ცხელი შოკოლადი
იანვარი 2009 №45
ფოტო: ლევან ხერხეულიძე

სოლო

გამოფენა გაიხსნა ამა წლის 25 ნოემბერს ლონდონში, ფოტოგრაფთა ასოციაციის გალერეაში. ორსართულიან დარბაზში ოცდათერთმეტი ნამუშევრის სანახავად უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. ყველა ულოცავდა მორიგ გამარჯვებას ქართველ ფოტოგრაფს, ბესო უზნაძეს, რომელმაც წელს ბრიტანეთის ფოტოგრაფიის უმაღლესი ჯილდო დაიმსახურა სერიისთვის "თბილისური პორტრეტები". ეს ბესო უზნაძის პირველი სოლო გამოფენა იყო.
მე მგონი, შესანიშნავი, ოფიციალური დასაწყისი გამომივიდა.

ფოტო: დავით მესხი

დაღლილი ანგელოზი

ნეორეალიზმი გამახსენდება, დესიკას ფილმები. გამოსახულება მკაფიო არ არის და ფოკუსიც რაღაცნაირია, გადღაბნილი... ამ ფოტოზე, 5-6 წლის იქნება. პალტოში შეფუთული და თავზე ქუდით, ეზოში, პატარა სკამზე ისე მოუხერხებლად ზის, გეგონება, სულ ცოტა და, სკამიდან ჩამოცურდებაო. ნეტა დაგანახა, როგორი აბუზულია. მოწყენილი და სევდიანია. ამ ფოტოს ყურებისას უცებ ვხვდები, რომ ყველა ის ემოცია, რაც ამ პატარა ფოტოს მოაქვს, მთელ მის მხატვრობას დაჰყვება თან.

Reuters

მეორე ობამა

იანვრის ერთ შუადღეს სამხრეთ კაროლინას უნივერსიტეტის საბავშვო ცენტრში, კოლუმბიაში მიშელ ობამა ჭრიალით მოკალათდა პატარა, თეთრი ხის სარწეველა სავარძელში. დემოკრატების კაროლინური პრაიმერი, რომლის მოგებაც მის მეუღლეს ბარაკს ძალიან აძლევდა ხელს, 48 საათის დაწყებული იყო.

ფოტო: ლევან ხერხეულიძე

არშემდგარი დისკუსია

ორიოდე კვირის წინ, "ევროკომისიის" ეგიდით, ჩატარდა სამუშაო შეხვედრა საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებსა და BBC World Trust-ის ექსპერტებს შორის. ამ შეხვედრაზე წარადგინეს BBC-ისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის 15-თვიანი თანამშრომლობის პროექტი, რომელიც გულისხმობს კონსულტაციებს საინფორმაციო გადაცემებისა და პოლიტიკური თოქ-შოუების ფარგლებში, ასევე, რეკომენდაციების შემუშავებას არხის მენეჯმენტისათვის.

ფოტო: დავით მესხი

ჯავახეთი - სტეპებს მიღმა საქართველო

ჯავახეთში რჩევა-დარიგებებით დახუნძლული მივდივარ. ყველა, ვინც ჩემი გამგზავრების ამბავს იგებს, ჯერ გემრიელად მოკალათდება, ერთხანს ჩაფიქრდება და მერე ამ მხარეზე ათასნაირი ამბის მოყოლას იწყებს. იმდენ ურთიერთგამომრიცხავ ისტორიას ვისმენ, ერთხანს იმასაც კი ვფიქრობ, ეს რა თავსატეხი ავიტეხე, თუ წასვლაა, სადმე სხვაგან ხომ არ წავიდე-მეთქი.

ფოტო: ლევან ხერხეულიძე

გემრიელი რევოლუცია ხუთი რესტორნის თანხლებით

დასასრული: ჰოდა, ასე, დღეს უკვე საერთაშორისო კულინარიული ტურიზმის ასოციაციის წევრი ვარ. მიმოწერა გავაბი მოგზაურ ცოლ-ქმართან - ჯეფრი ალფორდთან და ნაომი დუგუიდთან, რომლებიც თავიანთი 20-წლიანი კულინარიული მოგზაურობებით აღმაფრთოვანებენ და მინდა, ოდესმე მათზე თქვენც გიამბოთ. გადავწყვიტე კულინარიული წიგნების შეგროვება (მით უმეტეს, ეს საქმე უკვე დაწყებული მქონდა და ყოველთვის შემეძლო, რეცეპტების წიგნი კარგი რომანივით წამეკითხა) და მიზნად დავისახე, კულინარიაზე წერას მივყო ხელი - ამ გემრიელი ჟურნალისტიკის სიმაღლეები დავიპყრო.

14

სხეულის ძიებაში

მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ქორეოგრაფის პინა ბაუშის ფრაზა: "მე არ მაინტერესებს, როგორ მოძრაობენ ადამიანები, მე მაინტერესებს რა ამოძრავებთ მათ", დიდი ხანია, თანამედროვე ქორეოგრაფიის მთავარ პოსტულატად იქცა.  ტექნიკური სიახლეებისადმი საზოგადოების ლამის ავადმყოფური ლტოლვა ხელოვნებასაც დაახლოებით იგივე მოთხოვნებს უყენებს, რაც ინოვაციისადმი გარკვეულ მორჩილებაში გამოიხატება.