ათ კილომდე ველურ ჟოლოსა და წითელ მოცვს ვკრეფდით, მეორე დღეს კი ისევ თავიდან ვიწყებდით. მთელი ქვეყანა იცნობს კლასიკურ ხილის მურაბას თუმცა ის, სულაც არ არის აშკარად უკეთესი იმაზე, რასაც ჩვენ აქ ვაკეთებთ მზითა და სიმაღლით გაჯერებული კენკრისგან“. „ რაც შეეხება ფერიებს, მთელი ჩემი ბავშვობა მათთან გავატარე. ევოლენშიც, ფერიების კოშკში, კლდეების მთელი მასივი იყო სოფლის ზემოთ. აქ ცხოვრობდნენ დიდი ხევის ფერიები. ამბობენ ისინი ადამიანმა მეტისმეტმა გამატერიალისტებამ გაყარაო. არ ვიცი, როდის წავიდნენ აქედან, როდის მოისროლეს კოშკის გასაღები ბუჩქნარში, მაგრამ, როგორც ჩანს, შემთხვევის წყალობით მე ვფლობ ამ გასაღებს“. „გინახავს ზაფხულში ბევრი პეპელა ერთად? თუ წყაროს აუყვები, უამრავი წამოიშლება. უამრავი და თან განსაცვიფრებელი ფერების. ერთს - შავ-ყავისფერს წითელი ზოლით - ვულკანს უწოდებენ; მეორეს - თეთრს ან ძალზე ღია ყვითელს - აპოლონს.“ „რამდენადაც ვიცი, ყვავილები მთელ თავის სურნელს მხოლოდ იმ სიმაღლეზე აფრქვევენ, რომელიც შეესაბამება მათ სრულ გაფურჩქნას. ჩემი თეორია სრულებითაც არ ეყრდნობა მეცნიერებას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ასეა“. „საჭმელს კერიაზე ვამზადებდით. ყველა ქვაბი კაკვებზე ეკიდა. გვქონდა აგრეთვე ზედადგარები და ზედ იმ ქვაბებს ვდებდით, რომლებიც ზემოთ არ ეკიდა. საკვები უმარილო გვქონდა: კარტოფილი, ყველი და ჩვენი პატარა საძოვრების მინდვრის სალათა. მჭადის ფქვილიც თან გვქონდა და კვირაობით მივირთმევდით ხორცის კერძთან ერთად, როგორც სოფელში. რა მშვიდი, ახალი შეგრძნებითა და აღმოჩენებით რაოდენ სავსე დრო იყო! დღეს ცხოვრება მეტისმეტად აჩქარდა საიმისოდ, რომ პატარ-პატარა ყლუპებით იგემო“. “ჩემი დროის რაკლეტი განსხვავდებოდა იმისგან, რასაც დღეს აკეთებენ, როცა მდნარ ყველს ბრაწავენ ცეცხლზე ან ელექტროქურაზე. მაშინ სამწვერა ტოტზე წამოცმულ ყველის ნაჭერს ნაკვერჩხლების თავზე ვხრაკავდით და ჭვავის პურთან ერთად მივირთმევდით, რომელიც დღეს აღარ არსებობს. ეტყობა, მეფუნთუშეებს მისი რეცეპტი დაეკარგათ. ამ პურს ექვსი თვის ვადით ვამზადებდით!“. „ გაზაფხულზე მამაჩემი სარდაფში ჩადიოდა ყველის შესამოწმებლად. ჯერ კარგი თეთრი ღვინით რეცხავდა, შემდეგ კი ზეთისხილის ზეთით პოხავდა. ქერქი კაშკაშა ყვითელი ხდებოდა. ყველს გემო ჰქონდა . . . სხვას არაფერს გეტყვი!“ „თხლად დაჭრი კარტოფილს და თალგამს. ამ ნაჭრებს ფენა-ფენად დებ საჰაერო ღუმელის ლანგარზე და გახეხილ ყველს ამატებ. როცა ლანგარი მთლიანად აივსება, ზედ მოასხამ ხორცისაგან დარჩენილი ძვლების ცოტაოდენ ბულიონს. დგამ ღუმელში და ხარშავ დაბალ ტემპერატურაზე“. „ ვჭრით კარტოფილს პატარა ოთხკუთხა ნაჭრებად და დასარბილებლად ზედ მდუღარე წყალს ვავლებთ. პარალელურად ვხარშავთ ძალზე თხელ, იმავე რაოდენობის ატრიებს. შემდეგ ცალ-ცალკე ვხრაკავთ ზეთში ერთსაც და მეორესაც. ზედ ვუსვამთ კვერცხის გულს, ერთმანეთში ვურევთ და ზედ ვაყრით წვრილად დაჭრილ ყველს. მერწმუნე, ჩემი თვალით ვნახე რა რელიგიური განწყობით ჭამდნენ ჩვენს ატრია - კარტოფილს, იმწუთას მთელი ჩვენი კუთხე მათ ყბებს შორის მოექციათ“. „ არის კიდევ კრუკშანში, მზეზე გამომშრალი ხილი, რომელსაც ზამთარში მივირთმევდით: ვაშლი, მსხალი, გარგარი . . . რა არის ეს? სულის გამოხატულება? ასეთი გემო მას შემდეგ აღარსად შემხვედრია. ეს იყო მზით სავსე, დაუმუშავებელი, ბოლომდე დამწიფებული ხილი.“ „ ეს იყო ძნელი და უხეში ცხოვრება, იმავდროულად კი საკმაოდ ფანტასტიკური, თუკი მის გაშიფრვას შეძლებდი, თუ მისი მწარე ქერქის ქვემოდან მკვებავ წვენს ამოიტანდი და ამ ყველაფერში ჩვენს ცნობისწადილსა და სიცოცხლის ჩვენეულ წყურვილს დაინახავდი. ეს იყო სიღარიბისა და ამავე დროს, ნამდვილი სიმდიდრის ხანა“. კანონზომიერი შემთხვევითობაა - რამდენიმე წლის, უფრო სწორად, ბევრი წლის წინ ხევსურეთში ვიყავი, სტუდენტურ ექსპედიციაში - სოფელ არდოტის ძირში, მდინარე არღუნის ნაპირას. ხოდა, მარი მეტრაიემ სოფელ არდოტის ერთადერთი დიასახლისი გამახსენა - მარიამი, ორი ოქროსფერი შვილითა და საზღვარზე მომსახურე პოეტი მეუღლით. ერთადერთი დიასახლისი იმიტომ, რომ სოფელში მხოლოდ მათი ოჯახიღა იყო დარჩენილი, დანარჩენები ბარში ჩამოცხოვრდნენ - დარჩნენ ხევსური ტროლები და ფერიები უპატრონოდ. შემთხვევის წყალობით მე და ჩემი რამდენიმე მეგობარი მარიამმა შეგვიკედლა. ძალიან რთული და მაინც ბედნიერი ცხოვრების შუაგულში აღმოვჩნდით. ხელის აწვდენაზე უფრო ახლო ცაზე, ზამთარში სრულიად სამყაროს მოწყვეტილ უძველეს სოფელზე, ხატზე და ხევისბერზე, მთებზე, ხევსურულ მარტოობის სიმღერებზე, დილის ნისლზე და შუადღის კაშკაშა მზეზე არაფერს ვიტყვი. მე ახლა მხოლოდ ჩვენი დიასახლისი მახსენდება - ძროხების მთაში გარეკვის, მერე მათი დაბინავების, მოწველის, რძისა და ყველის დაბინავების, წყლის მოტანის, სარეცხის დარეცხ-გაშრობის, სახლის მილაგ - მოლაგების, ბავშვების დაბანა - მოვლის, სადილის გაკეთების, პურისა და ფხლოვანების გამოცხობის, სტუმრების დახვედრა - გასტუმრების და კიდევ უფრო მეტი სრულიად ჩვეულებრივი საქმის მერე, ჩვენთან ერთად თავშავას ჩაის სმისას და ხევსურული ლექსების კითხვისას, მაინც არასდროს უთავდებოდა მკრთალი ღიმილი სახეზე - ღიმილის მტვერი. . . . . „ ევოლენში ერთადერთი კაცია, და ისიც ქალია - ამას ამბობდნენ შვეიცარიის იმ მიყრუებულ სოფელში მარი მეტრაიეზე. სახელებიც როგორ შემთხვევით დაემთხვა. შემთხვევების კანონზომიერების მჯერა - ეს ჩემი ცხოვრების რიტუალია. * ბლოგში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს რედაქციის შეხედულებებს.
|
რუბრიკები| გირჩევთ | დისკუსია | ესეი | ინტერვიუ | | ისტორიები | კომენტარები | მიმოხილვა | | რეპორტაჟი | საავტორო | სვეტი | | სპეცპროექტი | წერილები | ძიება |
sunshine1980 (შეუმოწმებელი), ივნისი 13, 2013, 18:12:41
Microsoft Project Standard 2010 Download plus the ability to unify the widest range of content in a PDF Portfolio, create interactive presentations with Adobe Presenter software, easily convert and share video in PDF, create PDF maps, convert virtually any 2D and 3D designs to PDF, and enjoy expanded 3D capabilities with the new Adobe 3D Reviewer.
zeezain (შეუმოწმებელი), ივნისი 5, 2013, 10:19:15
A suitable plan from your service provider would make allowance for the necessary space to launch your website. Such premium plans are backed with appropriate anti-spam machinery, advanced email, blogging software, SEO tools and many advanced security features.
sunshine1980 (შეუმოწმებელი), მაისი 29, 2013, 10:33:05
Project 2010 Download introduces several features to dramatically enhance how you see and work with your project.
With Visio 2010 Download, sharing your dynamic, data-linked diagrams with others is easier than ever. Keep everyone on the same page by ensuring that people can always view the most current version of a diagram and its linked data.
sunshine1980 (შეუმოწმებელი), მაისი 29, 2013, 10:32:32
Microsoft Visio 2010 Download helps you make diagrams look attractive with a wide range of formatting tools and design options, including modern shapes and visuals, a rich gallery of themes, and Live Preview.
sunshine1980 (შეუმოწმებელი), მაისი 29, 2013, 10:31:13
Acrobat 9 Pro helps business and creative professionals communicate and collaborate more effectively and securely with virtually anyone, anywhere. Unify a wide range of content in a single organized PDF Portfolio. Collaborate through electronic document reviews. Create and manage dynamic forms. And help protect sensitive information.
Microsoft Project 2010 Download introduces several features to dramatically enhance how you see and work with your project.
Shrink Film (შეუმოწმებელი), მაისი 24, 2013, 11:13:20
მე უნდა მივცეთ ჩემი მეგობარი რეკომენდირებული თქვენს საიტზე, თქვენი საიტი ძალიან კარგი, თქვენ ელით ჩემს საიტზე. Shrink Film
Printable Shrink Film
Shrink Film (შეუმოწმებელი), მაისი 24, 2013, 11:12:39
მე უნდა მივცეთ ჩემი მეგობარი რეკომენდირებული თქვენს საიტზე, თქვენი საიტი ძალიან კარგი, თქვენ ელით ჩემს საიტზე. Shrink Film
Printable Shrink Film
sunshine1980 (შეუმოწმებელი), მაისი 22, 2013, 16:56:37
Microsoft Project 2010 Download introduces several features to dramatically enhance how you see and work with your project.
sunshine1980 (შეუმოწმებელი), მაისი 20, 2013, 16:17:04
Microsoft Visio Professional 2010 Download provides real-time data connections that allow you to create dynamic, data-driven diagrams easily shared through a browser. It also provides more templates and shapes for engineering, finance, operations, sales, and human resources professionals.
Microsoft Project Professional 2010 Download gives you a powerful, visually enhanced way to manage a wide range of projects and programs.
sunshine1980 (შეუმოწმებელი), მაისი 16, 2013, 16:52:44
Together, simplicity, data-driven shapes, and Web sharing make Microsoft Visio 2010 Product Key one of the most powerful ways to see and understand important information.
www.besttraveladvisories.com (შეუმოწმებელი), მაისი 14, 2013, 11:20:01
www.besttraveladvisories.com Fantastic blog post and very useful information will keep it in mind, I really appreciate you for sharing the information keep updating,
Bob (შეუმოწმებელი), მაისი 13, 2013, 10:14:43
Adobe Acrobat 9 Pro Extended Download includes all the features and functionality of Acrobat 9 Pro, plus the ability to unify the widest range of content in a PDF Portfolio, create interactive presentations with Adobe Presenter software, easily convert and share video in PDF, create PDF maps, convert virtually any 2D and 3D designs to PDF, and enjoy expanded 3D capabilities with the new Adobe 3D Reviewer.
Bob (შეუმოწმებელი), მაისი 8, 2013, 13:22:23
With intelligent, rule-based templates such as SharePoint Workflow, BPMN, and Six Sigma, driving consistency and accuracy across your organization is easier than ever.
Adobe Acrobat 9 Download is a platform for viewing, creating, manipulating and managing files in Adobe's PDF format.
Julie (შეუმოწმებელი), მაისი 6, 2013, 17:31:59
The Timeline view in Microsoft Project 2010 Download can be copied and pasted in an e-mail message or in any Office application for a quick view of Project progress along a graphic timeline.
tn requin pas cher (შეუმოწმებელი), აპრილი 28, 2013, 11:41:06
si vous pensez cela, il n'a vraiment de sens. a cause de cela, sa creativite et ses competences se refletent souvent que les clients impressed.making vos propres decorations de douche de bebe n'a pas besoin d'etre complexe. si elle est appliquee regulierement a l'exterieur du corps pour nettoyer la peau, le the vert peut donner a la peau une apparence de jeunesse cela est le resultat de deux choses la premiere est que le the vert est un antioxydant puissant,..tn requin pas cher
tn pas cher (შეუმოწმებელი), აპრილი 28, 2013, 11:39:17
vous decouvrirez que cet exercice de poids corporel particulier de remise en pourme bien necessite beaucoup d'equilibre. oublies et se fondre dans la foule de tous les autres. et des lunettes ne sont pas necessaires! wow!tn pas cher
tn requin pas cher (შეუმოწმებელი), აპრილი 28, 2013, 10:58:33
personnes qui est un fou kittyer peut elle-meme pack avec tous les articles de kitty. nous l'ensemble souvent regarder par la fenetre pour quelqu'un d'autre de faire quelque chose, mais nous devons commencer a regarder dans le miroir pour decouvrir une reponse non seulement a nos problemes, mais pour aider les autres. faites vos propres recherches et decouvrir la grande valeur de l'achat de votre golf a besoin en ligne.. tn requin pas cher
tn pas cher (შეუმოწმებელი), აპრილი 28, 2013, 10:56:23
ils doivent etre suffisamment solides pour resister a la mal dans la vie encore etre tendre ceaur quand il s'agit de la mort et la devastation dans la vie de garcon americains. certains sont la si vous voulez qu'ils aiment anneau telechargeable tons.tn pas cher
Julie (შეუმოწმებელი), აპრილი 24, 2013, 10:57:10
Microsoft Visio Premium 2010 Download offers the most advanced and efficient diagramming tools for managing IT, process, quality, and compliance scenarios.
http://www.beautystoreshere.com (შეუმოწმებელი), აპრილი 19, 2013, 15:05:32
This is very good blog which has explained about Fibromyalgia Network. I am really very happy after getting this blog. http://www.beautystoreshere.com
Lehomn (შეუმოწმებელი), აპრილი 17, 2013, 12:32:46
You are an expert on this thesis. And your stories are interesting. Stick to it and you'll be successful. Adobe Acrobat 9 Pro Download
wholesale snapbacks (შეუმოწმებელი), აპრილი 13, 2013, 12:42:15
thanks for taking the time to discuss this, I feel strongly about it and love learning more
on this topic. If possible, as you gain expertise, would you mind updating your blog with
more information? It is extremely helpful for me.
cheap snapbacks
mosolacewigs (შეუმოწმებელი), აპრილი 11, 2013, 12:26:50
თქვენ მიმართოს თანამედროვე მკითხველს უნიკალური იდეებისა და content.Really დღიურის დიდია და შთამბეჭდავი. Lace Front Wigs
basket jordan pas cher (შეუმოწმებელი), აპრილი 2, 2013, 10:49:45
Wow, great article referring to this good topic. Can wish to inform me how long time this could take? Just because I am willing to complete the mini dissertation or may be it would be better to order the thesis. Thank you a lot basket jordan pas cher
აგათა (შეუმოწმებელი), ივლისი 5, 2012, 21:49:18
საოცარია ეს ისტორიაც და ყველა ისტორია, რომელსაც დიანა წერს <3
მარიამ ხუცურაული (შეუმოწმებელი), აპრილი 26, 2012, 11:52:57
მე თანახმა ვარ, დიანა! სიამოვნებით წავიკითხავ შენგან დაწერილ კულინარიულ–ლიტერატურულსაც და ზოგადად ფშაურ ამბავსაც. იქ იმდენი ლიტერატურული თემა და სიუჟეტიაააა
დიანა (შეუმოწმებელი), აპრილი 26, 2012, 10:59:08
მარიამ, ფშავში ამ ზაფხულს მყავდა ბავშვი აყვანილი და ძალიან შემიყვარდა იქაურობა, მაგ ყველაფერზე კი, რასაც შენ ამბობ, სიამოვნებით დავწერდი კულინარიულ - ლიტერატურულ ამბავს :)
მადლობა :)
მარიამ ხუცურაული (შეუმოწმებელი), აპრილი 26, 2012, 10:55:21
შენ იხარე პატარა ბარელო ქალო! მე პირველად დიდი ხნის წინ წავიკითხე დ. აკრიანის თარგმნილი ეგ წიგნი, მას მერე ძალიან ხშირად ვუბრუბნდები და ძალიან ვუმადლი მას მერე მარიამ წიკლაურს, რადგან მან აღმომაჩენინა მარი მეტრაიე. მე მას საუკუნის წინანდელ ფშავლის ქალას ვეძახი... ეს ეხლა აჩქარდა დრო ძალიან და ტექნიკური პროგრესი ძალიან დიდ ნაბიჯებს დგამს...
არადა, მაღალმთიან ფშავში, რომელიც ნამდვილი ფშავია, დღესაც ზუსტად მასე ვცხოვრობთ – ფერადოვანი წამალ–ყვავილებით, ბუნებრივად ნართავ–ნაღები ძაფებით, ჩირებით, მურაბებით, ფლას–ფარდაგების ქსოვით, დამბალი ხაჭოს და ხაჭო–ერბოს კეთებით და ლექსით...
მარიამ ხუცურაული (შეუმოწმებელი), აპრილი 26, 2012, 10:51:51
შენ იხარე პატარა ბარელო ქალო! მე პირველად დიდი ხნის წინ წავიკითხე დ. აკრიანის თარგმნილი ეგ წიგნი, მას მერე ძალიან ხშირად ვუბრუბნდები და ძალიან ვუმადლი მას მერე მარიამ წიკლაურს, რადგან მან აღმომაჩენინა მარი მეტრაიე. მე მას საუკუნის წინანდელ ფშავლის ქალას ვეძახი... ეს ეხლა აჩქარდა დრო ძალიან და ტექნიკური პროგრესი ძალიან დიდ ნაბიჯებს დგამს...
არადა, მაღალმთიან ფშავში, რომელიც ნამდვილი ფშავია, დღესაც ზუსტად მასე ვცხოვრობთ – ფერადოვანი წამალ–ყვავილებით, ბუნებრივად ნართავ–ნაღები ძაფებით, ჩირებით, მურაბებით, ფლას–ფარდაგების ქსოვით, დამბალი ხაჭოს და ხაჭო–ერბოს კეთებით და ლექსით...
დატოვე კომენტარი