მძულს

მაისი 15, 2012 ავტორი გიორგი ხასაია

HATE


ალექსანდრ ბრენერი

თარგმანი- გიორგი ხასაია გიორგი წურწუმია

 

დღეს დიდ მაღაზიაში ვფურცლავდი

მდიდრულ წიგნს სახელწოდებით ”როლინგ სტოუნზი”.

ოდესღაც მიყვარდა ეს  როკ-ჯგუფი

და მომწონდა კიტ რიჩარდსის

თითქოს ხისგან გამოჩორკნილი სიფათი

უხეში და ძლიერი ნაოჭებით.

აი, ვათვალიერებ მათ ფოტოებს

სადაც სცენაზე  ყლეპროჭაობენ, გამოუსწორებლები

თავიანთ შესანიშნავ შარვლებში, პიჯაკებსა

და პერანგებში

ვათვალიერებ მათ ფოტოებს,

სადაც ცოლ-შვილთან ერთად

თაიგულებით ხელში პოზირებენ

თავიანთ მისაღებ ოთახებში

და ვგრძნობ რომ მძულს ისინი!

ნუთუ არ უწყიან, რომ აფრიკაში

შიმშილისგან სკდება მიწა

და ადამიანებს ქუსლები უსკდებათ

რომ ანგლოსაქსონური რასა

ამცირებს ფერადკანიან ნაბიჭვრებს?

ნუთუ ვერ გრძნობენ, რომ მე და ჩემს ოჯახს

ფული გვჭირდება?

ნაძირლები!  მთლად გამოსირდნენ!

გული მერევა მათი სიფათების დანახვაზე!

ჩემთვის აუტანელია მათი მუსიკის მოსმენა!

ეს რა ჯანდაბის როკია ?!

მოვითხოვ, ახლავე, დაუყოვნებლივ

განაწილდეს პლანეტის ფულადი სახსრები ისე

რომ ყველა ადამიანმა თანაბრად მიიღოს

სამყაროში მბრუნავი

ყველა დოლარი, ფრანკი, ლირა, ფუნტი და მარკა

ასევე ოქროს ზოდები.

ახლავე, დაუყოვნებლივ!

 

* ბლოგში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს რედაქციის შეხედულებებს.
@