warning: DOMDocument::loadHTML(): Unexpected end tag : p in Entity, line: 11 in /home/shokoladi/sites/all/themes/shokoladi2010/templates/page.tpl.php on line 37.

პირადი სივრცე

 

პირადი სივრცე
პირადი სივრცე, სივრცეთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია.

 

იმანუელ კანტის სამუშაო ოთახის ფანჯრები, კენიგსბერგის ციხის ერთადერთ სარკმელს უყურებდა, რომლიდანაც ტუსაღები დიდი ცნობისმოყვარეობით ათვალიერებდნენ კანტის კაბინეტს, მის "წმინდათა წმინდას". სულ მალე ტუსაღების ერთადერთი სარკმელი, კანტის "კატეგორიული იმპერატივით",  ქალაქის თვითმართველობისადმი გაგზავნილი წერილის საფუძველზე ამოიქოლა. სატუსაღოს ხსენებული სარკმელი დიდი გერმანელი აგნოსტიკოსის პირად სივრცეს არღვევდა. ზახერ მაზოხი პირიქით, საკუთარი ბედნიერებისა და კომფორტის ზონად - ციხეს მიიჩნევდა. ჯოაკინო როსინი დიდ წვეულებებს მართავდა და ხალხმრავლობა უყვარდა, რადგან ამ დროს იგი უფრო მეტი ჟინითა  და მონდომებით წერდა თავის ოპერებს. რიჰარდ ვაგნერს უთვალავი ბერეტი ჰქონდა თავის გარდერობში, ამდენივე ხალათი და ასზე მეტი ფაჩუჩი, ანუ სახლის ჩუსტეული. გალაკტიონი ცოტა სიყვარულს და ღერ პაპიროსს ითხოვდა, თუმცა სხვადასხვა ორდენებისადმიც არ ყოფილა გულგრილი,  პლატონს ხეივანში უყვარდა სეირნობა,  ბარათაშვილს - "ობლად სიარული", სტალინს - "გაფრინდი შავო მერცხალო",  ილიას - წვეულებები, აკაკის - ბანქო და სასტუმროები. მათი იდენტიფიკაციები და პირადი სივრცეები განუყოფელია მათივე შემოქმედებისა და ცხოვრებისაგან.

"ცხელი შოკოლადი" გთავაზობთ პროექტს, სადაც ჩვენი რესპონდენტები: დავით საყვარელიძე, ეკა კვესიტაძე, დავით პაიჭაძე, თამარ კინწურაშვილი და გიგა ზედანია, საკუთარ სივრცეზე და ინტერესებზე საუბრობენ, ყოველგვარი ანტურაჟისა და პროფესიული  "შენიღბვების" გარეშე.

რატი ამაღლობელი

წაიკითხეთ "ცხელი შოკოლადის" მარტის ნომერში

დატოვე კომენტარი

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.