|
|
|
ბლოგის უახლესი ჩანაწერები
|
ახალ ნომერში: ჯონ და ჰოლი ბასები - მოგზაურები საქართველოშიავტორის სვეტი
ამერიკის ელჩი ერთ-ერთი გამონაკლისია მაღალი თანამდებობის პირებს შორის, ვისაც პირადად ვიცნობ. ჯონ ბასი და მისი მეუღლე, ჰოლი ჰოლცერ-ბასიც, არტისტების თავყრილობაზე გავიცანი მათსავე სახლში. „დრო რომ მქონდეს, ბევრს ვიხეტიალებდი გალერეებში, დავესწრებოდი სხვადასხვა წარმოდგენებს და კონცერტებს“ - მითხრა ელჩმა, რომელიც, ერთ დროს, თურმე, საქსოფონზეც უკრავდა და ჯაზისა და როკენროლის დიდი მოყვარულია. კლასიკური მუსიკით და ფოტოგრაფიით გატაცებულ მის მეუღლეს კი, მუდმივად თან დააქვს ფოტოკამერა. ამას გარდა, ჰოლის განსაკუთრებული ინტერესის სფერო გენდერის და ოჯახური ძალადობის თემაა, რაზეც საქართველოშიც აგრძელებს მუშაობას. ამ სტატიის ძირითადი ფოკუსიც ჯონ და ჰოლი ბასების პოლიტიკის მიღმა ინტერესები უნდა ყოფილიყო. თუმცა, მასალაზე მუშაობისას საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ამერიკის ელჩის როლი საქართველოში იმდენად მნიშვნელოვანია, მასთან დაკავშირებული მოლოდინები კი იმდენად მაღალი, რომ პოლიტიკისთვის გვერდის ავლა სიცარიელის შეგრძნებას დატოვებდა. როგორც ჩანს, დიპლომატობა საქართველოსნაირ პატარა ქვეყანაში, დიდი ტვირთი შეიძლება აღმოჩნდეს: ელჩისგან მუდმივად ვიღაცის ან რაღაცის განსჯას ელიან. სტატია დიპლომატების ოჯახის პროფესიული საქმიანობის და პირადი ამბების ერთგვარი ნაზავია. ამერიკის ელჩისა და მისი მეუღლის მოგზაურობა საქართველოში, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. წაიკითხეთ "ცხელი შოკოლადის" თებერვლის ნომერში ჯონ და ჰოლი ბასები - მოგზაურები საქართველოში გვ. 50 |
რუბრიკები| გირჩევთ | დისკუსია | ესეი | ინტერვიუ | | ისტორიები | კომენტარები | მიმოხილვა | | რეპორტაჟი | საავტორო | სვეტი | | სპეცპროექტი | წერილები | ძიება |
დატოვე კომენტარი