კითხვარი

აგვისტო 10, 2012 ავტორი გიორგი ხასაია

 

Charles Bernstein

                               






                               

                               

                               


                               

                                 კითხვარი. ჩარლზ ბერნშტეინი

               თარგმანი ინგლისურიდან : გ. წურწუმია გ. ხასაია

      მითითებები: ყოველი ორი წინადადებიდან, შემოხაზე  ან  , რომელიც უკეთ  გამოხატავს შენს თვალსაზრისს. აუცილებლად აირჩიე ორიდან ერთი, არაფერი გამოტოვო.

   

 1.   ა) სხეული და სამყაროს მატერიალური საგნები წარმოადგენენ გასაღებს ნებისმიერი   ცოდნისთვის, რომლის ათვისებაც შეგვიძლია.

       ბ) ცოდნა მხოლოდ გონებით ან ფსიქეთი მიიღწევა.

 

2.    ა) ჩემი ცხოვრება დიდწილად იმართება იღბლითა და შემთხვევითობით.

       ბ) მე შემიძლია განვსაზღვრო ჩემი ცხოვრების ძირითადი მიმართულება.

 

3.     ა) ბუნება გულგრილია ადამიანური საჭიროებების მიმართ.

        ბ) ბუნებას ყოველთვის რაღაც მიზანი ამოძრავებს, ზოგჯერ ჩვენთვის გაუგებარი.

 

 4.    ა) ჩემთვის სამყარო საკმარისად გასაგებია.

        ბ) სამყარო ძირითადად თავგზას გვიბნევს.

 

 5.     ა) სიყვარული  ყველაზე დიდი ბედნიერებაა

         ბ) სიყვარული ილუზორულია და მისგან მოგვრილი ნეტარება წარმავალია.

 

 6.     ა) პოლიტიკურ და სოციალურ აქტივობებს შეუძლია სამყარო უკეთესი გახადოს

         ბ) პოლიტიკური და სოციალური აქტივობები სრულიად ამაოა.

 

7.       ა) მე არ შემიძლია ბოლომდე გამოვხატო ჩემი ყველაზე ინტიმური გრძნობები

          ბ) არ  გამაჩნია გრძნობა, რომლის ბოლომდე გამოხატვაც არ შემეძლია

 

  8.    ა) ღირსება უკვე ჯილდოა.

         ბ) ღირსებას არაფერი აკავშირებს ჯილდოებთან.

 

  9.    ა) შესაძლებელია თქვა, რომ ვიღაც სანდოა.

         ბ) ადამიანების ქცევას წინასწარ ვერ განჭვრეტ.

 

10.     ა) იდეაში, ყველაზე სასურველი იქნებოდა, სოფლის პირობებში ცხოვრება

          ბ) იდეაში, ყველაზე სასურველი იქნებოდა ქალაქის პირობებში ცხოვრება

 

11.     ა) ეკონომიკური და სოციალური უთანასწორობა უდიდესი სოციალური ბოროტებაა

          ბ) ტოტალიტარიზმი უდიდესი სოციალური ბოროტებაა

 

12.      ა) საერთო ჯამში, ტექნოლოგიებმა ბევრი სიკეთე მოუტანა ადამიანს.

           ბ) საერთო  ჯამში, ტექნოლოგიებმა ბევრი ავნო ადამიანს.

 

 13.     ა) შრომა დიადი საქმეების საწინდარია.

           ბ)  შრომისგან გათავისუფლება უნდა იყოს მიზანი ყველა მოძრაობის, რომელსაც სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება სურს.

 

14.     ა) ხელოვნება შინაგანად პოლიტიკურია რადგან  მას შეუძლია შეცვალოს რეალობის ჩვენეული აღქმა.

          ბ) ხელოვნება შინაგანად არ არის პოლიტიკური, რადგან მას შეუძლია შეცვალოს მხოლოლოდ ცნობიერება და არა მოვლენები.

 

* ბლოგში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს რედაქციის შეხედულებებს.
@