|
|
|
ბლოგის უახლესი ჩანაწერები
|
პოეზიით ინსპირირებული ხელოვნებაკონკურსი "ინსპირაცია:პოეზია"
ხელოვნებისა და ლიტერატურის მოყვარულებს გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმი ახალ კონკურსს - "ინსპირაცია-პოეზია" სთავაზობს. პოეზიით ინსპირირებული ვიზულაური ხელოვნების ნიმუშების შექმნა ამ კონკურსის მთავარი იდეაა, რომლის ფარგლებშიც ნებისმიერ მსურველს პოეტური ტექსტების საფუძველზე ვიზუალური გამოსახულების შექმნა შეეძლება. სპეციალურად კონკურსისთვის შექმნილ ბლოგზე – http://insirationpoetry.blogspot.com/ უკვე განთავსებულია ლიტერატურის მუზეუმის მიერ შერჩეული ქართველი ავტორების 100–ზე მეტი ლექსი, რომლის გაცნობის შემდეგ, კონკურსის ნებისმიერ მონაწილეს ევალება შექმნას მედია – ფოტოს, ვიდეოს, ინსტალაციის, ფერწერის, გრაფიკის ან პლაკატის სახით და საკონკურსო პროექტი ელექტრონული ფოსტის საშუალებით ორგანიზატორებთან, მათი შუამავლობით კი 5 კაცით დაკომპლექტებულ ჟიურამდე გაგზავნოს. აღსანიშნავია ისიც, რომ კონკურსის მიხედვით, ერთ ავტორს, არა ერთი, არამედ რამდენიმე ვიზუალური მასალის შექმნის უფლება აქვს. ავტორებს შორის არიან - გალაკტიონ ტაბიძე, ტიციან ტაბიძე, გიორგი ლეონიძე, პაოლო იაშვილი, ნიკო სამადაშვილი, ვაჟა-ფშაველა, ლადო ასათიანი და სხვები. საკონკურსოდ შექმნილი ნამუშევრები, რომელთაგან ჟიური საუკეთესო სამ მათგანს შეარჩევს, მაისის შუა რიცხვებისთვის ლიტერატურის მუზეუმის გალერეაში – “41 გრადუსი” გამოიფინება და სამივე გამარჯვებული ფულადი პრემიით დაჯილდოვდება. კონკურსი–გამოფენის მონაწილეებს, თავიანთი ნამუშევრების გაგაზავნა ორგანიზატორებთან, 2012 წლის 1 მაისის ჩათვლით შეეძლებათ. კონკურსის იდეის, მისი მიზნებისა და დეტალების შესახებ, “ცხელი შოკოლადი” ღონისძიების ერთ–ერთ ორგანიზატორს მაგდა გურულს ესაუბრა: შოკოლადი: ვინ არის კონკურსის "ინსპირაცია:პოეზია" ინიციატორი და როგორ გაჩნდა ასეთი კონკურსის ჩატარების იდეა? მაგდა: კონკურსის ჩატარების იდეა ლიტერატურის მუზეუში, ერთ ერთ შეხვედრაზე გაჩნდა. იდეის ინპირატორად იქცა გამოფენა „გალაკტიონი“ რომელიც ამავე მუზეუმში, „გალერეა 41 გრადუსში“, 2012 წლის 13 იანვარს გაიხსნა. შოკოლადი: რა არის კონკურსის მთავარი მიზანი და რა შედეგს ელოდებით? მაგდა: კონკურსის მთავარი მიზანია - მუზეუმის მიერ ინტერდისციპლინარული პროექტების განვითარება და პოპულარიზაცია, რომელიც აქცენტს რათქმაუნდა ლიტერატურაზე გააკეთბს. ასევე, ეს მუზეუმის მიერ ამ მიმართულებით დაწყებული გამოფენების სერიის გაგრძელებაც იქნება, რომელიც პირველად 2010 წლის ივნისში მოეწყო. "სიტყვები" - ასე ერქვა პირველ გამოფენას, სადაც მხატვრებისა და ლიტერატორების ერთად შექმნილი ნამუშევრები გამოიფინა. იქიდან გამომდინარე, რომ შექმნილი ნამუშევრები კონკურსის შედეგად გამოვლინდებიან, ვფიქრობთ, რომ პროექტში არტისტები უფრო ფართოდ ჩაერთვებიან და მათთვის სტიმულს მიმცემი ორგანიზატორების მიერ დაწესებული პრიზები და დაგეგმილი გამოფენაც იქნება. მუზეუმს, როგორც კულტურულ ინსტიტუციას, სხვა ფუნცქიებთან ერთად, საგანმანათლებლო ფუნქციაც აქვს და ამ მხრივ ეს კონკურსი მოტივაციის კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ ახალგაზრდა არტისტი საკონკურსოდ წარმოდგენილ 100-ზე მეტ ლექსს გაეცნოს, მითუმეტეს, რომ კონკურსის პირობების მიხედვით მონაწილე ინსპირაციაზე დაფუძნებულ ნამუშევარს ქმნის, რაც, დამეთანხმებით, ლექსის მხოლოდ გადაკითხვას არ გულისხმობს. რასაკვირველია, კონკურსში მონაწილეობა არტისტის ასაკისა და ხელოვნების დარგის მიხედვით შეზღუდული არ არის. შოკოლადი: როგორ წარიმართება კონკურსის პროცესი გამარჯვებულების გამოვლენამდე? მაგდა: კონკურსის პირობები ლიტერატურის მუზეუმის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდება. იმ ხელოვანებს კი, რომლებიც ფეისბუქით არ სარგებლობენ, ინფორმაცია ელექტროუნილი ფოსტით გაეგზავნებათ. შოკოლადი: ვინ შეაფასებს ნამუშევრებს და რა კრიტერიუმებით მოხდება გამარჯვებულის გამოვლენა? მაგდა: ნამუშევრებს შეაფასებს 5-კაციანი ჟური, რომლის დაკომპლქეტებაც უკვე დაწყებულია. შოკოლადი: რატომ გადაწყდა ქართველი ავტორების ლექსებზე არა ილუსტრაციების, არამედ მხოლოდ ინსპირაციით შთაგონებული მედიების შექმნა? მაგდა: ინსპირაცია არტისტს საშუალებას აძლევს ლექსის ვიზუალური ინტერპრეტაციისას, არ იყოს შეზღუდული ლექსში უშუალოდ ავტორის მიერ ჩადებული გრძნობადი, სენსუალური ინფორმაციის და შინაარსის გადმოცემით. ინსპირაცია ნიშნავს საკუთარი დამოკიდებულების გამოვლენისას იყო მეტად თავისუფალი. ილუსტრაციისგან განხვავებით, ინსპირაცია ლექსის ავტორს და ლექსზე მომუშავე არტისტს თითქმის თანასწორუფლებიან მდგომარეობაში აყენებს და უფრო ღრმა ურთიერთთანამშრომლობის საშულებას იძლევა, მაშინაც კი, როცა ლექსის ავტორი ცოცხალი აღარ არის. სხვა სიტყვებით, ეს არის ერთი არტისტის ნამუშევრით გამოწვეული მეორე არტისტის თავისუფალი რეაქცია, რომელი დროის, სივრცისა და გამოყენებული მედიის მიუხედავად წარმოიქმნება. შოკოლადი: რომელი ქართველი ავტორების ტექსტები მიიღებენ მონაწილეობას კონკურსში ? მაგდა: საკონკურსო ლექსები გამოქვეყნებულია ბლოგზე http://insirationpoetry.blogspot.com/ შოკოლადი: რა პირობების შესრულება ევალებათ "ინსპირატორებს", რომლებიც ტექსტის მიხედვით იმუშავებენ სხვადსხვა მედიებში? მაგდა: საკონკურსო პროექტი აუცილებლად უნდა მოიცავდეს შემდეგ მასალებს: 1. საკონკურსი ნამუშევრის ფოტო, რომელიც უნდა აკმყოფილებდეს ფორმატს - 300 dpi, jpg, არაუმეტეს 1 MB, ფერადი, შავ/თეთრი. 2.ვიდეო (ფორმატი - avi., mpeg., mov., wmv., wma., mp4., 3gp., ogm.,mkv) - ხანგრძლივობა არაუმეტეს 3-5 წთ. 3. ნამუშევრის სახელწოდება; 4. ნამუშევრის პარამეტრები: მედია, ზომა, ხანგრძლივობა; 5. გამოყენებული ლექსის ავტორი და სახელწოდება 6. მოკლე კონცეფცია (დაახლოებით 10 ხაზი) აღვნიშნავ იმასაც, რომ გამოფენაზე ვიდეო ნამუშევრების ტექნიკურ მხარდაჭერას განახორციელებს გალერეა „41 გრადუსი“ (გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმი). კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა შექმნილი მასალები უნდა გადააგზავნონ ელექტრონულ–ფოსტაზე – inspiration@literaturemuseum.ge, არაუგვიანეს 2012 წლის 1 მაისისა. |
რუბრიკები| გირჩევთ | დისკუსია | ესეი | ინტერვიუ | | ისტორიები | კომენტარები | მიმოხილვა | | რეპორტაჟი | საავტორო | სვეტი | | სპეცპროექტი | წერილები | ძიება |
აზა (შეუმოწმებელი), იანვარი 26, 2012, 10:27:46
ძალოან საინტერესოა!
დატოვე კომენტარი