|
|
|
ბლოგის უახლესი ჩანაწერები
|
ახალ ნომერში: თქვენი ცხოვრების ისტორია ინტერნეტშიავტორის სვეტი
დაახლოებით 5 წლის წინ, სოციალურ ქსელებზე დაწერა მთხოვეს. მახსოვს, ცოტა დავიბენი, ზუსტად ვერც კი მივხვდი, მაინც, რა უნდოდათ... ახლა სოციალური ქსელი არა მარტო ჩემი, არამედ მილიონობით ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. თავიდან გართობის მშვენიერი საშუალება იყო. უბრალოდ, დროს გართმევდა და ცდუნებასთან გამკლავებაც რთული იყო. სამაგიეროდ, ძალიან კარგი გრძნობაა, როცა რამდენიმე წლის უნახავ ნაცნობს, სადღაც, დედამიწის გადაკარგულ კუთხეში აღმოაჩენ... ნელ-ნელა სოციალური ქსელი განქორწინებების მიზეზად დასახელდა, მერე, მისი წყალობით რევოლუციებიც მოხდა, შემდეგ, ახალშობილს Facebook დაარქვეს, მოგვიანებით, მარკეტინგული სტრატეგიები შეიცვალა: კომპანიებმა ინვესტიციები სოციალურ ქსელებში ჩადეს, ყველა შეიშალა! სოციალური ქსელები და განსაკუთრებით Facebook ფულის მანქანად იქცა... ფულის შოვნის წყარო ჩემი, თქვენი და სხვების პირადი ინფორმაციაა, რომლის მოპოვებასაც, სოციალური ქსელების ეპოქაში, დიდი ძალისხმევა აღარ სჭირდება. ადამიანები საკუთარი ნებით გასცემენ პირად მონაცემებს და სრულიად უცნობ ადამიანებს კრიტიკული მნიშვნელობის ინფორმაციასაც უზიარებენ. ამ სტატიის მიზანი ფობიების დანერგვა არ არის. სოციალური ქსელის ყველა მომხმარებელს უფლება აქვს იცოდეს, ვინ და რატომ უთვალთვალებს ინტერნეტში, რომ პრივატულობა სოციალურ ქსელში მხოლოდ პირობითი ცნებაა და რომ ერთ დღეს, შესაძლოა ზედმეტი გულახდილობა სანანებელი გაგიხდეთ. წაიკითხეთ "ცხელი შოკოლადის" თებერვლის ნომერში თქვენი ცხოვრების ისტორია ინტერნეტში გვ. 76 |
რუბრიკები| გირჩევთ | დისკუსია | ესეი | ინტერვიუ | | ისტორიები | კომენტარები | მიმოხილვა | | რეპორტაჟი | საავტორო | სვეტი | | სპეცპროექტი | წერილები | ძიება |
დატოვე კომენტარი