|
|
|
ბლოგის უახლესი ჩანაწერები |
ლიტერატურა ა-ლა ფურშეტი
თებერვალი 15, 2012 ავტორი გიორგი ხასაიალიტერატურა ა-ლა ფურშეტი ვალერი ნუგატოვი თარგმანი რუსულიდან გ. ხასაია გ.წურწუმია
დღეს არის პრეზენტაცია მწერალ X-ის წიგნისა “X” დღეს ჩვენ მოგიყვებით როგორი კარგი მწერალია მწერალი “X”-ი დღეს მწერალი Y ასევე მოგვიყვება თუ როგორი კარგი მწერალია მწერალი X-ი დღეს მწერალ X-ის მეგობარი მწერალი Z პოპულარული ენით მოგვიყვება, თუ როგორი კარგი მწერალია მწერალი X-ი დღეს მწერალ Y-ის მეგობარი მწერალი W დაწვრილებით მოგვიყვება თუ როგორი კარგი მწერალია მწერალი X-ი დღეს მწერალ W-ს ცოლი, მწერალი V კიდევ უფრო დაწვრილებით მოგვიყვება თუ როგორი კარგი მწერალია მწერალი X-ი და აგრეთვე როგორი კარგი საყვარელია ის დღეს კრიტიკოსები U, T და S თანმიმდევრობით, მოკლედ, მაგრამ დაწვრილებით მოგვიყვებიან, თუ როგორი კარგი მწერლები გვყავს და როგორი კარგი მწერალია კერძოდ მწერალი X-ი შემდეგ გამოვა პოეტი R და იტყვის, რომ მთლად კარგად ვერ გაიგო სად მოხვდა, მაგრამ პრინციპში წინააღმდეგი არ არის და თუ მწერალი X-ი ნამდვილად კარგი მწერალია და ყველანი თანხმდებიან ამაზე, მისი აზრითაც მწერალი X-ი ნამდვილად კარგი მწერალია შემდეგ ადგება კარგი მწერალი X-ი და ყველას მადლობას გადაუხდის კეთილი სიტყვებისთვის ხოლო პოეტი R ყურში ეტყვის მწერალ P-ს: ყლე მწერალია მაინც ეს X-ი და ალბათ წიგნიც ყლეური ექნება დაწერილი ახლა კი ფურშეტი - მხიარულად იტყვის კარგი მწერალი X-ი, ავტორი თავისი ახალი კარგი წიგნისა “X” და მწერლები გაიხარებენ და ხტუნვა-ხტუნვით გაიქცევიან ცარიელი მაგიდებისკენ მწერალი Y შეწვავს და შეჭამს მწერალ Z-ს მწერალი W მარცხენა ძუძუს მოაჭამს მწერალ O-ს, ამოავლებს მას ფქვილში და მწერალ N-ს გაუმასპინძლდება კრიტიკოსი T კვერცხებს მოაჭამს მწერალ N-ს და შეაფურთხებს მათ პოეტ M-ს პოეტესა L წვივს მოაგლეჯს კრიტიკოს U-ს და მისგან მწვადს მოამზადებს მწერალი K ენას მოაჭრის მწერალ I-ს და მოხარშავს მას დაფნის ფოთოლთან ერთად მწერალი N ყურიდან ტვინს გამოწოვს მწერალ G-ს და ნედლად მიირთმევს მწერალი F კისრის ძარღვებს გადაუხსნის პოეტესა E-ს და დალევს მის მოტუპტუპე სისხლს დიდი ყლუპებით მწერალი D უბრალოდ ჩანგლით ამოთხრის თვალს მწერალ C-ს ხოლო მწერალი P გამოკვებავს მწერალ X-ს საკუთარი ყურებით. დაიცდის, სანამ ისინი ჩაიხარშება და გადაყლაპავს მიღებულ ქაქს დილისკენ ლიტერატურული სალონიდან გამოცვივდებიან გასისხლიანებული ნაფლეთები და ტროტუარებზე კაკუნით გაემართებიან მეტროსადგურისაკენ სუსხიან ქართან და პირქუშ დიდებასთან შესაგებებლად და კუთხეში, ნაფლეთი, რომელშიც ძნელად ამოიცნობა მწერალი A, უკბილო პირით ეტყვის ნაფლეთს, რომელშიც კიდევ უფრო ძნელად ამოიცნობა მწერალი B: პვეჟინტასიამ ჭალმატებით ჩაიალა და მწერალ B-ს ნაფლეთი, ტუჩის ნაგლეჯით სისხლს შეახოცავს რა ასფალტს, უპასუხებს : კი, შაოცალი შაგამო იკო * ბლოგში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს რედაქციის შეხედულებებს.
|
რუბრიკები| გირჩევთ | დისკუსია | ესეი | ინტერვიუ | | ისტორიები | კომენტარები | მიმოხილვა | | რეპორტაჟი | საავტორო | სვეტი | | სპეცპროექტი | წერილები | ძიება |
დატოვე კომენტარი