|
|
|
ბლოგის უახლესი ჩანაწერები |
ომი პროლოგით და ეპილოგითრევოლუციიდან ომამდე 2004 წელი. პრეზიდენტი სააკაშვილი თავის პირველ, ვლადიმერ პუტინი კი, თავის მეორე საპრეზიდენტო ვადის ათვლას იწყებს. ურთიერთობის ნორმალიზაციისკენ მიმართული საგანგებო ჟესტი - სააკაშვილი პირველი ვიზიტით ჩადის მოსკოვში პრეზიდენტ პუტინთან. იმდროინდელი ქართული მმართველი პოლიტიკური კლასი, მედია და საზოგადოება ისევე აღტკინებულია, როგორც საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების მრავალრიცხოვანი შეხვედრების უმრავლესობის შემდეგ (ასე იყო შევარდნაძის დროსაც, თუმცა, მის დროს რუსეთმა უკვე 2001 წელს, პუტინის აღზევებიდან მოკლე პერიოდში, სავიზო რეჟიმი "გვისახსოვრა"). პუტინმა გამოთქვა საქართველოსთან ურთიერთობის განვითარების სურვილი. პირველი, რაც ითხოვა, იყო ის, რომ საქართველო დახმარებოდა საზღვრის გამაგრებაში და ჩრდილო კავკასიაში ჩასატარებელი ოპერაციის ჩატარებაში. საქართველო მას მაშინ ძალიან დაეხმარა. და ეს იმის მიუხედავად, რომ ანტიჩეჩნური ალიანსი არც მაშინ ყოფილა და არც ამჟამად არის დასავლეთში განსაკუთრებით მოწონების საგანი. შემდეგ იყო აჭარის მოვლენები. იმის მიუხედავად, რომ რუსეთს დიდად არაფრად ეპიტნავებოდა "აჭარის ლომის" მოცილება, მას ამ კამპანიაში ხელი აქტიურად არ შეუშლია - აბაშიძემ საქართველო დატოვა. ამ ამბებიდან 4 წლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი იტყვის: "მეორე დღეს, ბათუმიდან დავურეკე პუტინს. ჩავთვალე საჭიროდ, მეთქვა მადლობა, რომ ხელი არ შეგვიშალეს და გაგებით შეხვდნენ ამ სიტუაციას. კარგად მახსოვს ეს ზარი, მან შემაწყვეტინა და ძალიან უხეშად მითხრა, აჭარაში ჩვენ არ ჩავერიეთ, მაგრამ სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში არანაირი საჩუქარი აღარ გექნებათო". სწორედ ამის მერე წამოვიდა პროვოკაციების სერია ცხინვალში. რუსებმა პირდაპირ დაიწყეს ცხინვალის კონტროლი, და არა სეპარატისტების მეშვეობით. გაყარეს მთავრობის რამდენიმე წევრი, ჩაანაცვლეს თავისი გენერლებით, გააძლიერეს სამხედრო მზადყოფნა და აგრესიული რიტორიკა. თუმცა, იმავე 2004 წლის განმავლობაში შედარებით მაინც ნაკლები იყო წნეხი საქართველოზე. მაგრამ 2004 წლის შემოდგომაზე მოხდა უკრაინაში რევოლუცია და რუსეთის დღევანდელმა მთავრობამ დაინახა რეალური საფრთხე. მსგავსი სცენარების გამეორება მის გავლენას საკმაოდ აფერხებდა და პოსტსაბჭოთა სივრცეს აკარგვინებდა. ამიტომ, უკვე 2005 წლის იანვარში, ისინი აქტიურად ჩაერივნენ აფხაზეთის მოვლენებში. სწორედ 2005-ში მოხდა პირველი ტერაქტი, ეს იყო გორში პოლიციის შენობის აფეთქება. ამის გამო, დაკავებული იყო რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცერი, ვინმე ბოიკო. სრულიად გაუგებარი "გულმოწყალებით", საქართველოს ხელისუფლებამ ბოიკო გადასცა რუსებს და მათ, რა თქმა უნდა, ის მეორე დღესვე გაუშვეს. ბოიკოს გაშვების შემდეგ, მათი აგენტები უფრო გააქტიურდნენ. თუმცა, ესეც, როგორც შემდეგ გამოჩნდა, მხოლოდ შესავალი ნაწილი იყო. უფრო მძიმე წნეხის ამუშავება უკვე 2006 წლიდან დაიწყო. ეკონომიკური ომი-1
|
რუბრიკები| გირჩევთ | დისკუსია | ესეი | ინტერვიუ | | ისტორიები | კომენტარები | მიმოხილვა | | რეპორტაჟი | საავტორო | სვეტი | | სპეცპროექტი | წერილები | ძიება |
დატოვე კომენტარი