ცხელი შოკოლადი
თებერვალი 2010 №57
ფოტო: დავით მესხი

რაზე ფიქრობს ურბან რეაქტორი - რუსუდან მირზიკაშვილი და ლევან ასაბაშვილი

"არავინ იცის, როგორ გახდება უკეთესი ჩვენი ქალაქი, ამას მხოლოდ ლამაზი პროვინციული დასახლებების თვალიერებით, მასშტაბების ცვლით, ან ოცნების ქალაქების აგებით ვერ მოახერხებ. ამისთვის უბრალოდ, გარეთ უნდა გახვიდე და გაიარო".

ჯეინ ჯეიკობსი

"ქალაქი ხალხისთვისაა"

ფოტო: ქეთო ცაავა

უბრალოების ძიებაში კიბერნეტიკულსა და მექანიკურს შორის

19 დეკემბერს თბილისის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულმა გიორგი მაღრაძემ პერსონალური გამოფენა გამართა თბილისის თოჯინების მუზეუმის ერთ-ერთ დარბაზში. თბილისის საერთო კულტურული მონოტონურობის ფონზე ეს გამოფენა სასიამოვნო არაადეკვატურობად გამოიყურებოდა.

ლევან კოღუაშვილი

ბანქოს თამაში მეცნიერულად... ანუ უფასოდ მიჯაჭვული "პრომეთე"

უფულო კულტურისა და უკულტურო ფესტივალების დრო, როგორც ჩანს, უახლესი ისტორიის არქივს ბოლომდე ვერ ჩავაბარეთ. თანაც არქივები დაგვიანებითაც იხსნება ხოლმე და უკვე კარგად ნაცნობი ფაქტები თავდაყირა დგება. მაგრამ მივენდოთ ოპტიმიზმს და დავიჯეროთ, რომ საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც ყოველი წლის ნოემბერ-დეკემბერში იმართება, აღარ იქნება იმდენად ღატაკი, რომ მომავალში მისმა ორგანიზატორებმა ოფიციალური საფესტივალო კონკურსის ჩატარება ვერ შეძლონ და ვერც მთავარი პრიზი - "ოქროს პრომეთე" გასცენ.

ფოტო: კოტე გაბრიჩიძე

ყელის ტბა

დიდი სიამოვნებით დავთანხმდი, დამეწერა რამე რუბრიკის ქვეშ "იმოგზაურე საქართველოში". დიდი სიამოვნებით იმიტომ, რომ რაც თავი მახსოვს, მართლა აქეთ-იქით დავეხეტები და არათუ კუთხე, საქართველოში ადმინისტრაციული ერთეული არ მეგულება, რომ არ ვიყო ნამყოფი. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ გამიხარდა და თანაც ვიფიქრე, სიამოვნებითაც დავწერ და დიდი ტვინის ჭყლეტაც არ დამჭირდება, რა და როგორ დავწერო-მეთქი.

თბილისი, 1996

ბრძოლა თავისუფლებისთვის

"ერთ ამბავს გეტყვი, კარგად რომ მიხვდე, რა სიგიჟეში ვცხოვრობდით 90-იან წლებში, - მეუბნება თომა და ეცინება, - როდესაც შევარდნაძე საქართველოში ჩამოვიდა, კიტოვანი მივიდა და უთხრა, - ატომური ბომბი მაქვსო.  შევარდნაძემ ჯაბა დაიბარა და სრულიად სერიოზულად ჰკითხა: კიტოვანი ასე  ამბობს და, მართლა რამე ხომ არ აქვსო? მე ვიცი, რომ საქართველოში რუსებს ეგეთი არაფერი ჰქონიათო".

ჟეიმზ ქართერი

ინტერვიუ ჯეიმზ ქართერთან

"სწორი ნოტების აღება ყველაფერი არაა, თუ სული არ გაზარდე; მხოლოდ ასეა შესაძლებელი მუსიკის გაკეთილშობილება! მუსიკას თუ სიახლისკენ არ უბიძგე, აჯობებს, სახლში დარჩე და ძველ დისკებს უსმინო". ეს თქვენი სიტყვებია. შეიძლება გთხოვოთ, უფრო სიღრმისეულად განმიმარტოთ, თუ რას გულისხმობთ "სულის ზრდასა" და "მუსიკის გაკეთილშობილებაში"?

ქართული კინოინდუსტრიის პრობლემები

იმ ადამიანებს, რომლებსაც ქართული კინემატოგრაფის ავანჩავანი აინტერესებთ, ამ ბოლო დროს ხშირად უჩნდებათ კითხვა  - ეშველება თუ არა ქართულ კინემატოგრაფს და შეიძლება თუ არა დავიჯეროთ, რომ ქართული კინო კრიზისიდან გამოსვლის მდგომარეობაში იმყოფება. კითხვა საკმაოდ რთულია, უფრო სწორად მოკლე პასუხი არ აქვს.

საზღვრები

საზღვრები

იდეის ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი

"ვერაფერი გავიგე. მთელი ბავშვობა ეს საზღვარი, ბერლინის კედელზე გაცილებით მეტად, ჩემი პირადი რკინის ფარდა იყო. აუღებელი. გაყინული. ღრმა, ბნელი წყლის თხრილი. ბობოქარი ტალღების კედელი. ადგილი, სადაც ყოველდღე ვხედავდი, ჩემი სამყარო სად მთავრდებოდა.

2

სხვების ქვეყანა

პირველი, რაც ავღანეთში ჩემი დამოუკიდებელი ცხოვრების დროს გავაკეთე, ის იყო, რო წავედი ფოსტაში და ჩემი ცოლის თხოვნის შესრულებას მივყავი ხელი. ორი სიტყვით დავწერე წერილი, რო ჩავედი, კარგად ვარ, ღმერთო ჩემო, ასეთი სილამაზე არსად მინახავს და მსგავსი საწერილო შინაარსის წინადადებები. ჩავდე კონვერტში, დავარტყი მარკა და დიდი სიამაყით გავუშვირე ფოსტის ქალს, რომელმაც 60 ცენტის ეკვივალენტი ჩამიჩოთქა ავღანურ ავღანებში (აფგჰან), გამიღიმა და ერთმანეთს მზერით დავემშვიდობეთ.

3

ჯვარცმა. ტექნიკური პერსონალი და დეკორაცია

Je suis témoin, je suis le seul témoin de moi-même.

Antonen Artaud

მე მოწმე ვარ, მე ერთადერთი მოწმე ვარ საკუთარი თავის.

ანტონენ არტო

ილუსტრაცია: მარიამ ზალდასტანიშვილი

ბედისწერათა არქიპელაგი - რაფიკა

დედამიწის ზურგზე არ მოიძებნება ადამიანი, რომელთანაც იმდენი მელაპარაკოს ან მეკამათოს, რამდენიც რაფიკასთან მილაპარაკია და მიკამათია. ვერც ვიხსენებ სხვა ადამიანს, რომელთანაც იმდენი მქონდეს სალაპარაკო და საკამათო, რამდენიც მასთან. ჩვენი პატიმრობა და, საერთოდ, ჩვენი ურთიერთობაც თითქმის ოცდახუთი წლის წინ დამთავრდა, მაგრამ სალაპარაკო, საკამათო, საჩხუბარი და საომარი კიდევ დარჩა შემდეგი ოცდახუთი საუკუნისთვის.