|
|
|
ბლოგის უახლესი ჩანაწერები |
ინტერვიუ სტამბულის თანამედროვე ხელოვნების ცენტრის დირექტორ – ბერალ მადრასთანგასულ კვირას თბილისს სტამბულის ერთერთი ყველაზე გავლენიანი და სტაჟიანი არტ კურატორი, ხელოვნებათმცოდნე ბერალ მადრა ეწვია. მადრამ „ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს“ ორგანიზებით ქართველი კურატორებისთვის ორდღიანი სემინარი ჩაატარა. მასთან ერთად აქ თურქი მხატვარი, ჰაკან გუსროუთრექიც იმყოფებოდა. სემინარზე მათ თანამედროვე ხელოვნებაში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს და გამოფენების მოწყობის გამოცდილებები გაგვიზიარეს, გარდა ამისა თურქული თანამედროვე ხელოვნების ტენდენციები და იქაური არტისტებიც გაგვაცნეს. მომავლის კულტურისა და ხელოვნების ფონდის დამფუძნებელი, დამოუკიდებელი კურატორი ბერალ მადრა ამჟამად სტამბულის თანამედროვე ხელოვნების ცენტრის დირექტორია. მის კურატორულ პროექტებს შორისაა 1990-2005 წლებში ვენეციის ბიენალეზე თურქეთის პავილიონი, სტამბულის პირველი და მეორე ბიენალეები, გამოფენები, როგორც სტამბულში, ისე ევროპის სხვადახვა ქვეყნებში. ბერალ მადრა არაერთი ვრცელი პუბლიკაციის ავტორიცაა. გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც ბერალ მადრასთან სემინარის მსვლელობისას ჩავწერეთ. ამ სფეროში თითქმის 30 წლიანი გამოცდილება გავქთ. დღევანდელი გადმოსახედიდან როგორ შეაფასებდით, რა შეიცვალა თურქეთის თანამედროვე ხელოვნებაში და გაიზარდა თუ არა ინტერესი მის მიმართ? თანამედროვე ხელოვნება ქვეყნის მოდერნიზებისა და საერთაშორისო სივრცეში ინტეგრაციის პარალელურად ვითარდებოდა.1980–იან წლებამდე ჩვენ ძალიან ინტრავერტული არტ სცენა გვქონდა, სადაც მხოლოდ ტრადიციული გაგებით მხატვრები იყვნენ მნიშვნელოვანი არტისტები. არც ეფექტური არტ მარკეტი იყო, არც ბევრი მუზეუმი გვქონდა. მხოლოდ სახელმწიფო მუზეუმები იყო, სადაც სტანდარტული, აკადემიური ნამუშევრები იფინებოდა. 80–იანი წლების ბოლოს ჩვენ უფრო ლიბერალურ პროცესში შევედით. თურქეთში ახალი კაპიტალისტური სისტემა დამყარდა, ტექნიკურ პროგრესთან ერთად გამარტივდა კომუნიკაციაც, რამაც სოცალიზაციას შეუწყო ხელი. განვითარების სწრაფი ტემპი ხელოვნებაზეც აისახა: ადამაინებმა ამ სფეროში ფულის ჩადება დაიწყეს. თავიდან ძალიან დაგვეხმარა ევროკავშირის ფონდიც, რომელმაც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და არტისტი დააფინანსა. ამ ყველაფრის შედეგად სტამბული თანამედროვე ხელოვნების ერთერთი მიშვნელოვანი ცენტრი გახდა. თუმცა, რა თქმა უნდა დღესაც უამრავი პრობოლემაა და დაფინანსება არასოდესაა საკამრისი. რა როლი ჰქონდა თანამედროვე ხელოვნების განვითარებაში სახელმწიფოს და ასრებობს თუ არა სახელმწიფო სტრატეგია ამ მიმართულებით? სახელმწიფო ამ საქმეში ნაკლებადაა ჩართული. ჩვენთან კულტურის საკითხებზე ორი სამინისტრო მუშაობს: კულტურის და საგარეო საქმეთა სამინისტრო. თუმცა ისინი ძირითადად ტურიზმზე, კულტურულ მემკვიდრეობასა და ტრადიციულ ხელოვნებაზე აკეთებენ აქცენტს. ღონისძიებები, რომლებსაც ისინი აფინანსებენ ძირითადად ძალიან აკადემიური და ზოგჯერ ძველმოდურიც კი არის. თანამედროვე ხელოვნებას სახელმწიფოს მხრიდან მინიმალური მხარდაჭერა აქვს. ეს მათ დღის წესრიგში სამწუხაროდ არ შედის. მიუხედავად ამისა, თურქეთში ყოველწლიურად არაერთი საერთაშორისო თუ ლოკალური ღონისძიება ეწყობა, სადაც აქცენტი სწორედ თანამედროვე ხელოვნებაზე კეთდება. ვინ აფინანსებს ამ ყველაფერს? დაფინანსება ძირითადად კერძო სექტორისგან და სამოქალაქო საზოგადოებისგან მოდის. ბოლო წლებში თანამედროვე არტში ფულის ჩადება ერთგვარ პრესტიჟად იქცა თურქეთში. ამ სფეროში ინვესტიცია ბიზნესმენებს სხვა საქმეში წარმატების მიღწევაში და სტატუსის გამყარებაში ეხმარება. ამიტომ მათი ნაწილი თანახმაა ზოგჯერ სოლიდური თანხაც კი გადაიხადოს ამა თუ იმ გამოფენის ორგანიზებაში თუ კონკრეტულ არტ პროდუქტში. მიუხედავად ამისა, თანამედროვე ხელოვნების წარმოების რაოდენობა ბევრად აღემატება ინვესტიციის რაოდენობას. როგორ უნდა დავაინტერესოთ ბიზნესმენები, რომ თანამედროვე ხელოვნებაში ინვესტიცია ჩადონ? ეს ყველაზე რთული პრობლემაა და ძალიან არაპროგნოზირებადი. ზუსტად არასდროს იცი, ვინ რას გააკეთებს და ვინ ჩადებს ამაში ფულს. რაიმე უნივერსალური მეთოდი არ არსებობს, ეს ბიზნესმენისა და კურატორის ფსიქოლოგიურ ინტერაქციაზეა დამოკიდებული. ასევე კურატორის გავლენაზე და გამცდილებაზე, მის უნარზე დაარწმუნოს ესა თუ ის პიროვნება ამ საქმეში ინვესტირების სარგებელში.
|
რუბრიკები| გირჩევთ | დისკუსია | ესეი | ინტერვიუ | | ისტორიები | კომენტარები | მიმოხილვა | | რეპორტაჟი | საავტორო | სვეტი | | სპეცპროექტი | წერილები | ძიება |
დატოვე კომენტარი