ცხელი შოკოლადი
მაისი 2010 №60
ფოტო: მარიკა ქოჩიაშვილი

გამოცხადებული "ფსიქოდელიის ქრონიკა"

"არის კიდევ ერთი... პატარა საქართველო. მხოლოდ ზუსტად ვერ გეტყვით სად იმყოფება... განვითარების რომელ ეტაპზე. ჩემს საქართველოში ფიქრი ჯერჯერობით აკრძალულია, პოლიტიკური, მორალური, პატრიოტული, და ათასი სხვა პრეტექსტით. ფიქრი მხოლოდ უცხოელებისთვის არის ნებადართული; ზუსტად ისე, როგორც ჩვენს წითელ წარსულში - "კოკა-კოლა" ინტურისტებისათვის...

მარინა აბრამოვიჩის პერფორმანსი

მარინა აბრამოვიჩის პერფორმანს არტი

დაბადების დღე მნიშვნელოვანი თარიღია მარინა აბრამოვიჩისთვის, ბელგრადში, ყოფილ იუგოსლავიაში, 1946 წლის 30 ნოემბერს დაბადებული პერფორმანს არტისტისთვის. სხეული - მისი თემაა, დრო - მედიუმი, დაბადების დღე კი აღნიშნავს მომენტს, როცა ცხოვრების პერფორმანსი ოფიციალურად იწყება.

ასაკის გამხელა არ ეუხერხულება. 60 წლის იუბილე გუგენჰაიმის მუზეუმში პომპეზური წვეულებით აღნიშნა.

სონი როლინზი

იმპროვიზატორი (თავისუფლების სიუიტა სონი როლინზისთვის)

... და რას გვასწავლის მუსიკა? ის ცხოვრებისეული ჰარმონიის მიღწევაში გვეხმარება და სწორედ ეს ჰარმონიაა მუსიკის მიღმა არსებული ჯადოქრობა და საიდუმლო. როდესაც იმ მუსიკას უსმენ, რომელიც გსიამოვნებს, ის ჰარმონიული ცხოვრებისთვის განგაწყობს. აქედან გამომდინარე, მუსიკა ყველას გვესაჭიროება. ის ჩვენთვის აუცილებელია.

ვაცლავ ჰაველი

ნაწყვეტები ვაცლავ ჰაველის წიგნიდან "გთხოვთ, მოკლედ"

(ვაშინგტონი 7.4.2005)

გავიქეცი. გავიქეცი ამერიკაში. სულ ორი თვით. ამასთან, მთელ ჩემს ოჯახთან, ანუ დაშასთან და ბოქსიორის ჯიშის ორ ძაღლთან, შუგრთან და მის შვილ მადლენკასთან ერთად. გავიქეცი იმ იმედით, რომ ამერიკაში მეტი დრო მექნებოდა გატაცებით წერისათვის.

პიტერ ბრუკი

Moderato Cantabile ანუ, მშვიდი ცურვის კლასიკური გაკვეთილები

დიდი რეჟისორი პიტერ ბრუკი 85 წლისაა!

...თეატრის ცოცხალ რეჟისორთა შორის ყველაზე გავლენიანი; ადამიანი, რომელმაც დაამსხვრია ყველა კანონი, რაც მანამდე თეატრში არსებობდა. პიტერ ბრუკმა პირველმა გააშიშვლა სცენური სივრცე და მაქსიმალურად აამუშავა მაყურებლის ფანტაზიაც და წარმოსახვაც.

1

ჩემი (ყოფილი) შიშები

გონებაში რამდენიმე კადრი მაქვს - საშინელებების ფილმივით - რომლის გაფიქრებაც მთრგუნავს:

- ძალიან დამრეც კიბეზე ჩავდივარ, ფეხი მებლანდება, წონასწორობას ვკარგავ, ვგორდები.

დროებითობა VS მუდმივობა

ამ შემთხვევაში, არ მომერიდება მორიგი უსაშველოდ გაცვეთილი ფრაზის დაბრეხვება და პირდაპირ ვიტყვი, რომ ძალიან რთულ პერიოდში გვიწევს ცხოვრება. საკმარისია, გადახედო საკუთარი ფეისბუკის ბოლო ერთი თვის კედელს და ამაში მაშინვე დარწმუნდები. და რადგან ახალი წელთაღრიცხვა "იმედის" სიმულაციამდელ და "იმედის" სიმულაციის შემდგომ ეპოქებად დაიყო, პოსტებს მარტის შუიდან გამოვყვები:

3

ნევროტიკის მოგზაურობა შოკოლადის ქვეყანაში

შვეიცარიაში ნამყოფი ხარ? თუ არა, როგორ მიხვდი, რომ ბამბანერკაა?

მე ხომ არ ვარ გოგონა-კანფეტი!

აქ სრული სიჩუმეა, და სისუფთავე, და კეთილდღეობა, და კარზე სიკვდილი მომადგა!

4

სექსუალურად კორექტული საზოგადოება

-Бабушка, почему у тебя токой большой нос?

-Ты на свои нос посмотри, дура!

"წითელქუდა", ალტერნატიული ვერსია

თბილისის მერობის კანდიდატი რომ ვყოფილიყავი, ჩემს საარჩევნო პროგრამაში აუცილებლად შევიტანდი კარპატების მიუვალ მთებში ჩაკარგულ ქალაქ - ტრანსილვანიასთან თბილისის დაძმობილების პროექტს. ამ ორ ქალაქს მთაგორიანი რელიეფისა და იდუმალების გარდა - ერთმანეთის სისხლის სმისაკენ მათი მოქალაქეების დაუოკებელი ლტოლვა აერთიანებს

ჩეჩნეთი

სიმართლის და სიფრთხილის დეტექტორებთან

2009 წლის სექტემბერში გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა, ბევრისთვის მოულოდნელად, ჩეჩნეთი ახსენა. მედვედევის გამოსვლის საპასუხოდ, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოში ერთი წლის წინანდელი შეჭრა სავალდებულო ზომად მოიხსენია, სააკაშვილმა დამსწრეებს აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებსა და ავღანეთში განხორციელებული სხვა ამგვარი სავალდებულო ინვაზიები შეახსენა,

7

ვენდოთ ბორხესს

თავდაპირველად იყო დამოუკიდებლობა.

შემდეგ იყო დათო ბარბაქაძის "ტრფობა წამებულთა" და პირველი ომი.

ომებს შორის - "რეაქტიული კლუბი".

ომების მერე - აკა მორჩილაძის ბრაზიანი რომანები.

ასე, ომებში, იშვა პოსტსაბჭოური ქართული ლიტერატურა.

ილუსტრაცია: მარიამ ზალდასტანიშვილი

ბედისწერათა არქიპელაგი - ბაძიო

ამ ცოტა ხნის წინ, ოკეანის თავზე ხანგრძლივი ფრენის დროს ამეკვიატა კითხვები: ვინ იყო ყველაზე მხიარული ადამიანი, ვინც კი ცხოვრებაში შემხვედრია? ან კიდევ უფრო საინტერესო: ვინ იყო ყველაზე სერიოზული კაცი, რომელიც ცხოვრების გზაზე ოდესმე შემხვედრია?