რელიგია სტომატოლოგიაა

აგვისტო 16, 2012 ავტორი გიორგი ხასაია

arsenyev

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ცოტა ხნის წინ გიო წურწუმია პეტერბურგელ პოეტს, პაველ არსენევს მასპინძლობდა. ის ერევანში იყო, შეგვეხმიანა და ჩამოვიდა. იქამდე ჩვენი რამდენიმე ლექსი დაიბეჭდა ლიტერატურულ ალმანახში Транслит. პაველი და მისი მეგობრები წარმოადგენენ მემარცხენე ორიენტაციის ლიტერატორების,   ფილოსოფოსებისა და ვიზუალური არტისტების გაერთიანებას, რომელიც თავს უყრის ზემოთხსენებულ ალმანახს, დაჯგუფებას Что делать?, მუსიკალურ ჯგუფს Аркадий Коц და სხვ.

 

თანამედროვე  (თანაც ჩვენი თაობის)  რუს პოეტთან ურთიერთობა საინტერესო გამოცდილება იყო. ეს ურთიერთობა ბუნებრივია, დაცლილია  პასტერნაკ-ევტუშენკო-ახმადულინა დამოკიდებულებებისგან, რომელიც  მიუხედავად პოეტებს შორის თბილი ურთიერთობების, მაინც იმპერიის „მიწიერი სამოთხის“ - საქართველოს- „რუსული მუზის მეორე აკვნის“ ეგზოტიზაციით იყო აღბეჭდილი, მის მთავარ სლოგანსაც გაგახსენებთ : „О Грузии забыв неосторожно,/в России быть поэтом невозможно“ (ევტუშენკო).

 

ხოდა ვისხედით, ზედმეტი მტლაშა-მტლუშის გარეშე ვსაუბრობდით ლიტერატურაზე, რუსულ ოკუპაციაზე, Pussy Riot-ზე და სხვ. აღმოჩნდა, რომ  მთავარი საერთო კულტურული კოდი, რომელიც თან ცოცხალია და შთამაგონებელი, მაიაკოვსკია, ვლადიმირ მაიაკოვსკი. მეორე დღეს წავედით ბაღდათში, მაიაკოვსკის მუზეუმში და იქ ჩავწერეთ ეს ვიდეო. პაველის ერთი ლექსი, რომელიც ადრე ვთარგმნეთ,  მიყოლებით წავიკითხეთ ჩვენს მშობლიურ ენებზე.  

 

მაშ, ასე: რელიგია სტომატოლოგიაა, ასრულებენ ერთმორწმუნე ძმები.

 

 

[ video: http://www.youtube.com/watch?v=os4SW-0ugEo ]

* ბლოგში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს რედაქციის შეხედულებებს.
@