პირველი დღე, 7 დეკემბერი, ოთხშაბათი
warning: DOMDocument::loadHTML(): Unexpected end tag : p in Entity, line: 17 in /home/shokoladi/sites/all/themes/shokoladi2010/templates/page.tpl.php on line 37.

ნადერი და სიმინი, გაყრა

ნადერი და სიმინი

სიმინს ქმართან და ქალიშვილთან ერთად ირანის დატოვება უნდა და ამისთვის უკვე ყველაფერი მომზადებული და შეთანხმებული აქვს. მაგრამ ნადერი, მისი ქმარი, საბოლოოდ უარს ამბობს გამგზავრებაზე, რადგან არ უნდა უმეთვაყუროდ დატოვოს მამა, რომელსაც ალცჰაიმერის დაავადება აქვს. სიმინი გაყრის მოთხოვნით საოჯახო სასამართლოს მიმართავს.

თეთრი არა, შავი

თეთრი არა, შავი

რეჟისორი: მინდია ესაძე 2011 საქართველო 56’

ფილმის მთავარი გმირია ახალგაზრდა კაცი, რომელიც გერმანიის ვიზის მოპოვებას ცდილობს. ის პირველად მიდის ევროპაში საკმაოდ რთული მისიით, უნდა შეიძინოს მანქანა და სამშობლოში მშვიდობიანად ჩამოიყვანოს. ცოტა შეშინებულია, მაგრამ პოულობს უფრო გამოცდილ მძღოლებს, რომლებსაც უამხანაგდება. პირველად მგზავრობს თვითმფრინავით და პირველად დგამს ფეხს უცხო მიწაზე, სადაც ბევრი რამ არის საინტერესო, მაგრამ მას არ სცალია ქვეყნის დასათვალიერებლად. ერთი კონკრეტული მარშრუტი და მიზანი აქვს.

ბაიკონური

ბაიკონური

რეჟისორი: ფაიტ ჰელმერი  

 „ციდან რაც ვარდება, შენია“. ყაზახური სტეპების ამ დაუწერელ კანონს მისდევენ სოფლელები, რომლებიც კოსმოსური სადგურის, ბაიკონურის მახლობლად ცხოვრობენ და კოსმოსური ხომალდების ნარჩენების შეგროვებითა და გაყიდვით ირჩენენ თავს. სოფელში სულ ორი ახალგაზრდაა დარჩენილი, რადიოოპერატორი ისკანდერი, მეტსახელად „გაგარინი“ და ენერგიული ნაზირა.

ბახმარო

ბახმარო

რეჟისორი: სალომე ჯაში 

ფილმი მოგზაურობაა საქართველოს ერთ პატარა ქალაქში მდებარე სამსართულიან შენობაში. ეს შენობა ადრე სასტუმრო “ბახმარო” იყო, ხოლო ახლა “მულტიფუნქციური” ნაგებობაა. შენობის ცენტრში ცარიელი რესტორანია, სადაც მუდამ გაწყობილი მაგიდები იშვიათ კლიენტს ელის. აქვეა ჩინელების მაღაზია, სათამაშო ავტომატები და პოლიტიკური პარტიის ოფისიც. ეს შენობა მიკროკოსმოსია, მოდელი ქვეყნის, რომელიც მუდმივად ცვლილებების მოლოდინშია.

ჩემი ცხოვრების ერთი დღე

ჩართეთ კამერები! საერთაშორისო კინოკამპუსი ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებისთვის

ცივი ცხელება

ცივი ცხელდება

რეჟისორი: ფრიდრიკ თორ ფრიდრიკსონი  

 ახალგაზრდა მოხელე ტოკიოდან, აცუში ჰირატა, შვებულების გატარებას ჰავაიზე აპირებს, მაგრამ მის გეგმებს ბაბუის თხოვნა ცვლის: აცუშიმ ხსოვნის ტრადიციული რიტუალი უნდა აღასრულოს გარდაცვლილი მშობლებისთვის. რიტუალი იქ უნდა შესრულდეს, სადაც ისინი რამდენიმე წლის წინ უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა - მდინარის პირას ისლანდიის ერთ მიყრუებულ ნაწილში.

ჯიმ სტარკის ვორქშოპი

ჯიმ სტარკი

ფესტივალს ეწვევა ამერიკელი პროდიუსერი და სცენარისტი ჯიმ სტარკი. მისი პირველი ნამუშევრები კინოში ჯიმ ჯარმუშის სახელს უკავშირდება. დაიწყო იმით, რომ ჯიმ სტარკი ჯარმუშს მისი მცირებიუჯეტიანი ფილმის Stranger Than Paradise დაფინანსებაში, წარმოებასა და გაყიდვაში დაეხმარა. ამის შემდეგ ის ჯარმუშის კიდევ სამი სრულმეტრაჟიანი და ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმის პროდიუსერი იყო.

მომავალი

მომავალი

რეჟისორი: მირანდა ჯულაი  

სოფი და ჯეისონი უკვე ოთხი წელია ერთად არიან. ერთმანეთისთვის თითქოს ბევრი აღარაფერი აქვთ სათქმელი. საკუთარი სამსახური ორივეს სძულს და შინ უმეტეს დროს ორივე კომპიუტერთან ატარებს. იმისთვის, რომ ცხოვრებას ახალი აზრი შესძინონ, ისინი კატის აყვანას გადაწყვეტენ, რომელსაც თათი აქვს დაშავებული და მოვლა სჭირდება.