კონფორმისტი

ინტერვიუ დავით კიკალიშვილთან

ფოტო: ლევან ხერხეულიძე
ცურვა მარტოს უყვარს და იშვიათად თუ ამოყვინთავს ხოლმე ზედაპირზე. როცა ატყობს, რომ პრობლემები უჩნდება, კიდევ უფრო ქვევით, ცივი წყლებისკენ მიდის.  როგორც წესი,  დინების მიმართულებით ცურვას ამჯობინებს და შეუძლია დაკმაყოფილდეს იმით, რასაც  ცხოვრება სთავაზობს.  ხანდახან საჭიროზე დიდხანს ოცნებობს.

მისი იარაღი  იუმორია.  იშვიათად ამბობს "ჰოს" და "არას". როგორც წესი, ორჭოფული  "შესაძლებელიას" უკან იმალება. უარის თქმა უჭირს, ამიტომაც ცდილობს, გვერდით ყოველთვის ისეთი ვინმე ჰყავდეს,  ვინც "არას" მის მაგივრად იტყვის. ძნელია მოატყუო, ამ დროს თვითონ უყვარს ფანტაზიორობა. თუმცა, როგორც წესი ეს უვნებელი ტყუილებია. კარგი მწერალი, მხატვარი ან მსახიობი გამოვიდოდა,  და კიდევ - კერძო დეტექტივების  კანტორის  მფლობელი.

ის არ ეძებს სახელს, პრესტიჟს, ძალაუფლებას,  სიმდიდრეს,  თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ გულგრილია ასეთი რამეების  მიმართ. კარგი ინტუიცია და შემოქმედებითი მუხტი აქვს, თუმცა შეუპოვრობა და დისციპლინა არასდროს ყოფნის. ზარმაცია და ცოტა  მშიშარაც.

- მე ჩემი მისია ავირჩიე. ვიყო დამკვირვებელი. დავაკვირდე  საკუთარ თავს  და იმას, რაც ჩემს გარშემო ხდება. მინდა, რაღაც მნიშვნელოვანი მომენტები პირველმა მე დავიჭირო და გითხრა: - "აი, ნახე, ნახე, რა მაგარი რაღაცაა, ნახე რა ხდება.... ან, ფრთხილად,  გაიწიე, შეიძლება ეს დაგეტაკოს! მე ის ტიპი ვარ, გვერდით რომ მოგყვება და ოდნავ უფრო ყურადღებიანია, ვიდრე შენ. მესამე თვალი რა....

- რა აღმოჩენები გააკეთე იმ  ცამეტი წლის განმავლობაში, რომელიც რუსთავი 2-ში გაატარე?  ეს ხომ შენი ცხოვრების ნაწილია.

- მე და შენ სწორედ ცვლილებების გამო გავხდით ისეთები, როგორებიც ვართ. ოცი წლის ვიყავი, ჩემი გზით მივდიოდი, ვფიქრობდი რომ მხატვარი ვიქნებოდი. მერე გამომძიებელობა გადავწყვიტე. და უცბად ,ზვიადი, დამოუკიდებლობა. ყველაფერი დაინგრა და აღმოვჩნდი სიტუაციაში, როცა ახალი არჩევანი უნდა გამეკეთებინა.  იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ ტელევიზიაში ვერასდროს მოვხვდებოდით, რომ არა ეს ცვლილებები. ჩვენ მაშინდელი რევოლუციის შვილები ვართ. რაც შეეხება იმ რევოლუციას, რომელიც ჩვენი მონაწილეობით მოხდა, ცოტა მეშინია, ჩვენი ფუნქცია მაშინ ხომ არ ამოვწურეთ, როცა ტიპები პარლამენტში შევარდნენ და ვთქვით: მორჩა, შეიცვალა ერთი მეორეთი!

- ჯერ კიდევ არ არის იმდენი დრო გასული, რომ უკვე შეძლო მაგ კითხვაზე პასუხის გაცემა, შეცდი თუ არა, ამოწურე საკუთარი თავი თუ არა?

- არ შევმცდარვართ. საკუთარ თავს ამ კითხვაზე უკვე ვუპასუხე. რევოლუციაში მე იმიტომ არ ვმონაწილეობდი, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილი ან ვიღაც სხვა ყოფილიყო პრეზიდენტი. ჩვენ, უბრალოდ, არ მოგვწონდა ის, რაც იყო, ვეღარ ვიტანდით. იმ სიტუაციაში ჩვენი თავის რეალიზება არ შეგვეძლო და  კონფლიქტზე წავედით.  თუმცა, კონფლიქტურები სულ ვიყავით.  შეიძლება ძალიან რადიკალური გზა ავირჩიეთ, მაგრამ ეგ ჩემი საზოგადოების და ჩემი პრობლემაა. მე სხვა ენა არ ვიცოდი.

- რატომ ამბობ, მეშინია, ხომ არ ამოვწურეთ ჩვენი თავიო?

- მაშინ, როცა პარლამენტის წინ, სიცივეში, მარშუტკაზე ვიდექი და ვლაპარაკობდი:  აი, ახლა ეს ხდება, ახლა ეს, ეს გადადგება, ეს არა - იცი როგორი შეგრძნება მქონდა? რომ შენ ხარ ტალღაზე. ქვეყანა იცვლება და შენ მოვლენების ეპიცენტრში ხარ. აი, ეს შეიძლება აღარ განმეორდეს და ვფიქრობ, რომ აღარც მოხდება. ამიტომ ვამბობ, რომ ეს იყო - звездный час. მინდა, რომ თვითრეალიზაცია კიდევ სხვა რაღაცაშიც მოვახდინო, მაგრამ იმის შიშიც მაქვს, ცხოვრების ბოლოს, როცა  პლედშემოხვეული პენსიონერი ვიქნები, რომ მკითხავენ, რა მოხდა შენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანიო - შეიძლება სწორედ ეგ ამბავი გავიხსენო.

- რაც სამწუხაროა?

- არა, არ არის სამწუხარო, მაგრამ ახლა უკვე ორმოცი წლის ვხდები  და მინდა, რომ კიდევ რაღაც მნიშვნელოვანი მოხდეს. როცა ასაკი გემატება, ზიხარ და ითვლი, რა გაქვს, რა შეიძინე, ან რა არა გაქვს.  შეიძლება, ჩემი პროფესიის ადამიანი უკეთ უნდა ცხოვრობდეს. შეიძლება, უფრო პრაქტიკული უნდა  ვყოფილიყავი,  რაღაც-რაღაც მომენტები უნდა გამომეყენებინა და უკეთ მეცხოვრა... აი, არ ვიცი. ოჯახია, შვილები გაიზარდნენ, ბევრი სჭირდებათ.  შეიძლება, ათი წლის წინ, რაღაც ნაბიჯებს რომ ვდგამდი, ამდენს არ ვფიქრობდი და არ ვითვლიდი.  რაც უფრო გადის დრო, მით უფრო ეჯაჭვები რაღაცეებს.  რაღაც ნაბიჯი გინდა გადადგა, მაგრამ  იმ მომენტში გახსენდება, რომ არიან ადამიანები, რომლებიც შენზე არიან დამოკიდებულნი. იმ კრიზისზეც ვფიქრობდი,  ლაზო (ნათია ლაზაშვილი - ც.შ.)  და სხვები რომ წავიდნენ...

- რატომ დარჩი მაშინ?

- შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ეს სიტყვის თავისუფლებისათვის ბრძოლა კი არა, კულუარული გადანაწილება იყო - ბრძოლა ტელევიზიაზე კოტროლისთვის, სადაც აღარ მომინდა მონაწილეობა.

- შეიძლება, არც გინდოდა მონაწილეობა, მაგრამ მაშინ წასვლაც და დარჩენაც საკუთარი პოზიციის გამოხატვას ნიშნავდა.

- სიმართლე გითხრა, იმ პერიოდში ორი რამე მქონდა თავში. ერთი - მე რას ვფიქრობდი, როგორ მოვიქცეოდი და მეორე - საზოგადოება ამას როგორ გაიგებდა. მივხვდი, რომ მაყურებელს ბოლომდე ვერ ავუხსნიდი, რატომ მივდივარ ტელევიზიიდან. წასვლით შევცვლიდი კი რამეს?  მათ, ვინც წავიდა, ვერც თავის ყოფილ სამსახურში და ვერც საზოგადოებაში ვერაფერიც ვერ შეცვალეს და არ მგონია, რომ ეს სწორი ნაბიჯი იყო.  ეს ჩემი სუბიექტური აზრია.   თავიდან ეგეთი განწყობა მქონდა, მოდი მივაწვეთ,  ყველა ერთად დავდგეთ...

- რატომ არ დადგა მაშინ მთელი ტელევიზია ერთდ?

- ერთმა ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ ასე უნდა მოქცეულიყო,  მაგრამ არ უთქვამთ, მოდი ყველას დაველაპარაკოთ და მერე მივიღოთ გადაწყვეტილება, ეს ნაბიჯი გადავდგათ თუ არაო.

- მათი წასვლის შემდეგ ტელევიზია შეიცვალა?

- რასაკვირველია. უნდა შეცვლილიყო კიდეც.  რევოლუციონერები არ ჭირდება არავის, არც მთავრობაში და არც ტელევიზიაში.  მთავრობისგან ახლა ითხოვენ ეფექტურობას,  ჩვენგან - ინფორმაციას. პროსამთავრობო არხს კი გვეძახიან, მაგრამ ახლა ასეთი მოთხოვნაა. ახლა ყველას კარგი ცხოვრება უნდა.

colec (შეუმოწმებელი), ნოემბერი 30, 2009, 12:33:27

The Order of the Phoenix Alliance and Countess Reapera invite every Guild Wars Gold player in the known universe to their Soiree at the Sanctum,a huge autumn bash in the Imperial Sanctum International Districts.This party,buy guild wars gold which celebrates autumn and the anniversary of the Phoenix Alliance's founding,begins on November 14th at 6PM EST!The Countess Guild Wars Gold and the Alliance cheap guild wars gold are serving free refreshments and are hosting costume contests,scavenger hunts,and other tests of wit and ability throughout the evening!Join them for the Soiree at the Sanctum Guild Wars 2!

დატოვე კომენტარი

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
view counter
@