მეორე დღე, 8 დეკემბერი, ხუთშაბათი
warning: DOMDocument::loadHTML(): Unexpected end tag : p in Entity, line: 12 in /home/shokoladi/sites/all/themes/shokoladi2010/templates/page.tpl.php on line 37.

თეთრი, თეთრი სამყარო

თეთრი,თეთრი სამყარო

რეჟისორი: ოლეგ ნოვკოვიჩი  

40 წლის კინგი ბარის მფლობელია ბორში, გავერანებულ სერბულ სამთო ქალაქში. ის უცოლოა, დღევანდელი დღით ცხოვრობს და მხოლოდ საკუთარი მოტოციკლი აინტერესებს. წლების წინ რუზიკასთან ჰქონდა ურთიერთობა, თავისი საუკეთესო მეგობრის, ანიმალის ცოლთან, რაც იმით დასრულდა, რომ რუზიკამ ქმარი მოკლა და ამისთვის ციხეში მოხვდა.

მესაათე

მესაათე

რეჟისორი: გიორგი მასხარაშვილი  

გახმაურებული მკვლელობების სერია, დაკავებული ბოროტმოქმედი, საბოლოო განაჩენის მოლოდინი – ეს არის დოკუმენტური ფილმის თემა, რომელზეც ირაკლი მუშაობს. რაც უფრო შორს მიდის კვლევა, მით უფრო მზაფრად იკვეთება საზოგადოების როლი სამყაროში უსამართლობის დამკვიდრებასა და თავისუფალი სულის განადგურებაში.

დედალი მაიმუნები

დედალი მაიმუნები

რეჟისორი: ლიზა აშანი  

ფილმი გადარჩენის ხელოვნების შესახებ. 15 წლის ემას, მისი პატარა დის, სარას და ახლადშეძენილი მეგობრის, კასანდრას ისტორია. ემა და კასანდრა ერთმანეთს სპორტულ კლუბში ხვდებიან. მათი ურთიერთობა დასაწყისშივე რთული და წინააღმდეგობებით სავსეა. ემა, რადაც არ უნდა დაუჯდეს, თამაშის სადავეების ხელში ჩაგდებას ცდილობს. ფსონები იზრდება და დაძაბულობა მატულობს, ემას კი სულ უფრო უჭირს ყოვლისმომცველი კონტროლის მანიაზე უარის თქმა.

ოთხი ცხოვრება

ოთხი ცხოვრება

რეჟისორი: მიქელანჯელო ფრამარტინო  

იტალიის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში, კალაბრიის მთებში, ერთ წყნარ შუასაუკუნოვან სოფელში მოხუცებული მწყემსი თავის უკანასკნელ დღეებს ითვლის. სოფლის მაცხოვრებელთა უმეტესობამ დიდი ხნის წინ მიატოვა ადგილი, სადაც ის თავის თხებს მწყემსავს. მოხუცი ავად არის, წამლად კი წყალს სვამს, რომელშიც სოფლის ეკლესიის იატაკიდან შეგროვებულ მტვერს ურევს.

სიხარულის ოდა

სიხარული ოდა

რეჟისორი: მიხეილ მრევლიშვილი  

ფილმის გმირები მთელს ევროპაში მიმოფანტული ქუჩის მუსიკოსები არიან. თითოეული მათგანი თავის ინსტრუმენტზე შეასრულებს ნაწყვეტს ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიიდან (სიხარულის ოდა). ისინი აგრეთვე ყვებიან ისტორიებს თავიანთ ქვეყნებსა და ქალაქებზე.

შეყვარებულები ხიდიდან

შეყვარებულები ხიდიდან

რეჟისორი: ლეო კარაქსი  

ორი უსახლკარო ახალგაზრდის სიყვარულის ამბავი პარიზის უძველეს ხიდზე, პონტ ნეფზე ვითარდება, რომელიც საროკონსტრუქციო სამუშაოების გამო დაკეტილია. ალექსი, ცირკის ყოფილი მსახიობი, ხიდზე ცხოვრობს, სვამს, ქურდობს და ნარკოტიკებს ყლაპავს. ხიდს შეაფარებს თავს მიშელიც, მხატვარი, რომელმაც სახლი დატოვა, რადგან სიყვარულში არ გაუმართლა და თვალის დაავადების გამო ნელ-ნელა ბრმავდება...

ნაძალადევად

ნაძალადევად

რეჟისორი: რუბენ იოსტლუნდი  

ტრაგიკული კომედია ან, თუ გნებავთ, კომიკური ტრაგედია მასის მიერ ინდივიდის ჩაგვრაზე. ყოველდღიური ცხოვრების ხუთი სხვადასხვა ეპიზოდი.

ტურინული ცხენი

ტურინული ცხენი

რეჟისორი: ბელა ტარი  

1889 წელს ტურინში მოგზაურობის დროს გერმანელი ფილოსოფოსი ფრიდრიხ ნიცშე შეესწრო სცენას, როგორ ამათრახებდა მეეტლე გაჯიუტებულ ცხენს. ნიცშე ცხენს მივარდა, ხელები ყელზე მოხვია, რომ დაეცვა, და გრძნობა დაკარგა. ამის შემდეგ ნიცშე სამუდამოდ დადუმდა და თავისი ცხოვრების ბოლო 11 წელი დედისა და დების მეთვალყურეობის ქვეშ გაატარა ლოგინად ჩავარდნილმა ისე, რომ სიტყვა აღარ უთქვამს. მაგრამ რა დაემართა ცხენს? ამ პროლოგის შემდეგ ნიცშე უკანა პლანზე იწევს და მთავარი გმირი სწორედ ეს ცხენი ხდება.

პოლი

პოლი

რეჟისორი: კრის კრაუსი  

1914 წლის ზაფხულში, პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, 14 წლის გერმანელი გოგონა, ოდა, ბალტიისპირეთში მისი ოჯახის საგვარეულო მამულში, პოლში ბრუნდება. რუსეთის იმპერიის ამ განაპირა პროვინციაში მცხოვრებ გერმანელებს, რუსებსა და ესტონელებს დაძაბული ურთიერთობები აქვთ. ერთ დღეს ოდა მძიმედ დაჭრილ ესტონელ ანარქისტს ხვდება. იმპულსური გოგონა ახალგაზრდა კაცს მამულში მალავს და უვლის, თუმცა ესმის, რომ მის ამ საქციელს მძიმე შედეგები შეიძლება მოყვეს.