საფეხური - ალექსანდრე რეხვიაშვილი

ანდრეი ტარკოვსკის და სერგო ფარაჯანოვის სახელების შემდეგ უნდა მივეჩვიოთ კიდევ ერთი სახელს - ალექსანდრე რეხვიაშვილი.

პეტრ კრალი

L’Express, Paris, 1987 

რეხვიაშვილი მიუკუთნება რჩეულთა შორის რჩეულთ,ვისაც მომადლებული აქვთ ილაპარაკონ იმაზე, რაც ერთი შეხედვით არ ამოიწურება. 

ლევ კარახანი 

Журнал “Советский филъм” 1987

თუკი თანამედროვე კინოს “დიდ უცნობებს” გავიხსენებთ, პირველი ადგილი ამ ბრწყინვალე სახელთა რიგში სამართლიანად უჭირავს კინორეჟისორ ალექსანდრე რეხვიაშვილს.

ოლეგ კოვალოვი 

Журнал “Сеанс”, 2011

კადრი ფილმიდან

ქართველი კინორეჟისორის ალექსანდრე რეხვიაშვილის შემოქმედებას ყოველთვის მსგავსი შინაარსის გამოხმაურება მოჰყვება, ხოლმე, უცხოურ პრესაში.

ორი მოკლე (“ნუცა”, “მწვანე მდელო”), ოთხი სრულმეტრაჟიანი (“XIX საუკუნის ქართული ქრონიკა”, “გზა შინისაკენ”, “საფეხური”, “მიახლოება”) მხატვრული ფილმი, ხუთი დოკუმეტური სურათი და სამი საოპერატორო ნამუშევარი (“ალავერდობა”,”მიქელა”, ძაღლი”)- ეს მისი კინემატორგრაფიული ნამუშევრების სრული ჩამონათვალია. 

“საფეხური - ალექსანდრე რეხვიაშვილი” თამედროვე ხელოვნების ცენტრის საგამოფენო სივრცეშია წარმოდგენილი. გამოფენაზე, რომელიც ექსპერიმენტული სახისაა, სრულადაა ნაჩვენები ქართველი კინორეჟისორის შემოქმედება. ორგანიზატორების აზრით, მნახველებს ავტორის ნამუშევრების მთლიანობაში აღქმის საშუალება მიეცემათ.

გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია მისი ფერწერული ტილოები და ესკიზები, რომელიც რეჟისორმა საკუთარი ფილმებისთვის შექმნა.

ავტორი: თეო ქავთარაძე

დატოვე კომენტარი

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.