ბლოგის უახლესი ჩანაწერები
|
მეხუთე დღე, 11 დეკემბერი , კვირა
რეჟისორი: ფრედრიკ ედფელდტი
სოფელში, უკაცრიელ სახლში მარტო დარჩენილი 10 წლის გოგონა პირველ ნაბიჯებს დგამს მოზრდილ ცხოვრებაში. მისი მშობლები აფრიკაში გაემგზავრნენ სამაშველო პროექტში მონაწილეობის მისაღებად, გოგონამ კი ზაფხული თავის ბოჰემურ დეიდასთან უნდა გაატაროს. მაგრამ დეიდა სულაც არაა საიმედო ადამიანი და მალევე მიდის ნაოსნობაში ახალგაცნობილ კაცთან ერთად, ამიტომ გოგონა გადაწყვეტს, თავად მიხედოს თავს – ასე იწყება მისი ტრაგიკული და ამავე დროს სასაცილო თავგადასავალი, რომელიც ბევრ გამოცდას უმზადებს. მეზობლებისა და შემთხვევითი სტუმრების წყალობით ის პირისპირ ხვდება მოზრდილების აბსურდულ და გრძნობებისგან დაცლილ სამყაროს. გოგონა რეალობის შეგრძნებას კარგავს და თანდათან საკუთარ თავში იკეტება. შვებას მხოლოდ თავის სამყაროში პოულობს, წიგნების, სიზმრების და ექსპერიმენტების დახმარებით.
რეჟისორი: მაიკ ლი
გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი. ოჯახი და მეგობრობა. სიყვარული და სითბო. სიხარული და სევდა. იმედი და სასოწარკვეთა. ურთიერთობა. მარტოობა. დაბადება. სიკვდილი. დრო გადის...
რეჟისორი: პატრიკ კაზალი
ფილმი თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი რეჟისორის, სერგო ფარაჯანოვის შესახებ გადაღებულია მის თბილისურ სახლში, აგრეთვე „აშუღ ყარიბის“ გადაღების ადგილზე, ფარაჯანოვის მუზეუმში ერევანში და პარიზში. მრავალგზის დევნილი, მაგრამ მუდამ დამოუკიდებელი რეჟისორის პორტრეტი მის მრავალმხრივ ნიჭს წარმოგვიდგენს (ფერმწერი, დეკორატორი, დიზაინერი...). ფილმში ჩართულია ინტერვიუები სერგო ფარაჯანოვთან, სოფიკო ჭიაურელთან, ედუარდ შევარდნაძესთან, იური მეჩითოვთან და სხვებთან.
რეჟისორი: ფრანსუა ოზონი
ფილმის მოქმედება ერთ ფრანგულ პროვინციულ ქალაქში ვითარდება 1977 წელს. რობერ პიუჟოლი ქოლგების ფაბრიკის მეპატრონეა. მისი ცოლი სიუზანი, სახლს მიჯაჭვული, მორჩილი დაისახლისი, ხვდება, რომ ქმარი ღალატობს, მაგრამ ოჯახში სიმშვიდის შესანარჩუნებლად არაფერს იმჩნევს. ერთ დღეს კი ყველაფერი იცვლება: რობერი, რომელიც ფაბრიკის გაფიცულ მუშებთან გამკლავებას ვერ ახერხებს, გულის შეტევით საავადმყოფოში ხვდება და ფაბრიკაში მის ადგილს მადამ პიუჟოლი იკავებს...
რეჟისორი: ულრიხ კოელერი
უკვე 20 წელია ებო და ვერა ველტენები აფრიკის სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობენ. ებო ძილის დაავადების პროგრამის ხელმძღვანელია და მოსწონს თავისი საქმე. ვერა კი დაკარგულად გრძნობს თავს ინტერნაციონალურ საზოგადოებაში და თავისი 14 წლის ქალიშვილი ენატრება, რომელიც გერმანიაში სწავლობს.
რეჟისორი: ალექსანდრე მინდაძე
შაბათი, 1986 წლის 26 აპრილი: აფეთქება ჩერნობილის ატომურ სადგურზე. პარტია ვითარების დაწყნარებას ცდილობს, მაგრამ ვალერი კაბიში, ყოფილი დრამერი, რომელიც ახლა პარტიული მუშაკია, ხელმძღვანელობის პანიკას ხედავს და ხვდება, რომ დრო არ ითმენს. თავის შეყვარებულთან და მეგობარ მუსიკოსებთან ერთად ვალერი ქალაქის დატოვებას ცდილობს. მაგრამ ეს შაბათი დღეა. ადამიანები სეირნობენ, საყიდლებზე დადიან, ქორწინდებიან, ქუჩაში ბავშვები თამაშობენ. როცა ცხოვრება ასე უდარდელად მიედინება, გაქცევა შეუძლებელი ხდება.
რეჟისორი: ლუკას მუდისონი
ომოლი პატარა, არაფრით გამორჩეული ქალაქია, სადაც არასდროს არაფერი ხდება, სადაც სიახლეები მაშინ აღწევს, როცა დაძველდება. თინეიჯერ ელინს ცუდი რეპუტაცია აქვს, როცა საქმე ბიჭებს ეხება, მაგრამ მას სინამდვილეში არასოდეს უქნია „ის“. აგნესი – გოგონა მისი სკოლიდან – შეყვარებულია ელინზე, მაგრამ მეტისმეტად მორცხვია, რომ საკუთარი გრძნობები გამოხატოს. რაღაც მიზეზის გამო ელინი გვიანობამდე რჩება აგნესის დაბადების დღეზე. ისინი ღამეს ერთად ატარებენ, მაგრამ ამის შემდეგ ელინი ყველანაირად თავს არიდებს აგნესს და საკუთარ თავსაც არ უტყდება, რომ თვითონაც ჰომოსექსუალია.
რეჟისორი: ალექსანდრე მინდაძე
შაბათი, 1986 წლის 26 აპრილი: აფეთქება ჩერნობილის ატომურ სადგურზე. პარტია ვითარების დაწყნარებას ცდილობს, მაგრამ ვალერი კაბიში, ყოფილი დრამერი, რომელიც ახლა პარტიული მუშაკია, ხელმძღვანელობის პანიკას ხედავს და ხვდება, რომ დრო არ ითმენს. თავის შეყვარებულთან და მეგობარ მუსიკოსებთან ერთად ვალერი ქალაქის დატოვებას ცდილობს. მაგრამ ეს შაბათი დღეა. ადამიანები სეირნობენ, საყიდლებზე დადიან, ქორწინდებიან, ქუჩაში ბავშვები თამაშობენ. როცა ცხოვრება ასე უდარდელად მიედინება, გაქცევა შეუძლებელი ხდება.
|
|