warning: DOMDocument::loadHTML(): Unexpected end tag : p in Entity, line: 11 in /home/shokoladi/sites/all/themes/shokoladi2010/templates/page.tpl.php on line 37.

პოლიტიკური არქიტექტურა თუ არქიტექტურული კიჩი

Architecture is not political; it can only be used politically - Leon Krier.

 

კიჩი

XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე დაწყებულმა დიდმა  ცვლილებებმა, სოციალური იერარქიის

გაქრობამ, მასობრივმა ურბანიზაციამ, მოზღვავებულმა და მარტივად გავრცელებადმა ინფორმაციამ სრულიად ახალი პირობები შექმნა, რომელშიც ახალი ტიპის ადამიანი ყალიბდება. ხოსე ორტეგა ი გასეტი მას "მასის ადამიანად" მოიხსენიებს. ირღვევა კულტურული იერარქია, "დაბალ" და "მაღალ" კულტურას შორის ჩნდება კიდევ ერთი, საშუალო  და  "დემოკრატიული"  - მასკულტურა, რომელიც ადამიანს განიხილავს არა როგორც "ჰომოსაპიენსს", არამედ როგორც კლიენტს, გადამხდელს, საკუთარი კეთილდღეობის წყაროს.

ეს ყველასათვის ხელმისაწვდომი კულტურაა, რომელსაც არ ახასიათებს არც „ელიტური" კულტურის დახვეწილობა და კონცეპტუალიზმი, არც ხალხური ხელოვნების სულიერება. მასკულტურა ინდუსტრიაა, ბიზნესი, რომლისთვისაც ხელოვნება კომერციული პროდუქტია.

კიჩი მათი კულტურაა, ვინც ხელოვნებისაგან უაზრობამდე დაყვანილ სიმარტივეს, ფერად ვიზუალსა და იაფ ფასს მოითხოვს. კიჩი ხელოვნების სიმულაციაა.

„ნუვორიშები" მას საზოგადოებაში თავის დასამკვიდრებლად, სახელმწიფოები კი მასის სატყუარად იყენებენ. კიჩი ილუზორული კეთილდღეობაა, "მოზრდილებისთვის შექმნილი და ტირაჟირებული საბავშვო ზღაპარი. სამოთხე ჯოჯოხეთის გარეშე" (მ.კუნდერა). კიჩი ყველგანაა:  კიჩური გრძნობები, კიჩური  მოლხენა,   კიჩური  რელიგია, კიჩური პოლიტიკა... თუმცა ამ სტატიაში მის ერთ მხარეს მინდა, შევეხო - კიჩურ არქიტექტურას, მოვლენას როდესაც დიდი პოლიტიკური PR-ი არქიტექტურას კიჩად აქცევს და საკუთარი, ხშირად ეფემერული კეთილდღეობის ილუსტრაციად იყენებს.

კიჩი - ეს არის ავარიული სახლები ვარდისფრად შეღებილი  ფასადებით,  ბლოკით ნაგები და ძველი აგურით მოპირკეთებული ძველი თბილისი.  კიჩი - საროსკიპოს ფერებში განათებული აივნებია,  ქუთაისის თეატრზე წამოჭიმული ოქროს ლომები,  ბორჯომის პარკში "ჩარგული" პლასტმასის ხეები.

კიჩი - ომში დაღუპულ გმირთა მემორიალის გვერდზე უფრო დიდი მემორიალის წამოჭიმვაა.

კიჩის ამოცნობა მარტივია:  ფსევდო-მდიდრული  ელემენტები,  იმიტირებული  ძვირფასი მასალებით ნაგები და ფსევდო-ისტორიული ფასადებით. გრანდიოზული ზომები, „პორტიკები," სვეტები, კოლონები, რელიეფები, კოშკები და გუმბათები. თუმცა ცალკეულ ობიექტებზე მნიშვნელოვანი და პრობლემატური თავად არქიტექტურისადმი მიდგომაა. არქიტექტურა მხოლოდ ვიზუალური ხელოვნების დარგი არაა. ეს უნიკალური სინთეზია,  სივრცითი მოცემულობის, სოციალური მოთხოვნის, ფუნქციური დატვირთვისა, კონსტრუქციული  მხარისა და  ვიზუალური ეფექტის. თუმცა ჩვენში დღეს მთავარი არა არსი, არამედ, ობიექტის ზომა და მისი კიჩური იერია. ჩვენში ხომ  ნაგებობები "კეთილდღეობის ილუსტრაციებად" გვევლინებიან.

„რედისონები", „მერიოტები", „რიც-კარლტონები" და „შერატონები" - ყველაზე მაღალი, ყველაზე  შეშუშული, ყველაზე ლამაზი და, რა თქმა უნდა,  ყველაზე  ბრჭყვიალა.

ასეთია ბარათაშვილის ქუჩაზე  50-იან წლებში აგებული "ვიღაცისთვის უსახო", კომუნისტური წარსულის მქონე შენობა, რომლის გათანამედროვეობა გუმბათითა და "ღირსეული" კიჩური დეკორით  შემოსვას გულისხმობს. გუმბათის ფუნქცია და საჭიროება  ისეთივე გაურკვეველია, როგორც ჩვენი "ბროლის ხიდისა". აშკარაა, რომ  ორივე შემთხვევაში პროექტების განხორციელების მამოძრავებელი არა  ფუნქციური, არამედ  დეკორატიული დატვირთვა იყო.  თბილისში ნამდვილად  მოიძებნებოდა  ტერიტორია, სადაც ხიდი არა მარტო ბუტაფორიული, არამედ  ფუნქციურადაც დატვირთული იქნებოდა. ვითარებას  ართულებს ისიც, რომ ორივე ობიექტი  მკაცრი დაცვის  ზონაშია მოქცეული, ეს მოცემულობა სრულიად სხვა მოთხოვნებს აყენებს არქიტექტორის წინაშე.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კიჩი „ნუვორიშების" ხელოვნებაა. მართალია, ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა ნამდვილად არ გვიქმნის „ნუორიშების"  სტატუსს, თუმცა მიდგომა საკუთარი ქვეყნისადმი და განსაკუთრებით, ურბანული მემკვიდრეობისადმი  ძლიერ ჰგავს  ზემოთ ხსენებულს. კიჩი ის მიდგომაა, რომლითაც ჩვენ აღმაშენებლის გამზირის პარიზად  და  მესტიის შვეიცარიად ქცევას ვაპირებთ. რამდენი მანსარდაც არ უნდა დაადგან აღმაშენებლის გამზირს, არ გამოვა მისგან პარიზი.  სულ, რომ ათასობით „პიაცა" ჩადგან ჩვენს ძველ, ნესტიან, „კოფეთი" გაჟღენთილ ბათუმში, არ გამოვა მისგან არც ნიცა და არც რომი. ან კი, რატომ უნდა გამოვიდეს? ან ვის რად უნდა შენი კიჩი და არქიტექტურული ბიჟუტერია? ჩემი კიჩის სანახავად მე თავად არ დავდივარ სიღნაღში.

სტუმარი, აგვისტო 17, 2011, 22:28:51

სამების ტაძარი თავისი შემოგარენით, კიბეებით, გუმბათით, ყველაფრით: ეს კიჩის აბსოლუტური განხორციელებაა. თბილისის ღამით გადაღებული ხედები (ღამის განათება ბევრ უსახობას ფარავს და ხედს ერთგვარ "ეფექტს" მატებს), სადაც ეს განათებული ტაძარია ჩაკვეხებული საშინელ სანახაობას ქმნის (ჩემი აზრით). განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამ პანორამების დემონსტრაცია ხდება, იმ მიზნით რომ " აი რა კარგია თბილისი".

სტუმარი, აგვისტო 5, 2011, 01:34:53

"tipiur turistebs" (zudi gagebit) sheizleba moezonot kitsch-i. gaachnia wisi chamochwana undat sakartweloshi. mcdonalds-is tu slow-food-is momchmareblebi

სტუმარი, ივლისი 28, 2011, 22:41:21

ავტორს მინდა მადლობა გადავუხადო სტატიისთვის.მიხარია რომ თქვენ მაინც მიაწვდინეთ ხმა პრეზიდენტს.
ახლა კი იმათ გასაგონად ვინც სტატია გააკრიტიკა.პრობლემა დეკორში გუმბათში ან ხიდში კი არაა,არამედ იმაში რომ კულტურული მემკვიდრეობა გვენგრევა ხანაც გამიზნულად (მაგ. პრეზიდენტის რეზიდენცია ) ხანაც მოუვლელობით და სანაცლოდ უფასურ, მდარე არქიტექტურას ვიღებთ. რაც შეეხება მცხეთაში ორმოებს და დანგრეულ ქუჩებს,ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთი საქმეა და არქიტექტურის უხეში შეცვლა მეორე. თუ მაინც ვერ გაიგეთ უკეთესად აგიხსნით : ეს დაახლოებით იგივეა მუზეუმში მიხვიდე ჩვენი კოლხური ოქრო მოაშორო და იმის მაგივრად თუნდაც კარტიე დადო აჰა ამას უყურეთო.

სტუმარი, ივლისი 26, 2011, 03:08:36

არავითარ შემთხვევაში არ ვეთანხმები იმ კომენტარებს,სადაც თამარ ამაშუკელს ''ხრუშჩოვიზმის'' აპოლოგეტად ასახელებენ. გვეყოს ვაჟკაცობა და ვაღიაროთ სტატია სამართლიანი კრიტიკითაა გაჟღენთილი,თანამედროვე ქართული არქიტექტურა თანდათან კარგავს ეროვნულ სულს და ეროვნულობის დაკარგვიდან კიჩამდე ერთი ნაბიჯია.....ღრმად ვარ დარწმუნებული თამარ ამაშუკელის როგორც ხელოვნებათმცოდნის პროფესიონალიზმში, მაგრამ ბევრი პროფესიონალი განსხვავებით მისგან,დუმილის პოზიციას ამჯობინებს და სხვის განაცხადს ელოდება......ყველას ეძნელება გარკვეული მიზეზთა და საბაბთა გამო პირველად ხმის ამოღება.......ამიტომაც უნდა დაფასდეს ეს სტატია, რომლის ქვაკუთხედს ''მოყვარეს პირში უძრახე და მტერს პირს უკან''–წარმოადგენს. პირადად მე, ამ სტატიამ კიდევ ერთჯერ დამარწმუნა ქართველი ქალის გამორჩეულობაში,სიბრძნეში,მამულისადმი უსაზღვრო სიყვარულში და ამიტომ მადლიერების გრძნობით თაყვანი ვცეთ თამარ ამაშუკელს

სტუმარი, ივლისი 25, 2011, 12:56:02

ver vijereb ,rom saakashvili ckhel shokolads kitkhulobs.gadasuli iyo chkuidan,ooooo rogor etkina simartle

სტუმარი, ივლისი 25, 2011, 05:03:40

ჩემს სტატიას გამოეხმაურა ერთი "მეგობარი", რომელმაც ჩემს სტატიას ასეგამოეხმაურა: "ეტყობა სტატიის ავტორს ძალიან ხიბლავს 5 სართულიანი "ხრუშოკების" ბრწყინვალება და საბჭოთა ბეტონის სახე .... მგონი ასეთ სტატიას არქიტექტურაში ოდნავ მაინც ჩახედული ადამიანი ნამდვილად არ დაწერდა ...." უცნაურია, მაგრამ ფაქტია - ის რის წინააღმდეგაც გამოვდიოდი და რასაც ვაკრიტიკებდი, ანუ არქიტექტურის "ხრუშჩოვიზაციას", ჩემმა კრიტიკოსმა ხოტბა-დიდებად მიიჩნია. დეტალურ განხილვაში ნამდვილად არ შევალ და, მგონი, აზრიც არა აქვს. უბრალოდ, გაკვირვებული ვარ როგორ მოახერხა მან ეს? ამ ინტერნეტში რას არ ნახავ კაცი.

სტუმარი, ივლისი 25, 2011, 03:34:25

ეტყობა სტატიის ავტორს ძალიან ხიბლავს 5 სართულიანი "ხრუშოკების" ბრწყინვალება და საბჭოთა ბეტონის სახე .... მგონი ასეთ სტატიას არქიტექტურაში ოდნავ მაინც ჩახედული ადამიანი ნამდვილად არ დაწერდა ....

სტუმარი, ივლისი 24, 2011, 22:25:08

გამოხმაურებებს შორის არის ერთი ასეთი წერილი:"ამ ზამთამრს უცხოელი სტუმარი იყო ჩამოსული და მცხეთაში წავიყვანეთ. რესტავრირებულ უბანში, რომ მივედით ძალიან შეწუხებულმა მკითხა,– "ეს, რა არის დისნეილენდს გიშენებენო?". სიყალბე არავის მოწონს." მეგობარო, იქნებ მცხეთაში ცოტა ადრე წაგეყვანათ, როცა სვეტიცხოვლის გარშემო ბარაკები იდგა და ადამიანები ეზოში ამოთხრილ ორმოებში იკმაყოფილებდნენ ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებას? და თუ თქვენც ის უფრო მოგწონთ, რაც ადრე იყო მცხეთა, მაშინ უნებურად მებადება კითხვა - თავად თუ ისურვებდით იმ ბარაკებში ცხოვრებას? სხვათაშორის, ჯერ-კიდევ არაა გვიან. მცხეთაში ნახევრად დანგრეული ბარაკები კიდევ ბლომადაა.

სტუმარი, ივლისი 24, 2011, 22:11:22

ყურადღებით წავიკითხე ეს სტატია და უნებურად გამახსენდა ერთი ადგილი კ/ფ -დან "აბეზარა". მთავარ არქიტექტორს სახლის პროექტს რომ მიუტანენ და ვერ გაიგებს თავი სადა აქვს და ბოლო.
ეს სტატია მკვეთრად გამოხატული ჭეშმარიტების უკანასკნელი ინსტანციის პრეტენზიითაა დაწერილი. ავტორს აშკარად არ გაუმართლა, რომ ხრუშჩოვის მმართველობის დროს არ მოღვაწეობდა. რატომ? რატომ და ავტორი გამოდის არქიტექტურაში დეკორატიული ელემენტების წინააღმდეგ და ამას ამართლებს იმით, რომ არქიტექტურაში მთავარია "ფუნქციური დატვირთვაო" . სწორედ ასეთი „ხედვა“ იყო გაბატონებული გასული საუკუნის 50-იანი და 60-იანი წლების საბჭოთა არქიტექტურაში და ამ ხედვამ დაგვიტოვა ისეთი არქიტექტურული „შედევრები“ როგორიცაა ე.წ. "ხრუშოვკები" და ის ერთფეროვნება და ურთიერთმსგავსება, რომლითაც გამოირჩევა იმ დროს აშენებული საცხოვრებელი კვარტლები. ვერ გაიგებდი სად ცხოვრობდი- თბილისში, მოსკოვში თუ კიევში. ამის გამო ერთი კინოგმირი ისე მოხვდა სხვა ქალაქში და სხვის ბინაში, რომ თავი საკუთარ სახლში ეგონა. ავტორი თავის პოზიციას იმით ხსნის, რომ ეს ყველაფერი კიჩიაო. შეიძლება მართალიცაა, მაგრამ კიჩსაც აქვს თავის დანიშნულება და ადგილი. კიჩია, მაგალითად, მინისგან დამზადებული ბიჟუტერია; კიჩია პეტერბურკის წმ. ისაკის ტაძარი, რომელიც არის რომის წმ. პეტრეს ტაძრის ასლი; ღმერთო მაპატიე და აშკარა არქიტექტურული კიჩია (ამ სიტყვის კლასიკური გაგებით) თუნდაც ჩვენი წმ. სამების ტაძარი;
ავტორი კითხულობს თუ რა დანიშნულება აქვს პრეზიდენტის სასახლის გუმბათსო. უცნაურია, რომ ავტორს ასეთი კითხვა არ უჩნდება, როცა ხედავს ვაშინგტონში კონგრესის შენობას ან ბერლინის ბუნდესტაგის გუმბათს, ან კიდევ ტაჯმაჰალს. ავტორს მინდა ავუხსნა, რომ გუმბათი არის უძველესი არქიტექტურული დეკორატიული ელემენტი, რომლის დანიშნულებაც გახლავთ ნაგებობის გარეგნული იერის შეკვრა და მისთვის განსაკუთრებული საზეიმო იერის მინიჭება, ხოლო შენობის ინტერიერში დიდი სივრცითი აღქმის გაჩენა. სწორედ ამ მიზნით იყენებენ მას საკულტო და განსაკუთრებული დანიშნულების ნაგებობებში. თუმცა გასაგებია, რომ ამ არქიტექტურული ელემენტით „გატაცება“ და მისი მასობრივი გამოყენება სრულიად დაუშვებელია. რაც შეეხება პრეზიდენტის სასახლის გუმბათს, ის არა მარტო „კრავს“ შენობას, არამედ მისი გამჭვირვალე ცის ფერიდან გამომდინარე, ანიჭებს მას განსაკუთრებულ სიმსუბუქეს და ჰაეროვნებას. ამით ის მკვეთრად განასხვავდება სხვა გუმბათებისგან, რომლებიც ხშირად გამოირჩევიან თავისი მასიურობით და ხან მოკრძალებას იწვევენ მნახველში, ხან მისი პატრონისცძლიერებისა და სიდიადის და ხან კი დართრგუნულობის შეგრძნებას. ერთადერთი ნაგებობა, რომელიც ამ მხრივ არ ჯდება არცერთ ზემოთ მოყვანილ დახასიათებაში არის ტაჯმაჰალის მავზოლეუმის შენობა თავისი თეთრი გუმბათით, რომელიც არის განსახიერება და ალეგორია ერთის მხრივ ამა ქვეყნის ამაოებისა და მეორე მხრივ წმინდა სიყვარულის უსასრულობისა.

სტუმარი, ივლისი 24, 2011, 07:51:20

სულ არ მიკვირს,რომ ხალხს, თაობას, რომელიც ანთებულ ნატურას ზეიმობდა ბრჭყვიალა კიჩი მოსწონდეს...ტუმცა ეს ანთებული პალმები ნამდვილი ტუტუცობაა! არა მარტო ბორჯომში...

სტუმარი, ივლისი 23, 2011, 20:47:38

მეც არ დავდივარ....

სტუმარი, ივლისი 23, 2011, 17:44:33

კიდევ ერთს დავამატებდი: ყველა ქალაქს ერთმანეთს ამსგავსებენ, ქუთაისის ქუჩები და ანაკლიის ზღვისპირა ზოლი ბათუმი მეგონა. ეს რაღას ნისნავს?

სტუმარი, ივლისი 23, 2011, 01:25:22

Samwuxarod Mware Simartlea .. Magram Ras Vizamt , Kichisgan Arcerti Ganvitarebadi Qveyana Dazgveuli Ar Aris ..Gavixsenot Afrikis Mzardi Tanamedrove Qveynebi ..

სტუმარი, ივლისი 23, 2011, 01:02:50

eh RAC MOGIVA DAVITAOOOOOOOOOOOOOOOO:((((((((((((((((((((((((((((

სტუმარი, ივლისი 22, 2011, 12:24:46

კარგი სტატიაა...ძალიან მტკივნეულ თემას ეხება ავტორი. აბსოლუტურად ვეთანხმები მის მოსაზრებებს. სამწუხაროა, რომ ჩვენში ყველაფერი პოტიომკინის სოფელს ემსგავსება-გარეგან ეფექტზე რომაა ორიენტირებული და არა რეალურ საჭიროებასა და ხარისხზე...არადა, უამრავი ფული იხარჯება :((
რაც შეეხება პრეზიდენტის დღევანდელ რეაქციას, ავტორს მინდა ვუთხრა, რომ არ იღელვოს-ვირისაგან წიხლი საწყენი არაა.

სტუმარი, ივლისი 22, 2011, 12:09:53

სტატია მართლაც რომ აქტუალურია. მარტო არქიტექტურულ „შედევრებზე“ არ გავამახვილებ ყურადღებას. თუ დაუკვირდით თბილისში რა უაზროდაა დაპროგრამირებული შექნიშნები. ერთ და იგიგვე რეჟიმში ავტომობილმაც უნდა იმოძრაოს და ფეხით მოსიარულემაც... არ ვიცი ასეთი გენიალური გადაწყვეტილება რომელი ქვეყნიდან ავიღეთ. ტროტუარები დეფორმირებულ-ასვალტირებულია, ხოლო თუ წვიმამ დასცხო მაშინ საერთოდ ფეხით სიარული შეუძლებელი ხდება...
მე ვხედავ ყველაფერს, რაც გაკეთდა და რაც კეთდება. სამწუხაროდ ბევრი ფული იხარჯება უყაირათოდ და ამის მთავარი მიზეზი არაპროფესიონალიზმია.

სტუმარი, ივლისი 22, 2011, 07:25:02

ნამდვილად დასაფასებელი სტატიაა, სამწუხაროა რომ არავინ ითვალისწინებს და არავის ესმის მასში გამოთქმული ტკივილი

სტუმარი, ივლისი 22, 2011, 07:18:42

არ შეიძლება ამ თემაზე ავტორზე კარგად და უზადოდ დაწერო,მე უბრალოდ კომენტარი მინდა გავაკეთო ჩვენი პრეზიდენტის კომენტარზე,პრეზიდენტის,რომელიც სამწუხაროდ დარჩა არა ყველა ჩვენგანის,მათ შორის მათი მოწინაღმდეგეების,არამედ ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტად,.პირველ რიგში ეგ არის ტრაგედუია...მიხეილ სააკაშვილი თამარ ამაშუკელს: ,,ვაი შენ პატრონს" ... ,,ვაი ჩვენ პატრონს ბატონო პრეზიდენტო"-ლევან ხუნწარია ...

სტუმარი, ივლისი 22, 2011, 06:53:11

cerili martlac kargia, gmadlobt,

სტუმარი, ივლისი 22, 2011, 06:34:31

ძალინ კარგი წერილია, მიხარია კომ კიდე არსებობს ხალხი ვინც ამ შხამს არ ყლაპავს.

სტუმარი, ივლისი 22, 2011, 04:54:35

სტატიაში გამოთქმული აზრი, აბსოლუტური სიმართლეა და მასში არა ბოღმა, არამედ ტკივილია. რაც შეიძლება მეტი და უფრო მწვავე სტატიები უნდა იბეჭდებოდეს, აქციებიც ეწყობოდეს, მაგრამ სამწუხაროდ, არც ხმის ამომღებია ვინმე და რც გამგონი.... შენი ქალაქის, შენი ქვეყნის სიყვარული და ელემენტარული გემოვნება, ან აზროვნებაა საჭირო იმისთვის, რომ ასეთი საშინელება არ დამართო. რიგით ადამიანებს რა უნდა მოსთხოვო, როცა საზოგადოება “თბილისელს”, ერთხელ არ ამოუღია ხმა ამ საკითხზე, მითუმეტეს, რომ მის წევრთა უმრავლესობა, კომუნისტური ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენლები იყვნენ, პრეზიდენტი კი (თუ სწორად მახსოვსს), არქიტექტორი ოთარ ლითანიშვილი გახლდათ. ამ ჯგუფმა ყველაზე მეტად პირველ გადატრიალებაში გამოიჩინა თავი, რადგან პრივილეგიების დაკარგვისა შეეშინდათ (რა, რა და, ხელოვნებასა და კულტურაში ნამდვილად კარგად ერკვეოდა ზვიად გამსახურდია).
ცნობისთ ის, წლების მანძილზე, არქიტექტურის ფაკულტეტის სადიპლომო ნამუშევრების საერთოშორისო კონკურსების გრან პრიებს, ქართველები იგებდნენ. სააკაშვილმა თავის გასამართლებლად რომ ბრძანა - ერთ ქართველ არქიტექტორს ვუთხარი, აბა მოიტანე პროექტი ვნახო რა შეგიძლიაო - და ვერ მოიტანაო. არქიტექტურა არც მწერლობაა, არც მხატვრობა ან მუსიკა, რომ ადამიანი იჯდეს და თავისთვის ჰქმნიდეს პროექტებს. არქიტექტურასა და მონუმენტურ ქანდაკებაში, უპირველესი ამოსავალი წერტილი ადგილმდებარეობაა, გარემო, სადაც მან უნდა იარსებოს. დღეს, ამას აღარავინ დაგიდევს, არც დამკვეთი და არც არქიტექტორი, რადგან ორივე "ნუვორიშია". გააზნაურებულ მდაბიოს, სახლი აუცილებლად ვერაზე, ან მთაწმინდაზე უნდა (ნუ, ყოველ შემთხვევაში სადმე ძველ უბანში), და პროექტი რაღათქმაუნდა, მის გემოვნებას, ფანტაზიებსა და ამბიციებს უნდა აკმაყოფილებდეს . არქიტექტორისთვის კი, მთავარია სამუშაო მიიღოს. ხო და, შედეგიც სახეზეა! არაფერი ისე არ ასახავს ეპოქას, როგორც არქიტექტურა. ჩვენი თანამედროვე არქიტექტურა ჩვენი დღევანდელი სახეა.
სულ იმას ვდარდობდი - ყვალაფერს, ეშველება, მაგრამ ამდენ საშინელ შენობას რა უნდო მოუხერხო? ერთმა კარგმა ინჟინერმა „დამამშვიდა“ - ისეთი ნაშენებია, 10-15 წელში უმეტესობა თავისით დაინგრევაო. ახლა იმასაც ვწუხვარ - ყველა უბედურებასთან ერთად, მსხვერპლიც ხომ მოჰყვეება?

P.S. უკაცრავად, სიტყვა გამიგრძელდა (მხოლოდ ტკივილისა გამო...).

სტუმარი, ივლისი 22, 2011, 00:10:36

ამ სტატიაში ბევრი რამე შეიძლება მართალიცაა, მაგრამ მის ობიექტურობას კლავს ავტორის დაუნახავობით და ბოღმით სავსე წერის და შესაბამისად, აზროვნების სტილი.

სტუმარი, ივლისი 21, 2011, 23:39:06

didebuli statiaa

სტუმარი, ივლისი 21, 2011, 23:34:00

me davamatebdi erT rames: baTumi unda hgavdes baTums , nic nicas , singapuri singapurs da a.s. ... erTi giji kaci xuSturebze ki ar unda ikos agebili es Cveni kalaki?? miTUmetes roza ar akvs gemovneba ?? somxebi sxvaTaSori kargi xelosnebi arian da bevr s akvs kargi gemovnebac , netav es r rjulisa martla?????????????!!!!!!!!!!!!!!!!!

სტუმარი, ივლისი 21, 2011, 23:02:42

სამწუხაროა ის, რომ მაინც გრძელდება ქალაქების დამახინჯება. ჩემი აზრით, ეს იმის ბრალია, რომ მცოდნე ხალხს არავინ არაფერს ეკითხება და თვითონ მოქალაქეებიც არ აქტიურობენ, რომ რაღაცნაირად წინ აღუდგენენ ამ ყველაფერს (თუმცა რაღაც მხრივ მესმის მოსახლეობის). როგორ შეიძლებოდა ან ამ ხიდის, ან ავლაბრის მერტოსთან მწვანე კედლის და ან კიდევ ბევრი რამის აშენება? თუ ხიდი გინდა ხომ შეიძლება გარემოს შეუსაბამო. არც მე მინდა და არც უცხოელს აინტერესებს პარიზს მიმსგავსებული თბილისი და შვეიცარაის მიმსგავსებული სვანეთი. ამ ზამთამრს უცხოელი სტუმარი იყო ჩამოსული და მცხეთაში წავიყვანეთ. რესტავრირებულ უბანში, რომ მივედით ძალიან შეწუხებულმა მკითხა,– "ეს, რა არის დისნეილენდს გიშენებენო?". სიყალბე არავის მოწონს.

სტუმარი, ივლისი 21, 2011, 19:35:42

სტატია ზუსტი და დროულია. ყველასთვის მისაღებია ვისაც ესმის და გული შესტკივა. ერთერთი ამერიკელი ჟურნალისტის სტატია წავიკითხე ადრე. ასლანთან ჩესულიყო ინტერვიუზე. ასლანმა იგი გემთსაშენ ქარხანაში წიყვანა. აჩვენა ახალი კატარღა. სალონი თეთრი ნატურალური ტყავით და კაკლის დამუშავებული ლაპალაპა პანელებით იყო გაწყობილი. ნუ ბრინჯაოს სახელურები და სხავა მრავალი სიმდიდრე.... მოგწონსო, კითხა. თანხმობის შემდეგ თვითკმაყოფილმა უპასუხა, "დიზაინის ავტორი მე ვარ! ასეთი რამეები კარგად გამომდისო!". მე ვფოქრობ აქ ამ შემთხვევაშიც ასლანიზმს აქვს ადგილი....

სტუმარი, ივლისი 21, 2011, 19:32:05

სტატია ზუსტი და დროულია. ყველასთვის მისაღებია ვისაც ემის და გული შესტკივა. ერთერთი ამერიკელი ჟურნალისტის სტატია წავიკითხე ადრე. ასლანთან ჩესულიყო ინტერვიუს საღებად და როცა მოახერხა მასთან შესვლა გაოცდა. ასლანმა იგი გემთსაშენ ქარხანაში წიყვანა. აჩვენა ახალი კატარღა. სალონი თეთრი ნატურალური ტყავით და კაკლის დამუშავებული ლაპალაპა პანელებით იყო გაწყობილი. ნუ ბრინჯაოს სახელურები და სხავა მრავალი სიმდიდრე.... მოგწონსო, კითა. თანხმობის შემდეგ თვით კმაყოფილმა უპასუხა, "დიზაინის ავტორი მე ვარ! ასეთი რამეები კარგად გამომდისო!". მე ვფოქრობ აქ არქიტექტურის შემტხვევასიც ასლანიზმს აქვს ადგილი....

დატოვე კომენტარი

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.