გაღვიძება

ივლისი 7, 2012 ავტორი გიორგი ხასაია

 

ari ra

    გაღვიძება

 ბრაიან მილერი

 თარგმანი ინგლისურიდან: გ. წურწუმია გ. ხასაია

 

მე დემოკრატი ვარ და რესპუბლიკელებს ომის გახანგრძლივება სურთ. ხალხმა უნდა გაიღვიძოს!

მე რესპუბლიკელი ვარ და დემოკრატებს სურთ შეინარჩუნონ ხარჯები ეკონომიკური კრიზისის მიუხდავად. ხალხმა უნდა გაიღვიძოს!

მე ქრისტიანი ვარ და იესო მალე დაბრუნდება. არაქრისტიანებმა და არარელიგიურებმა  უნდა გაიღვიძონ!

მე რადიკალი მუსლიმი ვარ და დასავლეთი აპირებს ჩვენზე იბატონოს. ყველამ უნდა გაიღვიძოს!

მე ათეისტი ვარ და რელიგიური ექსტრემისტები ცდილობენ  ქვეყნის ხელში ჩაგდებას. ყველამ უნდა გაიღვიძოს!

მე ფანატიკოსი ვარ და გეები, ებრაელები და შავები გვმართავენ. ხალხმა უნდა გაიღვიძოს!

მე ოპტიმისტი ვარ და სამყარო გაჯანსაღდება. პესიმისტებმა  უნდა გაიღვიძონ!

მე პესიმისტი ვარ და სამყარო აირ-დაირია. ყველამ უნდა გაიღვიძოს!

მე მასწავლებელი ვარ და სკოლა აუცილებელია საზოგადოების ფუნქციონირებისთვის. ბავშვებმა უნდა გაიღვიძონ!

მე ვეგეტარიანელი ვარ, რადგან ცხოველების ჭამა და წამება არაადამიანურია. ყველამ უნდა გაიღვიძოს!

მე არ ვარ ვეგეტარიანელი, რადგან ცხოველები ჩვენი გადარჩენისთვის არიან საჭირო. ვეგეტარიანელებმა უნდა გაიღვიძონ!

მე სკოლის წინააღმდეგი ვარ და სკოლა საპყრობილეა. ყველამ უნდა გაიღვიძოს!

მე რასისტი ვარ და სხვა რასის წარმომადგენლები სულ მალე გადაგვივლიან. ჩემმა ხალხმა უნდა გაიღვიძოს!

მე ანარქისტი ვარ და მთავრობა გვძარცვავს ჩვენი უფლებებისგან. ყველამ უნდა გაიღვიძოს!

მე მთავრობის მხარდამჭერი ვარ და საზოგადოებას წესრიგი ჭირდება. ანარქისტებმა უნდა გაიღვიძონ!

მე გარემოსდამცველი ვარ და ჩვენ ვანადგურებთ პლანეტას. კაცობრიობამ უნდა გაიღვიძოს!

მე გარემოსდამცველთა მოწინააღმდეგე ვარ. სამყარო თავს მშვენივრად გრძნობს. გარემოსდამცველებმა უნდა გაიღვიძონ!

ხალხო, გაიღვიძეთ!! მე  9/11 truther-ი ვარ და 9/11 მთავრობის ორგანიზებული იყო!

მე truther-ების მოწინააღმდეგე ვარ და 9/11 ტერორისტებმა მოაწყვეს. Truther-ებმა უნდა გაიღვიძონ!

მე შეთქმულების თეორეტიკოსი ვარ და მთავრობა ბევრ რამეს გვიმალავს. ყველამ უნდა გაიღვიძოს!

მე ცხოველებზე ცდების ჩატარების წინააღმდეგი ვარ, რადგან ეს არაეთიკურია. ხალხმა უნდა გაიღვიძოს!

მე ცხოველებზე ცდების ჩატარების მომხრე ვარ, რადგან დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ჩვენი გამოგონებები მუშაობს. ყველამ უნდა გაიღვიძოს!

მე სექსისტი ვარ და საპირისპირო სქესი გვჩაგრავს. ჩემმა სქესმა უნდა გაიღვიძოს!

მე კრეაციონისტი ვარ და ევოლუცია სიცრუეა. ყველამ უნდა გაიღვიძოს!

მე მეცნიერი ვარ და კრეაციონიზმი სიცრუეა. კრეაციონისტებმა უნდა გაიღვიძონ!

მე კაპიტალიზმის მოწინააღმდეგე ვარ, რადგან ის ძარცვავს ადამიანებს. ყველამ უნდა გაიღვიძოს!

მე კაპიტალიზმის მომხრე ვარ, რადგან ყველაზე მდიდარი ერები კაპიტალისტები არიან. ყველამ უნდა გაიღვიძოს!

მე სიკვდილით დასჯის მომხრე ვარ, რადგან ზოგიერთი ადამიანი ამას იმსახურებს. ყველამ უნდა გაიღვიძოს!

მე სიკვდილით დასჯის წინააღმდეგი ვარ, რადგან კრიმინალებიც ადამიანები არიან. ყველამ უნდა გაიღვიძოს!

მე მებრძოლი ვარ და ყველა მტერია. ჩვენ უნდა გავიღვიძოთ!

მე ომის წინააღმდეგი ვარ, რადგან ომი მკვლელობაა. ყველამ უნდა გაიღვიძოს!

მე კლიმატური ცვლილების დენიე ვარ და გლობალური დათბობა თაღლითობაა. ყველამ უნდა გაიღვიძოს!

მე კლიმატოლოგი ვარ და გლობალური დათბობა რეალურია. ყველამ უნდა გაიღვიძოს!

მე სიცოცხლის მომხრე ვარ და აბორტი მკვლელობაა. ყველამ უნდა გაიღვიძოს!

მე თავისუფალი არჩევანის მომხრე ვარ და ეს ქალის არჩევანია. ყველამ უნდა გაიღვიძოს!

 

გაიღვიძე, ახალი დღეა...

* ბლოგში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს რედაქციის შეხედულებებს.
@