|
|
|
ბლოგის უახლესი ჩანაწერები |
მისტერ გორბაჩოვ დაანგრიეთ ეს კედელი!3 ოქტომბერი - გერმანიის გაერთიანების დღე
ზუსტად 21 წლის წინ, 1990 წლის სამი ოქტომბრის ღამეს ბერლინში ამერიკის მიერ საჩუქრად გადაცემულმა თავისუფლების ზარმა დარეკა. ათეული წლების მანძილზე ეს ხმა ქალაქის მაცხოვრებლებისთვის ასე სასიამოვნო არასდროს ყოფილა: ბერლინში გერმანიის გაერთიანებას აღნიშნავდნენ. 45 წლიანი დანაწევრების შემდეგ ქვეყნის აღმოსავლეთი ნაწილი დასავლეთს შეუერთდა და გერმანია ისევ ერთიანი სახელმწიფო გახდა. მოვლენა, რომელსაც გერმანელი ხალხი თითქმის ნახევარი საუკუნის მანძილზე ელოდა, სულ რამედენიმე წუთში იქცა რეალობად. ამიერიდან ყველას შეეძლო ქვეყნის ერთი ნაწილიდან მეორეში თავისუფლად გადადგილება. ეს ღამე „ცივი ომის" დასასრულის დასაწყისადაც იქცა: ზუსტად ერთ წელიწადში საბჭოთა კავშირი დაშლილად გამოცხადდა და მასში შემავალმა ქვეყნებმა დამოუკიდებლობა აღიდგინეს. დღეს, როცა ბერლინს ქუჩებში დადიხარ და ქალაქს ათვალიერებ, დაუჯერებლად გეჩვენება, რომ სულ რაღაც ორი ათეული წლის წინ აქ ჯერ კიდევ ბარიკადები იყო და რაიხსტაგიდან ალექსანდეპლატცამდე მისვლა შესაძლოა სიცოცხლის ფასად დაგჯდომოდა. დღეს აქ თავისუფლად შეგიძლია რაიხსტაგი დაათვალიერო და გერმანიის უახლესი ისტორიის ამსახველ ძალიან საინტერესო ფოტოებს გაეცნო, შემდეგ კი დაბლა ჩამოხვიდე, ველოსიპედზე დაჯდე და მაქსიმუმ 10 წუთში ალესანდერპლატცზე, პანკების თავყრილობას შეუერთდე. ამ ყველაფრის მერე გიკვირს, ნუთუ ეს ყველაფერი ამ ქალაქში ხდებოდა? ნუთუ ეს ძალიან მარტივი მარშრუტი ცოტა ხნის წინ უამრავი ადამიანისთვის საოცნებო იყო? დღეს გერმანიის წარსული მისი კედლით, სასაზღვრო პუნქტებითა და ჰოლოკოსტის მუზეუმებით ყველაზე მომხიბვლელი ალბათ უცხოელი ტურისტებისთვისაა. განსაკუთრებით პოპულარულია Check point Charlie-იდ წოდებული ყოფილი საზღვარი, სადაც დღეს ამავე სახელწოდების მუზეუმი მდებარეობს. აქ განთავსებული მრავალრიცხოვანი ვიზუალური მასალა ბევრ საინტერესო დეტალს გაცნობთ მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის გერმანიის სოციალ-პოლიტიკურ თუ კულტურულ ყოფაზე. დღეს ბერლინში სუვენირების თითქმის ყველა მაღაზიაში ნახავთ სხვადასხვა ფერად შეღებილ ბერლინს კედლის პატარა ნარჩენებს. კედელს, რომლის დანგრევასაც გერმანელებმა თითქმის 30 წელი მოანდომეს, ახლა ნაწილ-ნაწილ ყიდიან. თუმცა, რა თქმა უნდა კედლის აბსოლუტური დემონტაჟი არ მომხდარა. მის ნარჩენებს დღემდე შეხვდებით ქალაქის სხვადასხვა ადგილში, მათ შორის გერმანიის პარლამენტთან ახლოს, ჩეკპოინტ ჩარლის მუზეუმთან, ბერნაუერშტრასეზე. ბერლინის კედლის პატარა მემორიალი ქალაქის შუაგულში, ყველაზე ცოცხალ და ხმაურიან ადგილზეც არის განთავსებული: პოდსდამერპლატცზე, სანამ ქუჩას გადაკვეთთ და ქალაქის ბიზნეს ცენტრში აღმოჩნდებით, აუცილებლად შენიშნავთ დაახლოებით 3 მეტრის სიმაღლის ბეტონის კედლის ნარჩენს. კედელი, რომელიც პოდსდამის მოედანს შუაზე ჰყოფდა და აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიას ერთმანეთისგან მიჯნავდა, დღეს ქალაქის ერთერთი ტურისტული სანახაობაა. აქ ხშირად შეხვდებით სხვადასხვა ტურისტულ ჯგფუბს თუ ცალკეულ ადამიანებს, რომლებიც დიდი ინტერესით კითხულობენ და ათვალიერებენ კედელზე არსებულ ნახატებსა და წარწერებს და მასთან სამახსოვრო ფოტოებს იღებენ. სხვადასხვა ფერად მოხატულ კედელს დიდი თეთრი ასოებით აწერია: „ამ ადგილზე პირველი ნაპრალი გაჩნდა ბერლინის კედლეზე". ეს „პირველი ნაპრალი" აქ 1989 წლის ნოემბერში გაჩნდა. თუმცა პირველი ვირტუალური ბზარი კედელს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის ცნობილი სიტყვის შემდეგ დაემჩნა.1987 წლის 12 ივნისს რეიგანი მეუღლესათან ერთად დასავლეთ ბერლინს ეწვია. შუადღის 2 საათზე ის ბრანდერბურგის კარიბჭის წინ, კედელთან ახლოს სიტყვით გამოვიდა, სადაც მიხეილ გორბაჩოვისადმი ისტორიული მიმართვა გააკეთა: „გენერალურო მდივანო გორბაჩოვ, თუ თქვენ გსურთ მშვიდობა, თუ თქვენ გსურთ საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის კეთილდღეობა, თუ გინდათ ლიბერალიზაცია, მოდით აქ ამ კედელთან! მისტერ გორბაჩოვ, გააღეთ ეს ჭიშკარი, მისტერ გორბაჩოვ დაანგრიეთ ეს კედელი!
|
რუბრიკები| გირჩევთ | დისკუსია | ესეი | ინტერვიუ | | ისტორიები | კომენტარები | მიმოხილვა | | რეპორტაჟი | საავტორო | სვეტი | | სპეცპროექტი | წერილები | ძიება |
დატოვე კომენტარი