|
|
|
ბლოგის უახლესი ჩანაწერები
|
ორი მემკვიდრის ორი ამბავი“იმელის” შენობა საბჭოთა მემკვიდრეა, გუდიაშვილის ბაღი თავისი შენობათა ანსამბლით კი მე-19 საუკუნის დანატოვარი. პირველი მათგანი უკვე გაიყიდა, ბაღის მიდამოებში არსებული შენობები კომერციალიზაციის პირას არის. დღეს, ორივე მათგანს უყურადღებობის გამო ნგრევის დიდი საფრთხე აქვს.
1934 წელს ლავრენტი ბერიამ, კომპარტიის მეცხრე ყრილობაზე სტალინის ინსტიტუტის საქმიანობის მიზნები ასე ჩამოაყალიბა: „საჭიროა, ისე გარდავქმნათ ჩვენს მიერ მოწყობილი სტალინის ინსტიტუტის მუშაობა, რათა ის ვაქციოთ საქარველოში და ამიერკავკასიაში ბოლშევიზმისა და რევოლუციური ისტორიის საკითხების შემსწავლელ და დამმუშავებლად, ჩვენი პარტიის ბელადის ამხანაგ სტალინის ხელმძღვანელი როლის შემსწავლელ ცენტრად “
ამ დროისთვის შენობის ასაგებად პროექტი უკვე შერჩეული იყო. არქიტექტორ შცუსევის პროექტით “იმელის” მშენებლობა 4 წელს გაგრძელდა და 14 მილიონი მანეთი დაიხარჯა.
შენობის დასრულების შემდეგ, 1938 წელს იქ სტალინის ინსტიტუტის ნაცვლად მარქს-ენგელს-ლენინის ინსტიტუტის თბილისის ფილიალი განთავსდა. აქედან დამკვიდრდა შენობის რუსული აბრევიატურა „ИМЭЛ“.
“იმელში” სამეცნიერო კვლევითი დაწესებულება, პარტიული არქივი და ლენინის მუზეუმის თბილისის ფილიალი განთავსდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1992-95 წლებში ამ შენობაში საქართველოს პარლამენტი იყო.
2007 წელს, მას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი გაუუქმდა და კერძო ინვესტორს გადაეცა.
“ტფილისის ჰამქარმა” “იმელის” ისტორიის ამსახველი ფოტო გამოფენა მოაწყო.
ოდესღაც ამ მოედანს “ბეჟანას ბაღი” ერქვა. მოგვიანებით მას ხალხი მოღნისსაც უწოდებდა, მოედნის მახლობლად სომხური ეკლესიის პატივსაცემად.
პირველი ოფიციალური სახელი 1828 წელს, რუსულმა იმპერიულმა ადმინისტრაციამ “აბას-აბადის მოედანი “ უწოდა.
ლადო გუდიაშვილის სახელს ეს მოედანი 1998 წლიდან ატარებს.
ბაღის გარშემო ერთი სიმაღლის 9 შენობა ისტორიულად ღირებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დგას.
|
რუბრიკები| გირჩევთ | დისკუსია | ესეი | ინტერვიუ | | ისტორიები | კომენტარები | მიმოხილვა | | რეპორტაჟი | საავტორო | სვეტი | | სპეცპროექტი | წერილები | ძიება |
დატოვე კომენტარი