|
|
|
ბლოგის უახლესი ჩანაწერები |
"გალობანი სინანულისანი"იცით "საავტორო სტუდიის" არსებობის შესახებ? და მისი გამოცემული CD-ების შესახებ? არა? კარგი, მაშინ ყველაფერს მოგიყვებით. მაგალითად, სხედხართ სახლში, თქვენი შვილი ტვინს გიბურღავთ და ოცნებობთ, რა შეიძლება მოხდეს ისეთი, რომ ეს ბავშვი გაჩუმდეს? გეტყვით რაც. აიღოთ და ჩაურთოთ CD - "ტელეფონით მოყოლილი ამბები", სადაც ჯანი როდარის ზღაპრებია შესული, ანდა "ხუთკუნჭულა და ზღაპრები", რომელიც სულ ცოტა ხანში, წიგნის და CD-ს სახით გამოვა. თქვენი ბავშვების არ ვიცი, მაგრამ თუ ცოტა დიდი ხართ და სკოლაში ჰაგიოგრაფიაზე გადახვედით, მაშინ აბოს, შუშანიკის და ხანძთელის ცხოვრებას შეგიძლიათ მოუსმინოთ ისევ CD-ზე. ან... ან ილიას "აჩრდილს" თუ აკაკის "გამზრდელს", რომელსაც თამარ გეგეჭკორი, ანა მირიანაშვილი და ვაკო კირკიტაძე კითხულობენ. მოკლედ, არჩევანი უკვე თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. ერთ კვირაში კი, "საავტორო სტუდია" და ამ ყველაფრის ერთ-ერთი ავტორი, ნინო ჯანჯღავა დავით აღმაშენებლის "გალობანი სინანულისანის" საგუნდო ვერსიას შემოგთავაზებთ, რომელიც ავტორმა ბგერის თეატრის მსახიობებთან ერთად ჩაწერა. ჰო, კიდევ იმას ამბობენ, რამდენიმე თვეში სოსო ნემსაძე კინომსახიობთა თეატრში "გალობანი სინანულისანის" სცენაზე დადგმას აპირებსო. ასე რომ, ხომ ხედავთ, წინ უამრავი საინტერესო რამ გელით!
|
რუბრიკები| გირჩევთ | დისკუსია | ესეი | ინტერვიუ | | ისტორიები | კომენტარები | მიმოხილვა | | რეპორტაჟი | საავტორო | სვეტი | | სპეცპროექტი | წერილები | ძიება |
დატოვე კომენტარი