მკვდრები და ცოცხლები

აპრილი 26, 2012 ავტორი გიორგი ხასაია

                                               /არასრული ვერსია/

                                                   დაპ-ს ეძღვნება

 

klimti

 

Хендрикс мёртв,
Сенна мёртв,
Заппа мёртв,
Мориссон мёртв
А ты еще крепкий старик, Розенбом!

/Tequilajazzz/

 

ირაკლი ჩარკვიანი მკვდარია

უჩა ჩაჩხიანი მკვდარია

დადა დადიანი სხვაგანაა

შენ კი ძველებურად მაგრად ხარ, ბუბა.

 

ფუკო მკვდარია

ბურდიე მკვდარია

მამარდაშვილი მკვდარია

შენი სიტყვის ოქრო ელავს ნუგეშად, გია (ნოდია)

 

ღმერთი მოკვდა

ნიცშე მოკვდა

ეს ბებერი სმკ რა ძალამ ააბრდღვიალა?

/სმკ - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია/

 

კენედი მკვდარია

ჰაველი მკვდარია

შევარდნაძე მკვდარია ჩვენთვის, აბა რა არის

მიშა ახალგაზრდაა, სად წავიდეს

შენ არ მომკვდარხარ, არამედ  გძინავს, ზვიად (გამსახურდია).

 

კვეჟო მკვდარია

პაშა მკვდარია

წრიპა მოკლეს ფაქტიურად

ქურდულის მრწმენელი არ დარჩა არავინ

გაბოზდა ქვეყანა.

 

დალესი მკვდარია

ბერია მკვდარია

ინაური მკვდარია

„ხერხემალი მალა მალა....

... ხორცმა მალა მალა მალა

მალა მალა ვერ დამალა“

 

მაიაკოვსკი მკვდარია

გინზბერგი მკვდარია

ბროდსკი მკვდარია

მუხრან მაჭავარიანი მკვდარია

შენ არ დაუშვებ მშვენიერი ეპოქის დასასრულს, დეფი

 

შუმერი მკვდარია

ხეთი მკვდარია

ეტრუსკი მკვდარია

ქართველი უკვდავია,

რაღაცას ელოდება და აფრინდება.

 

 

 

                                                                         /მადლობა ანას/

 

* ბლოგში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს რედაქციის შეხედულებებს.
@