კეისარი არ კვდება, ის იმარჯვებს!

კადრი ფილმიდან

ბერლის 62-ე კინოფესტივალი  ცდილობდა სამი კურდღელი ერთად დაეჭირა – რაც შეიძლებოდა თვალისმომჭრელი ყოფილყო ჰოლივუდის ვარსკვლავთა ნათება (მერილ სტრიპი, ანჟელინა ჯოლი, სანდრა ბალოკი, კრისტიან ბალე, ანტონიო ბანდერასი), შეენარჩუნებინა “სწორი” პოლიტიკური კურსი და სოციალური მიმართულება (უკვე ტრადიციაა და თანაც ბურჟუაზიულობა რომ არ დააბრალოს დიტერ კოსლიკს) და შეინარჩუნოს კინოხელოვნებისადმი ინტერესი (ვერ გეტყვით დაინა კრუგერის ლამაზი, ხელით ნაქარგი კაბები ბენუა ჟაკოს ფილმში, ან პორტუგალიელი რეჟიოსრის, მიგელ გომესის “ტაბუში” შავ-თეტრი კადრები და ფრანსუა ტრიუფოს ციტირება არტ-ჰაუზს თუ ნიშნავს). თუმცა სამის მადევარი ერთს მაინც დაიჭერს...

 ბერლინალეს ფინალი დამაინტრიგებელი გამოდგა - ვიტორიო და პაოლო ტავიანების ფილმმა “კეისარი უნდა მოკდეს” მთავრი პრიზი, “ოქროს დათვი” მოიპოვა. რაც უფრო მეტად საკონკურო პროგრამის ჟიურის თავმჯდომარის, ცნობილი ბრიტანელი რეჟისორის, მაიკ ლის დამსახურებაა. მაგრამ  პრიზებზე უფრო მეტად  წლევანდელი ფესტივალის დამაბნეველი, ჭრელი კონკურსი და ტენდენციებია საინტრესო. შევეცდები რამენიმე, ყველაზე გამორჩეული ფილმით შემოვიფარგლო..

მაგალითად, გერმანელი რეჟიოსრის კრისტიან პეცოლდის ფილმი “ბარბარა” დეტალების ზუსტი აღწერით, საინტრესო თხრობით და 80-იანი წლების აღმოსავლეთ გერმანიის სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრების ცოდნით გამოირჩევა. ახალგაზრდა ექიმი ბარბარა პოლიტიკური მოტივებით ბერლინიდან გამოაძევეს და იძულებულია პროვინციულ ქალაქში გადავიდეს სამუშაოდ. გდრ-ის პოლიტიკურ სისტემას ის არა ბრძოლას, არამედ უხმაურო პროტესტს უცხდებს. ამავე დროს, აჩრდილივით დასდევენ აღმოსვლეთ გერმანიის უშიშროების, “შტაზის” სამსახურის წევრები, თუმცა ბარბარა გაქნილი შპიონივით მოუხელთებელია...

ფინალში ძლივს მოგროვილ დასავლურ გერნაულ მარკებს საკუთარ პაციენტს, ძნელადაღსაძრდელ გოგონას აძლევს  და დასავლეთში გაქცევაში ეხმარება... თავად კი პროვინციულ კლინიკაში რჩება. კარგი სცენარი სცენარი და გამართული რეჟისორული თხრობა, პლუს მსახიბთა კარგი ანსამბლი – სწორედ ამ დეტალებით გამოირჩევა პეცოლდის ფილმი, რომელსაც ჟიურიმ საუკეთესო რეჟისურისთვის “ვერცხლის დათვი” მიაკუთვნა.

მოულოდნელად სუსტი აღმოჩნდა ფრანგული პროგრამა – “მშვიდობით, დედოფალო” (რეჟიოსრი ბენუა ჟაკო) და “დაბრუნება სახლში” (ფრედერიკ ვიდო); ისევე როგორც ძალიან ცუდი შეფასება ჰქონდა ესპანურ ფილმს “კარნახი” (ანტონიო ჩავარიასი), რომელიც ბავშვობისდროინდელ სადისტურ ტრამვებსა და მარტივ ფსიქოანალიზს შორის მერყობს. ჩინური საკონკურსო ფილმები უფრო პოლიტიკურია. განსაკუთრებით ბერლინალეს ტრიუმფატორის, რეჟისორ ვან იუ იანის “თეთრი ცხენის დაბლობი” ისეთივე ეპიკური თხრობით და აუჩქარებელი რიტმით გამოირჩევა, როგორც ფილმი “ტუიას ქორწინება”. სწორედ ამ ფილმისათვის გადაეცა მას 2007 წელს “ოქროს დათვი”.

ფრედერიკ ვიდოს ფილმი „დაბრუნდი სახლში“ იმგვარ სიყვარულს ასახავს, რომელიც მხოლოდ ძალადობას შობს. პატარა გოგონას გამტაცებელ კაცსა და თავად გოგონას შორის წლების განმავლობაში უცნაური სიყვარულ-სიძულვილი ჩამოყალიბდება, რომელიც კინომანებს ალბათ მოაგონებთ ლილიანა კავანის “ღამის პორტიეს” სადო-მაზოხისტურ სცენებს, თუმცა დიდოს საკმაოდ სუსტი ფილმისათვის ეს მხოლოდ კომპლიმენტია. ისე კი ცხადია, რომ დატყვევებული თუ მძევალი ადამიანი ალბათ ძნელად თუ განთავისუფლდება კომპლექსებისგან, ხოლო ახალი ცხოვრების დაწყების სურვილი მხოლოდ სურვულად დარჩება.

ასევე ცნობილი ჩინელი რეჟიორის, ჟან იმოუს ფილმი “ყვავილების ომი”  1937 წელს იაპონიის მიერ ჩინეთის ქალაქ ნანკინის ოკუპაციას ასახავს. აღსანისნავია, რომ ერთ-ერთ მთავარ როლს ამერიკელი კინოვარსკვლავი კრისტიან ბალე ასრულებს. ფილმი  მეოცე საუკუნის ჩინური პროვინციის ერთგვარი “პოლიტიკური დიაგრამაა”, რომელშიც რევოლუციები და სისიტიკე ერთმანეთს ცვლის. ზოგიერთი კრიტიკოსის აზრით, ფილმი ბერნარდო ბერტოლუჩის “მეოცე საუკუნის” მიბაძვით არის გადაღებული. რუსები კი მასში ანდრეი კონჩალოვსკის “სიბირიადას” გავლენას ხედავენ...მოკლედ, როგორც ჩვენი  ძალიან კარგი პოეტი იყტოდა – “ყველას რაიმე აქვს სახსოვარი”...

პორტუგალიელი რეჟიოსრის მიგელ გომესის ფილმი “ტაბუ” დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა კრიტიკოსთა მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგებში. მოქმედება მეოცე საუკუნის 60-იან წლებში პორტუგალიის ერთ-ერთ აფრიკულ კოლონიაში ხდება. შავ-თეთრი გამოსახულება თითქოს პოეტურ კინოს გვახსენებს,  რომელშიც  ფრანსუა ტრიუფოს შედევრის, “ჟულისა და ჯიმის” გავლენა ნამდვილად იგრძნობა. თუ დავამატებთ მუნჯური კინოს ნაივურობას, ერთგავარ ხელოვნურ პოეზიას (ფილმის მეორე ნახევარში მხოლოდ კადრსგარეშე კომენტარები და საუნდი  ისმის) და 60-იანი წლების შესანიშნავი ლათინური მუსიკას, გასაგები გახდება კრიტიკოსთა “მოთაფვლის” მიზეზიც.

როგორც არ უნდა შევაფასოთ ბერლინის 62-ე კინოფესტივალის ფილმები, მთავარი გზავნილი მაინც ტავიანებია – თავისუფლების სურვილი თუ ხელოვნება ციხეშიც ისევე აუცილებელია, როგრც გარეთ... ასე, რომ კეისარი არ კვდება, ის იმარჯვებს.

დატოვე კომენტარი

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.