რეჟისორი: ბენედეკ ფლიგაუფი
ბავშვობაში ჩასახული სიყვარული ახალი ძალით და ვნებით იფეთქებს, როდესაც რებეკა და თომასი 12 წლის განშორების შემდეგ ისევ შეხვდებიან ერთმანეთს. მაგრამ თომასი ავტოკატასტროფაში იღუპება. სასოწარკვეთილი რებეკა თავის მოკვლას ფიქრობს, მაგრამ შემდეგ სხვა გადაწყვეტილებას იღებს: კლონირების ტექნოლოგიის დახმარებით ის „ახალი“ თომასის გაჩენას გადაწყვეტს. ექსპერიმენტი წარმატებული აღმოჩნდება, ბავშვი დაიბადება, მაგრამ პატარა თომასი იზრდება და პრობლემები ჩნდება...