მეოთხე დღე, 10 დეკემბერი, შაბათი
warning: DOMDocument::loadHTML(): Unexpected end tag : p in Entity, line: 2 in /home/shokoladi/sites/all/themes/shokoladi2010/templates/page.tpl.php on line 37.

მოღალატეები

მოღალატეები

რეჟისორი: ლივ ულმანი  

მოხუცი რეჟისორი, ბერგმანი, ფილმის მთავარ გმირს, მარიანას უხმობს თავის წარმოსახვაში. გოტლანდში, ჩრდილოეთის ზღვის პატარა კუნძულზე განმარტოებული რეჟისორი ქალის მონათხრობის მიხედვით თხზავს მისი მუდამ ცვალებადი ცხოვრების ისტორიას. მარიანას ბედნიერი ოჯახი აქვს; მისი ქმარი მარკუსი ორკესტრის დირიჟორია. ჰყავთ პატარა ქალიშვილი – ისაბელი. მოულოდნელად ქალს ოჯახის მეგობარი – დავიდი უყვარდება. მაგრამ პარიზში ხანმოკლე მოგზაურობის შემდეგ, შეყვარებულების ცხოვრება ცუდ სიზმარს ემსგავსება.

ქალაქი შენს ქვევით

 ქალაქი შენს ქვევით

რეჟისორი: კრისტოფ ჰოხჰოისლერი  

პირველად ვერნისაჟზე ხვდებიან ერთმანეთს, როლანდ კორდესი, მსხვილი ბანკის მენეჯერი და სვენია, ბანკის ერთ-ერთი თანამშრომლის ცოლი. მათ შორის რაღაც მიზიდულობა ჩნდება. რამდენიმე დღის შემდეგ შემთხვევა მათ ისევ შეახვედრებს, სვენია თამაშს ჰყვება, მაგრამ ურთიერთობის გაბმას არ თანხმდება. როლანდი, რომელიც მოვლენების თავის ნებაზე მართვას არის ჩვეული, სვენიას ქმარს ინდონეზიაში გზავნის სამუშაოდ მაღალანაზღაურებად, მაგრამ საშიშ პოსტზე. სვენია, რომელმაც ამ საქმეში როლანდის მონაწილეობის შესახებ არაფერი იცის, წინააღმდეგობას თმობს...

ფრაგმენტები აბასთუმნიდან

ფრაგმენტები აბასთუმნიდან

რეჟისორი: შორენა თევზაძე  

ტუბერკულოზით დაავადებული ზალიკო აბასთუმნის სანატორიუმში მკურნალობს, სადაც პაციენტებს რთულ პირობებში უწევთ ცხოვრება და მათი ერთად–ერთი მკურნალი აბასთუმნის ტყის ბუნებრივი იზონიაზიდია. გადის წლები და გადამღები ჯგუფი ზალიკოს ოჯახს ესტუმრება...

რუბენ მამულიანი, ბროდვეის და ჰოლივუდის ოქროს ხანა

რუბენ მამულიანი, ბროდვეის და ჰოლივუდის ოქროს ხანა

რეჟისორი: პატრიკ კაზალი  

ფილმი თბილისში დაბადებული, სომხური წარმომავლობის ამერიკელი რეჟისორის, ბროდვეის მუსიკალური თეატრისა და ჰოლივუდის ერთ-ერთი პიონერის, რუბენ მამულიანის შესახებ თბილისში, როჩესტერში, ნიუ ორკში, ლოს ანჯელესსა და პარიზშია გადაღებული. ფილმი მოიცავს მდიდარ საარქივო მასალას, მათ შორის ფრაგმენტებს რუბენ მამულიანის 1986 წელს, სიკვდილამდე ერთი წლით ადრე ჩაწერილი ინტერვიუდან.

საქართველოს სიმებიანი კვარტეტი

საქართველოს სიმებიანი კვარტეტი

რეჟისორი: ლევან ადამია  

ფილმი საქართველოს სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტის წევრების ცხოვრებასა და შემოქმედებაზე მოგვითხრობს. ფილმის გმირები თავად ყვებიან თავიანთ თავგადასავლებს და ასრულებენ ნაწარმოებებს კვარტეტის რეპერტუარიდან. სიმებიან კვარტეტს შეფასებას აძლევენ მათი კოლეგები, ცნობილი ქართველი მუსიკოსები. ფილმი მდიდარია კვარტეტის შემოქმედებითი არქივიდან აღებული ეპიზოდებით და მუსიკალური ფრაგმენტებით.

ნეტავი იქ თეატრი არის?!

ნეტავი იქ თეატრი არის?!

რეჟისორი: ნანა ჯანელიძე  

ეს ფილმი ერთი ოჯახის თავგადასავალს გვიამბობს, კავსაძეების ოჯახის – სანდროს, დათიშკას, კახის... ერთი ოჯახის თავგადასავალი, ამავე დროს, ერთი დიდი ქვეყნის ისტორიაა, ქვეყნისა, რომელიც რუკაზე გაქრა და მალე ადამიანთა მეხსიერებაშიც აღარ იარსებებს... საბჭოთა კავშირი – სახელმწიფო და მისი ბედი, გარდატეხილი დიდი მსახიობის, კახი კავსაძის ცხოვრების პრიზმაში.

სიმღერა, რომელიც მახსოვს

სიმღერა, რომელიც მახსოვს

რეჟისორი: ფლორიან კოსენი   

ჩილესკენ მიმავალ გზაზე 31 წლის მარია ბუენოს აირესში ჩერდება, სადაც შემთხვევით ესპანურ საბავშვო სიმღერას ისმენს. მიუხედავად იმისა, რომ ენა არ იცის, მარიას სიმღერის ესპანური ტექსტი და მელოდია ახსენდება. აღელვებული და დაბნეული მარია მოგზაურობას წყვეტს და უცხო ქალაქში რჩება.

ხვალ, ზეგ და მაზეგ

ხვალ, ზეგ და მაზეგ

რეჟისორი: ზურაბ ინაშვილი   

ხვალ, ზეგ, მაზეგ... ჩვენი შვილები – როგორ ხედავენ ისინი თავიანთ მომავალს? რა აწუხებთ, რა აფიქრებთ, როგორ აღიქვამენ რეალობას? როგორია მათი ინტერესები, ურთიერთობა მეგობრებთან, მშობლებთან, საზოგადოებასთან? მიზანი ერთია –ვაჩვენოთ მაყურებელს ამ თაობის რეალური ცხოვრება, მათი განცდები, წარმატებები თუ შეცდომები, ვაჩვენოთ, თუ როგორი იქნება საქართველო ხვალ, ზეგ და მაზეგ...

ჯეინ ეირი

ჯეინ ეირი

რეჟისორი: კერი ფუკუნაგა  

კინოს ისტორია შარლოტ ბრონტეს ცნობილი რომანის "ჯეინ ეირის" არაერთ ადაპტაციას იცნობს. მით უფრო მოულოდნელია ახალგაზრდა რეჟისორის, კერი ფუკუნაგას გადაწყვეტილება, საშიში მექსიკური ჯურღმულებიდან, სადაც მისი სადებიუტო ფილმი Sin nombre თამაშდება, მე-19 საუკუნის ინგლისში გადაენაცვლა და სცენარისტის, მოირა ბაფინის ("თამარა დრიუ") დახმარებით ახალი კუთხით ეჩვენებინა ამბავი ახალგაზრდა ქალისა, რომელიც არავის ჰგავს. რომანტიკული დრამის სიუჟეტი რეტროსპექტიულად არის აწყობილი, სადაც მთავარი გმირი, ჯენი, თავის ცხოვრებას იხსენებს.

მარადიული წამები

მარადიული წამები

რეჟისორი: იან ტროელი  

შვედეთი, მეოცე საუკუნის დასაწყისი. სოციალური გარდაქმნებისა და სიღატაკის ხანა. ახალგაზრდა მუშა ქალი, მარია, ლატარეაში ფოტოკამერას იგებს. გარდა იმისა, რომ კამერა მარიას საშუალებას აძლევს სულ სხვა თვალით დაინახოს სამყარო, ის სერიოზულად აშფოთებს მის ალკოჰოლიკ, მექალთანე ქმარს, რადგან ქალის ცხოვრებაში სიმპათიური ფოტოგრაფი, პედერსენი ჩნდება.

ეული პანტერა

ეული პანტერა

რეჟისორი: ჯულია ლოკტევი  

ახალგაზრდა წყვილი დაქორწინებამდე საქართველოში ჩადის სამოგზაუროდ. ალექსი და ნიკა ადგილობრივ გამყოლს დაიქირავებენ და მასთან ერთად კავკასიის მთების დასალშქრად მიდიან. სამი ადამიანი ველურ ლანშაფტში, რომელიც ერთდროულად ძალიან ღიაც არის და საშიშად ჩაკეტილიც. ისინი საათობით დადიან, ანეკდოტებს ყვებიან, დროს თამაშში ატარებენ, სანამ რაღაც არ შეეშლებათ – უნებური ჟესტი, სულ რამდენიმე წამი, და ყველაფერი იცვლება...