warning: DOMDocument::loadHTML(): Unexpected end tag : p in Entity, line: 13 in /home/shokoladi/sites/all/themes/shokoladi2010/templates/page.tpl.php on line 37.

”ბნელი ოთახის” ხელოვნება

 
kamera obskura
ფოტოს გადაღების ეს მეთოდი დაახლოებით ოცი საუკუნის წინ იწინასწარმეტყველეს. ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეხუთე საუკუნეში, ჩინელმა მოისტებმა ჩაბნელებული ოთახის კედელზე შემობრუნებული გამოსახულების გაჩენა აღწერეს. 
 
ეს თეორია მოგვიანებით “კამერა ობსკურას” შექმნას დაედო საფუძვლად. “კამერა ობსკურა” ლათინური სიტყვაა და ბნელ ოთახს ნიშნავს. ის თანამედროვე ფოტოგრაფიის წინამორბედია. კამერა ობსკურას პრინციპით მუშაობს პინჰოლიც.
 
პინჰოლი მარტივი კამერაა, რომელსაც  ერთ მხარეს ლინზის მაგივრად პატარა ნახვრეტი აქვს, მეორე მხარეს კი დამაგრებული ფირი ან ფოტოქაღალდი. გარედან შემავალი გამოსახულება ნახვრეტის გავლისას ამოტრიალდება და მოპირდაპირე კედელზე აღიბეჭდება. 
 
პინჰოლი განსაკუთრებული მისი უსასრულო სიმკვეთრის სიღრმის მეშვეობით არის. ეს ნიშნავს, რომ, ფოტოს გადაღებისას, ყველაფერი  ფოკუსშია -  ჭიქაც რომელიც ნახვრეტიდან 10 სანტიმეტის მოშორებით დგას და შენობებიც - რამდენიმე კილომეტრის იქით. ამის გაკეთება არცერთ ძვირადღირებულ ლინზას და ადამიანის თვალსაც კი არ შეუძლია. 
 
პინჰოლი არის ბნელი ოთახის ხელოვნება  - კარი  უნდა შეაღო რომ სინათლე  ოთახში შეუშვა  და დროულად მიხურო.
 
მისი დამზადების შესახებ ვორკშოპი თანამედროვე ხელოვნების ცენტრში ლიტველმა მოხალისემ აუსტია ტავორაიტემ ჩაატარა.
 
 
პინჰოლის მთავარი  მომხიბვლელობა მისი სიმარტივეა - ფოტოს გადასაღებად არც ძვირადღირებული კამერები და არც ლინზები  გჭირდებათ.  მის დასამზადებლად ასანთის კოლოფი, ალუმინის ნაჭერი, სკოჩი და ფირი მოიმარაგეთ.  
 

დატოვე კომენტარი

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.