warning: DOMDocument::loadHTML(): Unexpected end tag : p in Entity, line: 1 in /home/shokoladi/sites/all/themes/shokoladi2010/templates/page.tpl.php on line 37.

"ლიტერატურული კაფე", ახლა უკვე გუდაურში

ფოტო: ნიკო ტარიელაშვილი
"ფორთოხლით უფრო გემრიალია, ეს გააკეთე" ან "ჰო, კოსტავას ლიტ.კაფეში ვარ, გამოდი და ყავას დაგალევინებ, ხომ გინდა ყავა?" - ამგვარი პარალელური ფრაზების მოსასმენად მზად უნდა იყოთ მაშინ, როდესაც რამაზ გემიაშვილს ტელეფონით ესაუბრებით. ნამცხვრები და შოკოლადი ხომ მისი ცხოვრების უცვლელი თანამგზავრია! მას შემდეგ, რაც თბილისის სხვადასხვა უბანს "გემრიელად" მოედო ლიტ.კაფეები და გემიაშვილის უგემრიელესი, ცნობილი "ლიტერატურულის ნამცხვრები", ეს ყველაფერი თბილისის მასშტაბებს გაცდა და საქართველოს სხვადასხვა კურორტზე დაიდო ბინა. პირადად მე, წელს მთელი აგვისტო გონიოს ლიტ.კაფეში გავატარე, გემრიელი ნამცხვრების და წიგნების გარემოცვაში. პარალელურად, ბათუმში ის ადგილიც მოვინახულე, სადაც ახალი ლიტ.კაფე უნდა გახსნილიყო და დანამდვილებით ვიცი, რომ ამ თვის ბოლოს, ბათუმელებსაც ექნებათ დროის გემრიელად და ნაყოფიერად გატარების საშუალება. მაგრამ ახლა ხომ ზამთარია და სპორტის და ჯანმრთელი ცხოვრების მოყვარული ხალხი სათხილამურო კურორტებზე მიდის! გუდაურში, რა თქმა უნდა! ჰოდა, არ გაგიკვირდეთ, თუ სათხილამურო "კანატკასთან", დეკემბრის ბოლოს ჩასულებს, ლიტ.კაფე დაგხვდებათ - თქვენთვის ნაცნობი მენიუთი, თქვენი საყვარელი წიგნებით და ამ კურორტისთვის შესაფერისი ინტერიერით. კედლებზე დახატული ირმებით (აი ისეთი, ჯემპრებს რომ ეხატა) და დიდი სარკეთი. ჰო, ისე, ეს ახალი ატრიბუტი ლიტ.კაფესთვის სიახლეა და იცით რატომ კიდია? - "იმიტომ, რომ ყველას ჰქონდეს საშუალება, საკუთარი ნამზეურით დატკბეს"-ო, განაცხადა რამაზ გემიაშვილმა.

ასე რომ, მომავალ შეხვედრამდე გუდაურის "ლიტ.კაფეში"!

 

დატოვე კომენტარი

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.