|
|
|
ბლოგის უახლესი ჩანაწერები |
კონვერტაცია
თებერვალი 19, 2012 ავტორი გიორგი ხასაიაცნობილი მოაზროვნე, ზიგმუნდ ბაუმანი ერთგან ჩიოდა, რომ აგორა მთლიანად გაძევებულია ჩვენი ცხოვრებიდან. გვაქვს მხოლოდ პირადი სივრცე (ოიკოსი) და საჯარო სივრცე (ეკლესია), მათ შორის აგორა უნდა იყოს, მაგრამ ფაფუ - არ არის, ამითაა გამოწვეული პირადის გასაჯაროვების ტენდენცია და სხვ. ამბობენ, რომ სოციალურმა ქსელებმა სწორედ რაღაც შუალედური დაიჭირეს პირადსა და საჯაროს შორის. ჩვენში ყველაზე პოპულარული ფეისბუქია ალბათ. მე არ მაქვს ფეისბუქი, მაგრამ ყველას აქვს ჩემს გარშემო, ამიტომ ხშირად ვიჭყიტები. უაღრესად საინტერესო დისკუსიების მომსწრე არაერთხელ ვყოფილვარ, თუმცა ჩემთვის საინტერესო სხვა რამეა - რამდენად კონვერტირდება ის მოვლენები, რომელთა მომსწრე და მონაწილე ვართ, ფეისბუქის ფორმატისთვის დამახასიათებელი ოპერაციების ენაში? ფრენდებმა პრეზიდენტი-მ(ა) და პატრიარქი-მ(ა) გაცვალეს თავიანთი პროფილის სურათები ფრენდმა იმედა -მ(ა) გაიცნო ბიძინა ივანიშვილი და თქვა, რომ ძალიან სასიამოვნოა მისთვისაც 100 000 ქართველს მოსწონს "იყიდება მამა გაბრიელი" და 3 სხვა გვერდი ვანო მერაბიშვილი - მ(ა) გააზიარა ბმული : Julia Cahill Kiddie Porn ( http://videoart.net/home/Artists/VideoPage.cfm?Artist_ID=6906&ArtWork_ID...) ამბროსი მელქაძე-მ(ა) შექმნა გვერდი "ყლე" (ყველა ლირიკოსი ერთად) ფრენდმა Georgia - მ(ა) დატოვა ჯგუფები "სეკულარიზმი" და "სოციალური სახელმწიფო" შრომის კოდექსი საერთოდ არაა შენი ფრენდი შრომის კოდექსი გადაგიმტვრევს 38-ე მუხლზე ბიძინა ივანიშვილი - მ(ა) გააზიარა Roy Lichtenstein-ის სურათი ფრენდს Roy Lichtenstein არ მოსწონს ბიძინა ივანიშვილის კედელი პრეზიდენტი დაესწრო ღონისძიებას "ნიკიტა მიხალკოვის შვილის ქორწილი" თხა და მგელი are now friends მყვლეფავ-ბანკი - მ(ა) დაიკომენტა ბმული : "ხალხო, ფულით ყველაფერს ვერ..." რუსთავი 2 -ს მოსწონს შსს-ს კედლის წარწერა : Et in arcadia ego ქართული ლიტერატურა ურთიერთობაშია ერის წყლული-სთან ზაზა გაბუნია: "ღმერთის სახელი დიდი ჩიტივით ამოფრინდა ჩემი მკერდიდან", მომხმარებლებს ლევან ვეფხვაძე, ოსიპ მანდელშტამი და 7 სხვას მოეწონათ ეს ფრენდი მიხეილ სააკაშვილი ძალით გააწევრიანეს ჯგუფში "დარჩი მესამედ" ფრენდმა მკვდრები, შეკითხვას: სად უნდა დამარხოთ საკუთარი მკვდრები? უპასუხა შემდეგნაირად: მთაწმინდაზე და ა.შ. და ა.შ. და ა.შ და ა.შ და ა.შ და ა.შ და ა.შ დ ა ა.შ. და ა.შ * ბლოგში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს რედაქციის შეხედულებებს.
|
რუბრიკები| გირჩევთ | დისკუსია | ესეი | ინტერვიუ | | ისტორიები | კომენტარები | მიმოხილვა | | რეპორტაჟი | საავტორო | სვეტი | | სპეცპროექტი | წერილები | ძიება |
დატოვე კომენტარი