|
|
|
ბლოგის უახლესი ჩანაწერები |
ფირით შექმნილი ორმაგი რეალობაკავკასიურ სახლში ლიტველი ფოტოგრაფის - აუსტეა ტავორაიტეს ფოტო-გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიცია აერთიანებს ფერად და შავ-თეთრ ფოტოებს, რომელიც ფოტოგრაფმა ფირის ტრადიციული ფოტოაპარატით გადაიღო. ამბობს, რომ ციფრული ფოტოაპარატისგან განსხვავებით, ფირი მუშაობის მეტ შესაძლებლობას აძლევს, რასაც შუძლია შეეხოს და აკონტროლოს. ციფრული ენისგან თავისუფალმა ფოტოგრფმა, შინაარსობრივად და ვიზუალურად კონტრასტული და თავისუფალი ფოტოები შექმნა - ოკეანე, რომლის ნაპირი ქვაფენილია, აივანი, რომელიც გარე განათების ბოძის დაბლაა, სიმინდის ღეროები, რომელიც საცხოვრებელ სახლს დაჰყურებს და ა.შ. სწორედ ამან განაპირობა გამოფენის სახელწოდებაც - "ორმაგი ექსპოზიცია". აუსტეა საქართველოში საგანმანათლებლო პროგრამით - "ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად" ჩამოვიდა, ბავშვებს ინგლისურს ასწავლის და ამასთან ერთად, ფოტოებს იღებს. ფოტოგამოფენამდე, აუსტეამ კამერა ობსკურას ვორკშოფი ჩაატარა, რომელიც თბილისში, თანამედროვე ხელოვნების ცენტრში მოეწყო. კამერა ობსკურა ოპტიკური ხელსწაყოა, რომელიც შუქგაუმტარ ყუთს წარმოადგენს. მის ერთ კედელზე, ხვრელია, მოპირდაპირე კედელზე, კი - ეკრანი, რომელიც მინით ან თხელი თეთრი ქაღალდით მზადდება. ფოტოს შექმნის პროცესი ასეთია: სინათლის სხივები ხვრელში გავლის შემდეგ, ეკრანზე შებრუნებულ გამოსახულებას ქმნიან. აუსტეას ფოტოებზე დაკვირვებით, შეიძლბა ითქვას, რომ ტექნიკის სირთულე, შედეგზე ვიზუალურად ნაკლებად აისახება, თუმცა ციფრული აპარატით გადაღებული ფოტოსგან განსხვავებით, ფირის ფოტოებზე ბუნებრივი ემოცია ოდნავ დაკარგულია, რასაც ალბათ ის შეგრძნებაც აძლიერებს, რომ აუსტეას ფოტოებზე ერთმანეთს კონტრასტული რეალობები ერწყმის. ამის მიუხედავად, კავკავსიურ სახლში გამოფენილი ექსპოზიცია სანახაობრივი და შინაარსიანია. აუსტეას საერთაშორისო გამოცდილება სხვადასხვა ფოტო-ექსპოზიციითა და ფესტივალებით განისაზღვრება: პერსონალური გამოფენა - art platform Kult Flux -ში (ვილნიუსი, 2011), საერთაშორისო ფესტივალი “IN FOCUS 2011” (ვილნიუსი, 2011), საერთაშორისო ფოტო-ფესტივალი - FOTOX 1000” (რომი, 2010, 2011) და ა.შ. ფირის ფოტო-ტექნიკით შექმნილი ექსპოზიცია კავკასიურ სახლში - 25 მარტამდე დარჩება. |
რუბრიკები| გირჩევთ | დისკუსია | ესეი | ინტერვიუ | | ისტორიები | კომენტარები | მიმოხილვა | | რეპორტაჟი | საავტორო | სვეტი | | სპეცპროექტი | წერილები | ძიება |
დატოვე კომენტარი