ბლოგის უახლესი ჩანაწერები
|
ცხელი შოკოლადი
აგვისტო-სექტემბერი 2009 №52
«მექანიკური ფორთოხალი» გამახსენდა. თვალწინ დამიდგა თეთრ კომბინეზონებში გამოწყობილი ანარქისტები, მოძალადეები, საზოგადოების «პირმშონი», ისინი, ვინც საკუთარმა ხალხმა, გარემომ შვა. ეს იყო რეაქცია, ძალადობით, სისხლით გამოხატული რეაქცია. სასტიკი პასუხი მშობლებს, ხალხს. ყველა გარემოს თავისი ანარქისტული, დესტრუქციული პირმშო ჰყავს, ვინც ამბოხს, პროტესტს სხვადასხვა ფორმით გამოხატავს. სხვადასხვაგვარია მათი პასუხიც. ვინ იყვნენ «მე-10 სართულის» მხატვრები?
ვისაც ჯერ კიდევ გახსოვთ გაგრა და მისი გარეუბნები, დამეთანხმებით ალბათ, რომ გაგრასა და სარფს შორის რაღაც არის საერთო. ეს, თითქმის ყოველთვის ნისლიანი მთები ზღვის ნაპირს უჩვეულო ფორმას და, რაც მთავარია, უჩვეულო ფერს აძლევს. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მთა მოძრაობს და სადღაც, ზღვის ჰორიზონტისკენ მიემართება.
მრავალტანჯული ქართული ინტელიგენცია და ალბათ ინტელექტუალებიც (ეს ისე, თანამედროვე და სავალდებულო განსაზღვრება რომ გამოვიყენოთ) ისევ ეგზისტენციალურ გზისგასაყარზე არიან: მარცხნივ თუ მარჯვნივ; თავისუფლების-»კენ» თუ თავისუფლების-»გან»; ვიღაცის დასაცავად თუ ვინმეს წინააღმდეგ; ჩრდილოეთით, აღმოსავლეთით თუ დასავლეთით? უკვე მერამდენე წრეზე, სახალხოდ გვესმის და ვხედავთ, წარსულის აჩრდილები შეცდენილი და მიტოვებული სამშობლოს სახელით როგორ გვიტყუებენ და გვიხმობენ - «დაიცავი საქართველო!»
2009 წლის 22 ივნისს ფრანგული პარლამენტის ორივე პალატის წინაშე საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის გამოსვლამ, ქალების მიერ მუსლიმური ტანსაცმლის ტარების შესახებ, დასავლეთში გაჩენილი ურთიერთგამომრიცხავი აზრები კიდევ უფრო გაამწვავა. ეს გამოსვლა იმითაც გამოირჩეოდა, რომ 1873 წლის შემდეგ პრეზიდენტმა პირველად მიმართა პარლამენტს. ბევრი დამკვირვებლისთვის მსგავსი ცერემონია დრომოჭმულ, შუა საუკუნეობრივ, მონარქიულ სიმბოლოდ აღიქმება.
გვახსოვს, რუსეთ-ჩეჩნების ომის დროს ბევრი ქართველი და, ვფიქრობ, უმეტესობა ჩვენს საზოგადოებაში შურით უყურებდა ჩეჩნების შეუპოვარ წინააღმდეგობას, რომელსაც მათთვის არავითარი წარმატება არ მოუტანია.
«ომია ყველაფრის მამა» - ამბობდა ერთი ბერძენი ფილოსოფოსი და მართლაც, აგვისტოს ომმა თანამედროვე მსოფლიოს სიღატაკესა და ბრწყინვალებას, ღირსებასა და ნაკლს ერთდროულად ახადა ფარდა. აგვისტოს ომმა საქართველო ისტორიის, მსოფლიო ისტორიის სუბიექტად აქცია. 2008 წლის აგვისტოს ომმა, ჩვენ, თანამედროვე მსოფლიო ისტორიის ქმნადობის პროცესში ჩაგვრთო. თუმცა მავანი იკითხავს: მერე რა? რა მოვიგეთ აქედან? ჯერჯერობით ბევრი არაფერი, უფრო მეტიც, მავანი იტყვის - წავაგეთ.
ჩემმა შორეულმა ნაცნობმა, სხვათა შორის გოგომ, თავისი ერთადერთი საცხოვრებელი, ოთახნახევრიანი ბინა გაყიდა და «იქსპიატი» იყიდა. ოთახის ფული უშუალოდ მანქანაში დაიხარჯა, დარჩენილი ნახევრის კი, რასაკვირველია, ნომერში. დღეს ნაქირავებში ცხოვრობს, არ მუშაობს, ალბათ ბენზინის პრობლემაც აქვს, მაგრამ რა მოსატანია ეს დეტალები მაშინ, როცა ეზოში ტრადიციული ქართული შეფერილობის «იქსპიატი» გელოდება, როცა შარდენზე ღირსეულად მიხვალ და მედიდურად წამოხვალ.
Other Stories
|
|