ცხელი შოკოლადი
ნოემბერი 2009 №54
ფოტო: დავით მესხი

ქალაქი - თვითონ საზოგადოება

"ქალაქში ცხოვრების უფლება ესაა შეხვედრებისა და აზრთა გაცვლისთვის საჭირო ადგილის ქონის უფლება, ესაა ცხოვრების სხვადასხვა რითმის უფლება; უფლება, რომელიც გაძლევს უნარს, ბოლომდე გამოიყენო სივრცე და მომენტები. ეს არის უფლება დასახლდე, და იცხოვრო ისე, რომ ქალაქს უკან არაფერი დაუბრუნო. ეს არის უფლება, გქონდეს შენი სივრცე და არა მხოლოდ ფლობდე რაღაცას", - ამბობდა ანრი ლეფევრი.

ნახტომი სიცარიელეში

"ჩვენ უკვე ვიცით, რომ დრო, რომელშიც ვცხოვრობთ, პოლიტიკურად თუ სოციალურად სწრაფად ცვალებადია და შეუნიღბავად სასტიკი; რომ სამყაროში რაღაც უფრო საშიში გაჩნდა და ადამიანურობის ცნება წარსულს ჩაბარდა. ამიტომაც მომავალი აღარ გვწყალობს და აღარ გვლოცავს... თეატრის საშუალებით უბრალოდ ვაცნობიერებთ, რომ ჩვენ დაფარულ შიშებს, დიდი ხანია, ფარდა აეხადა. ხოლო სოფოკლეს, შექსპირის, მოლიერის ან გოეთეს კითხვისას ხელახლა აღმოვაჩენთ, რომ ისინი ღმერთმა გვაჩუქა, რათა საკუთარი თავი უკეთ შევიცნოთ.

1

ფანატიზმი VS ანტიფანატიზმი თუ ფანატიკური ანტიფანატიზმი

ამ სიტყვების ავტორის, ეკლესიისა და ფეოდალური ტრადიციების ზეწოლის ქვეშ მყოფი ესპანეთიდან პარიზში ჩასული ბუნუელის ყურადღება სიურრეალისტებმა "რევოლუსიონ სიურრეალისტში" დაბეჭდილი ფოტოთი და წარწერით მიიპყრო - "ბენჟამენ პერე მღვდელს შეურაცხყოფს".

ფოტო: სალომე კიკალეიშვილი

"ინდუსტრიული" ქალაქი მიშკოლცი

რატომ მიყვარს კინოფესტივალებზე სიარული? ფილმების ნახვის სურვილით ვარ შეპყრობილი-თქო,  - რომ გითხრათ, იმედია დამიჯერებთ. მართლა ასეა. მაგრამ, თან მგონია, ჩემი ცხოვრება უფრო მდიდრდება, როდესაც უცხო ქვეყანაში 7-10 დღის მანძილზე დამკვირვებლად გადავიქცევი ხოლმე. უცხო ქვეყანა, ახალი პერსონაჟები, შენთვის უჩვეულო დეტალები და თითქოს მობეზრებული, ყოველდღიური ამბები, რომელსაც სულ სხვა კუთხით აკვირდები. ყოველდღე ახალ ადამიანს იცნობ, იმახსოვრებ მათ სახელებს და ქვეყნებს.

ილუსტრაცია: მაია სუმბაძე

ალტერნატიული თბილისი

საქართველოში თვითმფრინავით ჩავფრინდი. თბილისის "დედოფალი ანას" საერთაშორისო აეროპორტიდან ძლივს გამოვაღწიე.

ინა გუდავაძე

ქვრივი და ოლიგარქები

ავტორი: სუზანა ენდრიუსი,

ინგლისურიდან თარგმნა თამარ ბაბუაძემ

სტატია პირველად დაიბეჭდა ჟურნალში VANITY FAIR ოქტომბერი, 2009

2008 წლის თებერვალში საქართველოს უმდიდრესი ადამიანის, ბადრი პატარკაციშვილის უეცარმა სიკვდილმა რუსული ოლიგარქიის ულმობელი სამყარო ერთიანად შეაზანზარა. ინა გუდავაძე მეუღლის საქმიან პარტნიორს, რუსეთიდან გაქცეულ მილიარდერს, ბორის ბერეზოვსკის დაუპირისპირდა და მემკვიდრეობის გარშემო ატეხილ უდიდეს დავაში ჩაერთო, ამერიკელი ადვოკატი კი ბელარუსის შრომა-გასწორებით კოლონიაში მოხვდა.

ილუსტრაცია: მარიამ ზალდასტანიშვილი

ბედისწერათა არქიპელაგი - ვადიმი

ვადიმი, ანუ ვადიმ ანატოლის ძე იანკოვი, განათლებით მათემატიკოსი, რეალურ ცხოვრებაში კი ერთდროულად დიდი ტოპოლოგოსი, ფილოლოგოსი, ფილოსოფოსი, პოლიგლოტოსი, მათემატიკოსი, ფიზიკოსი, ქიმიკოსი, ტვინიკოსი და, უბრალოდ და სიყვარულით და შემოკლებით - კოსი, ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და ერუდირებული ადამიანი იყო, ვინც კი ცხოვრებაში შემხვედრია.