ბოლო ზარი 2010

ავტორი: ლიკა ზაკაშვილი

ფოტო: მარიკა ქოჩიაშვილი

ერთ მშვენიერ დღეს, რადიო "თავისუფლების" დილის ეთერში  წამყვანმა სტუმრად მისული ახალგაზრდა მსმენელს წარუდგინა. სტუმარი ჩემი ყოფილი კლასელი აღმოჩნდა. გამახსენდა სკოლა, ჩვენი კლასი და ჩემი უცნაური, ცოტა სასაცილო კლასელი. ადამიანები ერთმანეთს ხანდახან წლების მანძილზე იცნობენ, ან საერთოდ ცხოვრობენ ერთად, მაგრამ ერთმანეთის ბევრი არაფერი იციან.

ჩემმა კლასელმა აკადემიაში ჩააბარა. გამიხარდა, მაშინ ვიფიქრე - იქ მოხვდა, სადაც უნდა ყოფილიყო-მეთქი. მერე გავიდა წლები და ჩემს სტუდენტურ რუტინაში ყველა და ყველაფერი დავივიწყე. რამდენიმე წლის მერე კი, ქუჩაში შემთხვევით შევხვდი. ერთმანეთი როგორც წესი და რიგია მოვიკითხეთ. მერე ამბებს მოვყევით. გავიგე, რომ სწავლას ამთავრებს, ფერწერა მისი საქმე არ არის, ახლა ქანდაკებაზე აბარებს, სახლიდან წამოსულია და მარტო ცხოვრობს ქირით. მოკლედ, იწყებს თავიდან.

ასე იყო. ჩემს თაობაშიც კი, ხშირად პროფესიას მშობლების ხათრით ირჩევდნენ ხოლმე, ფაკულტეტს კი, პრესტიჟულობის ხარისხით. ჩემს კლასელსაც ეს ისტორია გადახდა თავს. აბიტურიენტი ექვსი წლის წინ ვიყავი და მგონია, რომ მას მერე მაინც ბევრი რამ შეიცვალა.

თბილისის რამდენიმე საჯარო სკოლის მოსწავლეს, ახლა უკვე აბიტურიენტებს, შევხვდი და მათაც ის ვკითხე, რაც ყველაზე მეტად მაინტერესებდა: როგორ ირჩევენ დღეს საკუთარ მომავალს, რამდენად დამოუკიდებლად და გააზრებულად იღებენ გადაწყვეტილებას პროფესიის არჩევის დროს? რამდენად ფიქრობენ იმაზე, რა შესაძლებლობას აძლევს მათ ცხოვრება და რას ნიშნავს, საერთოდ, მათთვის წარმატება?

დატოვე კომენტარი

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.