ცხელი შოკოლადი
თებერვალი 2009 №46
ფოტო: თომას დვორჟაკი

მარში საქართველოზე

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გვიან ღამემდე მუშაობს. აგვისტოში სამხრეთ ოსეთში რუსეთთან წარმოებული ხუთდღიანი ომის მიმდინარეობისას და მას შემდეგაც ის მთელ დღეებს დასავლელი მაღალჩინოსნების - კონდოლიზა რაისის, დიკ ჩეინის, ჯო ბაიდენის, ნიკოლა სარკოზის, ანგელა მერკელის მიღებაში ატარებდა, ღამეებს კი - უცხოელ ჟურნალისტებთან შეხვედრებში. ხშირად გარიჟრაჟამდე გაწელილი საუბრების დროს სააკაშვილი მონდომებით ცდილობდა, უცხოელი ჟურნალისტები საქართველოს მხარეს გადაებირებინა.

ფოტო: ლევან ხერხეულიძე

საკუთარ ნაჭუჭში

არჩევანი იყო ასეთი - ან 10 ათასი დოლარი ოჯახზე ან ახლად აშენებული კოტეჯი. ზოგიერთი დევნილი დღესაც თბილისში იზამთრებს დაპირებული თანხის მოლოდინში, ზოგმა კი უკვე გააკეთა არჩევანი და ახალი თუ დროებითი ცხოვრების დასაწყებად წეროვანის, შავშვების თუ სხვაგან მდებარე კოტეჯებში მოხვდა.

ფოტო: სემ ბარზილე

"საქართველოში უნდა დამთავრდეს მესიების მოლოდინი"


თქვენს ოპოზიციაში გადასვლასთან დაკავშირებით, უზარმაზარი მოლოდინი გაჩნდა. როგორ ფიქრობთ, არსებობს ამისათვის რაციონალური მიზეზები, თუ მხოლოდ ჩვენთვის ჩვეული ემოციური აღტკინებაა ამ მოლოდინის საფუძველი?

საქართველოში უნდა დამთავრდეს მესიების მოლოდინი და იმის მოლოდინიც, რომ ერთი ადამიანი იმაზე მეტს შეცვლის, რაც მას ხელეწიფება. ნებისმიერი ერთი ადამიანი, ვინც უნდა იყოს ის, სხვა კომპეტენტური ადამიანებისა და ინსტიტუტების გარეშე, ვერაფერს შეცვლის.

16

ახალი წესები ახალი მსოფლიოსთვის

დღევანდელობის პრობლემები სცდება ნაციონალურ საზღვრებს.

მსოფლიოს გონივრული მართვა სჭირდება, რომელიც ასევე არ ცნობს ბარიერებს.

თუ გსურთ, იცოდეთ, როგორ გამოიყურება პოსტ-ამერიკული მსოფლიო, უბრალოდ გაიხსენეთ ნოემბრის დიდი ოცეულის სამიტი, რომელიც ვაშინგტონში გაიმართა.

ძალაუფლების დისკურსი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში

საუბარი, რომელსაც ქვემოთ წაიკითხავთ,  უკვე ჩაწერილი გვქონდა, როცა პარასკევ საღამოს, 16 იანვარს საქართველოს პირველი არხის ეთერით მოულოდნელი რამ ვნახეთ: საქართველოს კათოლიკე და სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ზეწოლით, შეიძლება პროექტი  "დიდი ათეული" დაიხუროს. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საპატრიარქოს არ მოსწონდა წმინდანებზე საჯაროდ მსჯელობა და წმინდანების შეჯიბრი, მათ ოფიციალურ საიტზეც დაიდო. მაშინ ჩავთვალე, რომ განცხადება არა გადაცემის დახურვის მცდელობა, არამედ,  ეკლესიის აზრი გახლდათ, რისი გამოთქმის უფლებაც საქართველოში, არა მარტო ეკლესიას, არამედ ჩვენ ყველას გვაქვს.

6

გაგრძელება იქნება?!

16იანვარს "დიდი ათეული" ღია ეთერში გავიდა და, უნდა ვაღიაროთ, შოუ შედგა! ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ერთ მშვენიერ საღამოს საქართველოს პირველი პრეზიდენტის მეუღლემ და მისმა თანამოაზრეებმა საპატრიარქოსთან საკმაოდ შთამბეჭდავი აქცია გამართეს და პროექტ "დიდი ათეულის" ნომინანტთა სიიდან წმინდანების სახელების ამოღება მოითხოვეს.

11

ჯაშუშის ცხოვრება

ეს ინტერვიუ მერაბ მამარდაშვილმა გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე მისცა ფრანგ ჟურნალისტს ან შევალიეს. იგი გულის შეტევით გარდაიცვალა, როცა მოსკოვიდან თბილისში მოემგზავრებოდა. ეს დიდი ქართველი ფილოსოფოსის ბოლო ინტერვიუა...