ცხელი შოკოლადი
მარტი 2009 №47
ფოტო: დავით მესხი

ვიწრო წრე

"ჩვენი ექსპრესი"ახალი წლიდან ტელეეთერში არ გასულა. მანამდე ჯერ "პირველ არხზე" გადიოდა და მერე "იმედზე". "სიუჟეტი, რომელიც "იმედმა" დაგვიბლოკა, ერეკლეს ქუჩაზე ჰელოუინის დარბევაზე მოვამზადეთ. ყველაზე სასაცილო კი ის იყო, რომ გამოგვიცხადეს, -  ნაკურთხი არხი ვართ და სიუჟეტს ეთერში ვერ გავუშვებთო.

7

სატელევიზიო კარტელი


ნინო ზურიაშვილი

ჟურნალისტური გამოძიების ავტორი, სტუდია "მონიტორი"
პაატა ვეშაპიძე
რედაქტორი, გაზეთი "24 საათი"
გიორგი ჩხეიძე
იურისტი, სახალხო დამცველის მოადგილე
ბადრი კოპლატაძე
ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის კავკასიური სკოლის ასისტენტ პროფესორი
ირაკლი ცნობილაძე
ფოტო: გია აბდალაძე

"ქართველნო, წინ, დავით აღმაშენებლისკენ!"

სსრკ-ს დანგრევის შემდეგ თითქმის ყველა პოსტსაბჭოთა ქრისტიანულ ქვეყანაში უზარმაზარი ეკლესიები ააგეს, მუსულმანურში - მეჩეთები. მაშინ, როცა სამების ტაძრის მშენებლობა გადაწყდა და პროექტიც დაამტკიცეს, ამბობდნენ, რომ სვეტიცხოველზე დიდ და ალავერდზე მაღალ ტაძარს აშენებდნენ,  რომელიც საქართველოს სახელმწიფოს სულიერი ძლიერების სიმბოლოდ იქცეოდა. სამების ტაძარი მართლაც ასეთი გამოვიდა - თბილისის ლანდშაფტისთვის შეუფერებლად გრანდიოზული და პომპეზური.

ილუსტრაცია: კახა დოლიძე

54 ნაბიჯით უკან

ნინო ზურიაშვილის ჟურნალისტური გამოძიება ეხება 11 ტელევიზიის ისტორიას, რომელთა თავდაპირველ მფლობელებსაც ვარდების რევოლუციის შემდეგ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები ენაცვლებოდნენ. ტელევიზიებმა, რომლებმაც მფლობელის შეცვლაზე უარი განაცხადეს, ლიცენზია დაკარგეს.

Reuters

საკრედიტო კრიზისი სოროსის მიხედვით

2007 წლის 17 აგვისტოს ლონგ-აილენდზე, ჯორჯ სოროსის საუთჰემპტონის რეზიდენციაში ლანჩზე შეიკრიბა უოლ-სტრიტის 21 განსაკუთრებით გავლენიანი ინვესტორი. ამ შეხვედრამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე დაკრედიტების მოსალოდნელ შეზღუდვათა პირველი სიმპტომები გამოვლინდა - ფრანგულმა ბანკმა Baribas-მა თავისი სამი ფონდიდან თანხების გატანა შეაჩერა, ამის პასუხად კი, მსოფლიოს ბანკების ურთიერთდაკრედიტების შესანარჩუნებლად ცენტრალურმა ბანკებმა სავალუტო ბაზრებზე დიდი რაოდენობით ლიკვიდური აქტივები შეიტანეს.